“ატლანტამ” მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა

“ატლანტა ჰოუქსმა” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაანთავისუფლა ნეიტ მაკმილანი – ინფორმაციას ავრცელებს ESPN-ის ინსაიდერი ედრიან ვოჟნაროვსკი. გუნდში, მაკმილანის მოვალეობებს დროებით მისი ასისტენტი – ჯო პრანტი შეასრულებს. NBA-ს მიმდინარე რეგულარულ სეზონში, აღმოსავლეთ კონფერენციაში “ჰოუქსი” მერვე ადგილს იკავებს რეზულტატით 29 მოგება/30 მარცხი. “ატლანტაში” შექმნილ სიტუაციას ამძიმებდა ის ფაქტიც, რომ მაკმილანს დიდი ხანია გაფუჭებული აქვს ურთიერთობა გუნდის ლიდერ ტრე… Continue reading “ატლანტამ” მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა

ატლანტამ უკანასკნელ წამზე მოიგო

NBA-ს რეგულარული სეზონი გრძელდება. უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა ატლანტას და ტორონტოს დაპირისპირება. ჰოუქსი საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა კანადურ კლუბს და მცირე ფავორიტადაც მიიჩნეოდა, თუმცა რაპტორზმა საკმაოდ მაღალი დონის თამაში აჩვენა და ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. თამაშის მოგების შანსი ხელიდან გაუშვა სკოტი ბარნსმა, რომელმაც მარტივი სიტუაციიდან ვერ ჩააგდო და შეხვედრა… Continue reading ატლანტამ უკანასკნელ წამზე მოიგო

ჯიმი ბატლერის 45 ქულა და გამარჯვება “ატლანტასთან”

NBA-ში გრძელდება პლეიოფი. აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდმა “მაიამიმ” 115-105 დაამარცხა “ატლანტა” და სერიაში 2:0 დაწინაურდა. პირველი ტაიმი საკმაოდ უხეში და “მძიმე” გამოვიდა – ‘ჰოუქსმა” 16 პერსონალური ჯარიმა მიიღო, “ჰიტმა” 14. მასპინძლებმა ორივე მეოთხედი მინიმალური სხვაობით მოიგეს (26-25, 30-29) და დიდ შესვენებაზე 2 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. მეორე ტაიმის სტარტზე საუცხოოდ ათამაშდა ჯიმი ბატლერი, რომელმაც საკუთარი გუნდის… Continue reading ჯიმი ბატლერის 45 ქულა და გამარჯვება “ატლანტასთან”

“ბრუკლინს” კევინ დურანტის 55 ქულამაც ვერ უშველა

NBA-ს რეგულარული გათამაშება დასასრულისკენ მიექანება. უაღრესად პრინციპული და საინტერესო დაპირისპირება შედგა ჯორჯიის შტატში, სადაც ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციის 2 მეზობელი გუნდი დაუპირისპირდა “ატლანტა” და “ბრუკლინი”. კევინ დურანტის და კაირი ირვინგის მიერ დაგროვილი 22 ქულის წყალობით “ნეთსმა” პირველი მეოთხედი ორქულიანი სხვაობით მოიგო 30-28. “ჰოუქსი” გაცილებით უფრო გუნდურ კალათბურთს თამაშობდა, რისი წყალობითაც მასპინძლები 14-0 გაიქცნენ მეორე პერიოდში. დელონ… Continue reading “ბრუკლინს” კევინ დურანტის 55 ქულამაც ვერ უშველა

გოგა ბითაძის “უხვი მოსავალი” “ატლანტასთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორიოდე კვირა დარჩა, “ინდიანამ” კი უკვე დაკარგა პლეიოფში გასვლის ყველანაირი შანსი. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა მიიღო გადაწყვეტილება დარჩენილ 6 შეხვედრაში აღარ ათამაშოს გამოჯანმრთელებული მაილს თერნერი და მთელი დრო გოგა ბითაძეს დაუთმოს. დღეს გამთენიისას, “პეისერზმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ატლანტას” და მძიმე ბრძოლაში 123-132 დამარცხდა. ქართველი ცენტრი “ინდიანას” სასტარტო ხუთეულში იყო და… Continue reading გოგა ბითაძის “უხვი მოსავალი” “ატლანტასთან”

ტრე იანგმა „ფინიქსის“ მოგებათა სერია შეწყვიტა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ლიგის საუკეთესო შედეგის მქონე „ფინიქსი“ (41-9) ესტუმრა „ატლანტას“(24-26). მონტი უილიამსის გაწვრთნილ „სანზს“ 11 მატჩიანი მოგებათა სერია გააჩნდა, თუმცა ტრე იანგის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე მასპინძლებმა სტუმრები 124-115 დაამარცხეს და 8 იანვრის შემდეგ პირველად, არიზონულმა კლუბმა მოედანი წაგებულის სტატუსით დატოვა. „ჰოუქსმა“ მატჩის პირველი ნახევარი უმაღლეს დონეზე ჩაატარა – კევინ ჰერტერმა და ტრე… Continue reading ტრე იანგმა „ფინიქსის“ მოგებათა სერია შეწყვიტა

კემბა ვოკერის შობის ღამის „ზღაპარი“

NEW YORK, NY - DECEMBER 25: Kemba Walker #8 of the New York Knicks celebrates during the game against the Atlanta Hawks on December 25, 2021 at Madison Square Garden in New York City, New York. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2021 NBAE (Photo by Nathaniel S. Butler/NBAE via Getty Images)

კემბა ვოკერი თავის ცხოვრებაში ვეღარ დაივიწყებს 2021 წლის შობის დღესასწაულის საღამოს. დაახლოებით ერთი კვირის წუნ „ნიუ იორკის“ მთავარ მწვრთნელს კემბა ღრმა რეზერვში ყავდა გადაყვანილი და მისკენ „გახედვაც არ უნდოდა“, მიუხედავად იმისა რომ გუნდი თამაშს თამაშზე აგებდა. საქმეში კორონავირუსიც ჩაერია, რომელმაც „ნიქსს“ არაერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოაცალა ხელიდან (ნოელი, მაკბრაიდი, სიმსი, ქვიქლი, ნოქსი) და ტომ ტიბოდოს ისღა… Continue reading კემბა ვოკერის შობის ღამის „ზღაპარი“

ტრე იანგის საკალათბურთო შოუ “მილუოკისთან”

NBA-ს მიმდინარე სეზონის სტარტზე ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება „მილუოკი ბაქსი“. მოქმედი ჩემპიონები ვერ ახერხებენ სტაბილრად თამაშების მოგებას და 14 გამართული მატჩის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფებიან 6 მოგებით და 8 მარცხით. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილი გუნდი ამჯერად ჯორჯიის შტატს ესტუმრა და ადგილობრივ „ატლანტას“ დაუპირისპირდა. არანაკლები პრობლემები აქვს „ჰოუქსს“ – გუნდი 6 მატჩიანი წაგებათა სერიით ხვდებოდა ჩემპიონებთან… Continue reading ტრე იანგის საკალათბურთო შოუ “მილუოკისთან”

“მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონია

1974 წლის შემდეგ, პირველად „მილუოკი ბაქსმა“ ნბა-ს აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგო და სუპერ ფინალის საგზური მოიპოვა. იანის ანტეტენკუმპოს გარეშე დარჩენილმა „ბაქსმა“ ძალების მობილიზება მოახერხა, საპლეიოფო სერიაში 2:2-დან ზედიზედ 2 შეხვედრის მოგება შეძლო და ფინალში დასავლეთის ჩემპიონ „ფინიქს სანზს’ დაუპირისპირდება. სერიის მე-6 თამაში ჯორჯიის შტატში იმართებოდა, სადაც მასპინძელი „ატლანტა“ იყო. ტრავმის მოშუშება და მწყობრში დაბრუნება შეძლო „ჰოუქსის“… Continue reading “მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონია

ბრუკ ლოპესის კარიერის საუკეთესო მატჩი და გამარჯვება „ატლანტასთან“

„მილუოკის“ ცენტრმა ბრუკ ლოპესმა კარიერის საუკეთსო მატჩი ჩაატარა საპლეიოფო სტადიაზე, მისმა „ბაქსმა“ კი 123:112 სძლია „ატლანტას“ და სერიაში 3:2 დაწინაურდა. იანის ანტეტენკუმპოს(ფეხის ტრავმა) გარეშე დარჩენილმა „მილუოკიმ“ ბრუკ ლოპესის სახით ახალი ლიდერი იპოვა, რომელმაც სამწამიან ზონაში „წალეკა“ „ჰოუქსი“ და 33 ქულის დაგროვებით ფაქტობრივად პირადად მოიგო ეს მატჩი. შეხვედრის სტარტი იდეალური გამოუვიდათ მასპინძლებს – ბრუკის იდეალური თამაშის… Continue reading ბრუკ ლოპესის კარიერის საუკეთესო მატჩი და გამარჯვება „ატლანტასთან“