გიორბელიძე დინამოში!

საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, გურამ გიორბელიძე სამშობლოში დაბრუნდა და 6 თვიანი იჯარით ბათუმის დინამოში ითამაშებს! ლუბინის ზაგლებიეს საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელისთვის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია, რაც დინამოში ექნება. გიორბელიძე ბათუმურ გუნდს როგორ გამოადგება, ამაზე საუბარიც არაა… ეროვნული ლიგის დონეც უკეთესი იქნება.  

აი, ტრანსფერი! – საქართველოს ჩემპიონატისთვის – მაგარი!

საქართველოს ჩემპიონატში ბევრი ლეგიონერი გვინახავს, თუმცა თითზე ჩამოსათვლელი – კარგი. ახლა გამორჩეული ამბავია – ბათუმის დინამომ პაპე მუსა კონატე დაიმატა. 29 წლის ფეხბურთელს კარგი გუნდების გამოცდილება აქვს: ჯენოა, შვეიცარული სიონი, მაკაბი, სივასპორი, დიჟონი… ტრანსფერმარკეტის ინფორმაციით, სენეგალელი, 2018 წელს, 9 მილიონი ევროც ღირდა. ლიგა 1-შიც მშვენივრად ითამაშა – 27 გოლი გაიტანა და იქ ყველა გრანდის კარები… Continue reading აი, ტრანსფერი! – საქართველოს ჩემპიონატისთვის – მაგარი!

Sportbible: “კვარაცხელაის ტრანსფერი ქურდობას ჰგავს”

პოპულარულმა გამოცემამ Sportbible-მ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცელი სტატია დაწერა, რომელსაც გთავაზობთ. “ხვიჩა ვკარაცხელია ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი ხდება. მისი თამაში აიაქსის წინააღმდეგ განსაკუთრებული იყო.  კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში შოუს დგამს. ნაპოლიმ აიაქსი 4:2 დაამარცხა და გარემარბი ბრწყინავდა. 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ქურდობას ჰგავს, რადგან ნაპოლიმ იგი დინამო ბათუმიდან მხოლოდ 9 მილიონ ფუნტად შეიძინა.  კვარაცხელიამ მეტსახელი “კვარადონა”… Continue reading Sportbible: “კვარაცხელაის ტრანსფერი ქურდობას ჰგავს”

პრესტიჟის მატჩი არ შედგა – ბათუმის დინამომ ლეხს ვერ მოუგო…

Fot. Lukasz Gdak/East News, Poznan 21.07.2022 Eliminacje ligi konferencji Mecz Lech Poznan Dinamo Batumi. N/z Michal Skoras

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში გამართული მატჩი ფორმალობა იყო, ბათუმის დინამოსგან ქომაგი გამარჯვებას ელოდა. პოლონეთში მარცხის (0:5) შემდეგ, ქართულ გუნდს პრესტიჟის მატჩი ჰქონდა ჩასატარებელი, რადგან გულშემატკივრები სტადიონზე მაინც მივიდნენ და გუნდს მხარდაჭერა არ დაჰკლებია. სამწუხაროდ, გამარჯვება ვერ მოხერხდა. პირველი მატჩისგან განსხვავებით, დინამოში რამდენიმე ცვლილება ვიხილეთ – გუნდიდან გაშვებული კუპატაძის ნაცვლად, კარს ალავიძე იცავდა; დაცვის ცენტრში, აზაცკი – ვეტერანმა რეხვიაშვილმა შეცვალა;… Continue reading პრესტიჟის მატჩი არ შედგა – ბათუმის დინამომ ლეხს ვერ მოუგო…

ასე გააცილეს ხვიჩა – დინამო ბთ. 4:1 დინამო თბ. 

ეროვნული ჩემპიონატის მე-20 ტურში, მთავარი მატჩი ბათუმში შედგა, სადაც ადგილობრივმა დინამომ თბილისური დინამო მიიღო. შეხვედრას, რა თქმა უნდა, სატურნირო ინტრიგა ახლდა – ბათუმელებს 44 ქულა ჰქონდათ, თბილისელებს კი – 38, სტუმრების გამარჯვების შემთხვევაში, საჩემპიონო ორთაბრძოლა გაღვივდებოდა, მასპინძლებისა კი – კომფორტული უპირატესობა შეიქმნებოდა – 9 ქულიანი ჰანდიკაპი. ბათუმელებმა მატჩში ინტრიგა პირველივე ნახევარში მოკლეს – ისინი უკეთ… Continue reading ასე გააცილეს ხვიჩა – დინამო ბთ. 4:1 დინამო თბ. 

კვარაცხელია მეორე წრის საუკეთესოდ აღიარეს

საქართველოს მე-2 წრის დასრულების შემდეგ, მეორე წრის სიმბოლური ნაკრები დასახელდა და საუკეთესო ფეხბურთელიც გამოვლინდა – ხვიჩა კვარაცხელია. ქართველმა შემტევმა მონაწილეობა 7 მატჩში მიიღო და 5 გოლი გაიტანა.   ასევე, საუკეთესო მწვრთნელიც დასახელდა – ეს წოდება, წყალტუბოს სამგურალის თავკაცმა, გიორგი მიქაძემ მიიღო. მისი ხელმძღვანელობით, სამგურალმა 9 მატჩი ჩაატარა, 7 მოიგო, 1 ფრედ დაასრულდა და მხოლოდ 1-ში… Continue reading კვარაცხელია მეორე წრის საუკეთესოდ აღიარეს

U 21 ევროპა: ვინ ჩამოვა საქართველოში? 12 ცნობილი, 4 უცნობი

  შეგახსენებთ, გაისად საქართველო და რუმინეთი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. 16-გუნდიანი ჩემპიონატი 21 ივნისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება. ფინალი ბათუმში გაიმართება… 16 ნაკრებიდან 12 უკვე ცნობილია. სულ რჩეული ქვეყნები, გრანდები… გერმანია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, ნიდერლანდები, ბელგია, პორტუგალია, ნორვეგია, შვეიცარია. ბუნებრივია, მათ დამატებული საქართველო და რუმინეთი. შვეიცარიამ საუკეთესო მეორე ადგილი დაიკავა. დანარჩენი 4? ჯგუფის… Continue reading U 21 ევროპა: ვინ ჩამოვა საქართველოში? 12 ცნობილი, 4 უცნობი

შოუ ბათუმში – კვარას დუბლი და – 4:4

  ეროვნული ჩემპიონატის მე-16 ტურში, ბათუმის დინამომ სამგურალი მიიღო. ფავორიტად, რა თქმა უნდა, ბათუმელები მოიაზრებოდნენ, როგორც შემადგენლობით, ასევე პოზიციით, თუმცა სამგურალს თამაში როგორ შეუძლია, გუნდმა ეს წინა თხუთმეტ ტურში დაამტკიცა. ასეც მოხდა, ბათუმის დინამოს იმერლებმა არაფერი დაუთმეს და ბრძოლაში ქულა მოიპოვეს! საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ასევე ნაკრების ფეხბურთელის, ირაკლი აზაროვის პასით ანგარიში გახსნა, თუმცა ილია… Continue reading შოუ ბათუმში – კვარას დუბლი და – 4:4

ბათუმის დინამომ მოიგო – კვარამ ძირითადში ითამაშა

  ეროვნული ჩემპიონატის ერთერთმა ფავორიტმა, ბათუმის დინამომ წყალტუბოში სამგურალთან ითამაშა. ზღვისპირელთა თამაშს ევროპაშიც ბევრი ადამიანი უყურებს, რადგან თითქმის გადაწყვეილია, რომ ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს. კვარამ სამგურალთან ძირითადში დაიწყო. გოლი უკვე მეორე წუთზე გავიდა – ბათუმის დინამოდან თავი ფლამარიონმა გამოიჩინა, რომელიც ამ მომენტში (5 გოლით) ეროვნული ლიგის ბომბარდირიცაა. გუგა ფალავანდიშვილისთვის ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა – ნახევარმცველი… Continue reading ბათუმის დინამომ მოიგო – კვარამ ძირითადში ითამაშა

კვარაცხელია ნაპოლიში – კონკრეტული თანხა დასახელდა!

იტალიური მედია – კორიერე დელო სპორტი და კალჩომერკატო წერენ, ხომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ნაპოლის შორის პრინციპული შეთანხმება შედგა.   ამ ტრანსფერით, ბათუმის დინამო 10 მილიონ ევროს მიიღებს, ხვიჩას კი წელიწადში მილიონი ევრო + ბონუსები ერგება. ტრანსფერს ზაფხულში ველოდებით.   მოგეხსენებათ, ხვიჩა რუბინიდან წამოვიდა და ბათუმის დინამოსთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა…