ბრინჯაოს შანსი – ბაზაძემ ნახევარფინალში წააგო…

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ფარიკაობაში, სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში უნგრელ არონ შილაგისთან დამარცხდა 13:15. რა თქმა უნდა, ქართველის ფინალში ხილვა ყველას გვსურდა, თუმცა მისი მეტოქე ამ სპორტის ლეგენდაა – უნგრელი ხომ წინა ორი ოლიმიადის გამარჯვებულია.   ბრინჯაოსთვის ქართველი კიმ კორსა და ლუიჯი სამელეს შორის დამარცხებულს შეხვდება.  

ფავორიტი დამარცხებულია! – ბაზაძე ნახევარფინალშია!

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ფარიკაობაში, სანდრო ბაზაძემ რეიტინგის პირველი ნომერი – ო სან უკი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა!    ნახევარფინალში, ქართველის მეტო რეიტინგის მე-4 ნომერი, უნგრელი არონ შილაგი იქნება.   ბაზაძემ 1/16 ფინალში მოჰამ სამერი, 1/8 ფინალში კი – ზიად ელ სისი დაამარცხა.

ბაზაძე 1/4 ფინალშია! – ქართველის კიდევ ერთი გამარჯვება!

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ფარიკაობაში, სანდრო ბაზაძემ მერვედფინალური შეხვედრა მოიგო! ქართველის მეტოქე ეგვიპტელი ზიად ელ სისი, რომელიც 15:12 დაამარცხა. ანგარიში 12:12 იყო, როდესაც სანდრომ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.    1/4 ფინალში ბაზაძის მოწინააღმდეგე კორეელი ო სან უკი იქნება, რომელიც ამჟამად რეიტინგში პირველია…