საჩუქარი – ეს მიწა თქვენია…

სენეგალის მთავრობამ ნაკრების წევრებს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა. ეს აფრიკის თასის მოგებისთვის… სენეგალმა ხომ ისტორიაში პირველად მოიგო ეს ტიტული. სადიო მანე კი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.     „ფეხბურთელები და მთლიანად პერსონალი სენეგალის დედაქალაქ დაკარში 200-200 კვადრატულ მიწის ფართობს, ასევე დიამნიადოში 500 კვადრატულ მიწის ფართობს მიიღებენ საჩუქრად. ასევე, 50 მილიონი დასავლეთაფრიკული ფრანკი (76 ათასი ევრო) გადაეცემათ“ –… Continue reading საჩუქარი – ეს მიწა თქვენია…

სენეგალი: აფრიკის ლომი!

სენეგალი აფრიკის ჩემპიონი გახდა. ეს პირველად მოახერხა ისტორიაში: აქამდე ორი ფინალი ჰქონდა წაგებული… დრამატულ ფინალში სადიო მანემ და კომპანიამ ეგვიპტეს მოუგო. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი 4:2. სასწაული ემოციები იყო სერიის დროს. სხვათა შორის, ბოლო პენალტი სწორედ მანემ გაიტანა, რომელმაც მე-7 წუთზე ვერ შეაგდო 11 მეტრიდან: მეკარე გაბასკიმ აუღო. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ან… Continue reading სენეგალი: აფრიკის ლომი!

აფრიკის თასი – მატჩი მესამე ადგილისთვის და დეჟავიუ (ვიდეო)

აფრიკის თასზე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა. ბურკინა ფასო კამერუნს შეხვდა და მატჩი 3:3 დამთავრდა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც კამერუნმა 5:3 მოიგო. აღნიშნული მატჩი მილანი – ლივერპულის ლეგენდარულ ფინალს მოგაგონებთ. ქამბექი 0:3-დან და პენალტების სერია. მართალია ქამბექი 15 არა, მაგრამ 17 წუთში შედგა. ცნობისთვის, ბურკინა ფასო 1/2 ფინალში სენეგალთან 1:3 დამარცხდა, კამერუნმა კი ეგვიპტესთან 0:0… Continue reading აფრიკის თასი – მატჩი მესამე ადგილისთვის და დეჟავიუ (ვიდეო)

აფრიკა, სიტყვების სროლა, ომი… “ეტოოს არაფერი უსწავლია?!”

აფრიკის თასზე 3 თებერვალს მაგარი ნახევარფინალი იქნება: კამერუნი-ეგვიპტე. კამერუნელთა ლეგენდამ და ამჟამად ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სამუელ ეტოომ ასეთი განცხადება გააკეთა: „მოემზადეთ, ეს იქნება ომი! ომია, მეგობრებო! აი, ასე უნდა მოვემზადოთ ამ მატჩისთვის. მოგება ხელიდან არ უნდა გავუშვათ“. (CAF Online) ეგვიპტელთა გამოცდილმა მწვრთნელმა, პორტუგალიელმა კარლუშ კეირუშმა ეტოო გააკრიტიკა. შეგახსენებთ, კეირუში რეალს წვრთნიდა, მანამდე მანჩესტერ იუნაიტედში… Continue reading აფრიკა, სიტყვების სროლა, ომი… “ეტოოს არაფერი უსწავლია?!”

მანე ჰოსპიტალში

კამერუნში მიმდინარე აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშების მერვედფინალში, სენეგალმა კაბო-ვერდეს 2:1 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მალისა და ეკვატორიული გვინეის შორის გამარჯვებულს შეხვდება. ერთ ეპიზოდში  სენეგალის ნაკრების კაპიტანი და ლივერპულის ვარსკვლავი, სადიო მანე, შეტევისას მეტოქე მეკარეს, ჟოსიმარ ვოზინიას შეეჯეხა. ერთმანეთს თავები მიარტყეს. თამაში ორივემ გააგრძელა და მანემ გოლიც გაიტანა. მატჩის შემდეგ, პრევენციის მიზნით, მანე ჰოსპიტალში წაიყვანეს… Continue reading მანე ჰოსპიტალში

სითბური დარტყმა, დროის აღქმის დაკარგვა… რა ხდება აფრიკაში?

ზამბიელი მსაჯის ჯენი სიკაზვეს სახელ-გვარი ორი დღის წინ მთელმა მსოფლიომ გაიგო… მან აფრიკის თასზე მალი-ტუნისის შეხვედრა (1:0) დროზე ადრე დაასრულა. 85:11-ზე ჩასტვინა საფინალოდ. პროტესტის მერე გააგრძელებინეს,მაგრამ მაინც ადრე მორჩა: 89:52-ზე… არც დამატებული წუთები, არც არაფერი. ის 8 წამიც მოაკლო. მაინც რა მოხდა? აფრიკის თასზე სამსაჯო კორპუსის ხელმძღვანელმა ესამა აბდელ-ფატიჰმა ახსნა: „სიკაზვე სითბური დარტყმისგან დაზარალდა. შეუძლოდ… Continue reading სითბური დარტყმა, დროის აღქმის დაკარგვა… რა ხდება აფრიკაში?

დღის კურიოზი: აფრიკის თასზე მსაჯმა თამაში ადრე დაასრულა… თან ორჯერ!

აფრიკის თასზე მალიმ ტუნისს 1:0 მოუგო. დღის „გმირი“ იყო ზამბიელი მსაჯი ჯენი სიკაზვე, რომელმაც 85:11 წუთზე… თამაში დაასრულა. დიახ, საფინალოდ ჩასტვინა. ტუნისელები ლამის გაგიჟდნენ, მსაჯს მივარდნენ და ისიც მიხვდა შეცდომას, თამაში გააგრძელა. თუმცა ბატონმა სიკაზვემ თავისი მაინც გაიტანა და დროზე ადრე დაასრულა მატჩი: 89:52… არც დამატებული წუთები, არც არაფერი. პირიქით, 8 წამი მოაკლო. ისე, სიკაზვემ… Continue reading დღის კურიოზი: აფრიკის თასზე მსაჯმა თამაში ადრე დაასრულა… თან ორჯერ!

სალაჰი საუკეთესოა! რონალდუ გაბრაზდება, მაგრამ…

მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ ოქროს ბურთის მოგება გაახარებდა, მაგრამ არ თვლის, რომ ეს პრიზი ფეხბურთელის სიდიდის განმსაზღვრელია. „ეს თემები ნაკლებად მაღელვებს. მოგატყუებთ რომ გითხრათ, ოქროს ბურთზე არ მიფიქრია-მეთქი, მაგრამ ისედაც ბედნიერი ვარ და ვიქნები, თუ ამ პრიზს ვერ მოვიგებ. ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მაქვს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთი პოლიტიკის სფეროა. ჩემი მიზნები აფრიკის თასის მოგება… Continue reading სალაჰი საუკეთესოა! რონალდუ გაბრაზდება, მაგრამ…

ლომი ვარ! ბევრი მოვინადირე, მაგრამ ისევ მშია!..

ლივერპულის ფორვარდმა სადიო მანემ თქვა, რომ ყველა ტიტულს გაცვლიდა აფრიკის თასში… სენეგალელმა აფრიკის თასის წინა გათამაშებაში ფინალი წააგო ალჟირთან (0:1) და ახლა ეცდება, რომ ჩემპიონი გახდეს. როგორც იცით, აფრიკის თასი 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე გაიმართება კამერუნში. სენეგალი ერთ-ერთი ფავორიტია. ჯგუფში მანეს გუნდს ჰყავს მალავი, ზიმბაბვე და გვინეა. მანემ საინტერესო ამბავი გაიხსენა: „ბავშვობაში მეძახდნენ „ბალონბუვას“, რაც… Continue reading ლომი ვარ! ბევრი მოვინადირე, მაგრამ ისევ მშია!..

აფრიკის თასი შესაძლოა ჩაიშალოს

აფრიკის თასი, რომელიც 2022 წლის ზამთარშია დაგეგმილი, შესაძლოა ჩაიშალოს. ტურნირი, რომელიც 9 იანვრიდან 6 თებერვლამდეა ჩანიშნული, შესაძლოა კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის გამო გაუქმდეს. ინფორმაცია RMC Sport-მა გაავრცელა. უახლოეს დღეებში აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ აფრიკის თასის მოქმედი გამარჯვებული ალჟირის ნაკრებია, რომელმაც ტიტული 2019 წელს მოიგო.