კითხვა ასეთია: გაამართლა?

ამ სიტყვებს რომ ვწერ, არც ის ვიცი, რა ჰქნა საბურთალომ ბუქარესტში ნამდვილ თუ თვითმარქვია სტიაუასთან და არც ის, შემოატრიალა თუ არა ბათუმმა ლეხში წაგებული 0:5. ერთი ის ვიცი, რომ ბათუმელებმა გუნდიდან აქამდე ნაქები მეკარე ლაზარე კუპატაძე გაუშვეს, რაც ძალიან არ მესიამოვნა. არ მესიამოვნა, რადგან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის შეცდომის გამო დასაჯეს, მე კი მეგონა რომ… Continue reading კითხვა ასეთია: გაამართლა?

ახალი ქართველი !

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეემატა – 25 წლის ჯოვინო ფილო ფლამარიონი! ბათუმის ფორვარდს ქართული პასპორტი უკვე ხელთ აქვს და შიგ ჩარტყმული პირველი სასაზღვრო შტამპიც – ჯოვინო გუნდთან ერთად პოლონეთში, პოზნანის ლეხთან კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩისთვის გაემგზავრა. ჯოვინო ბრაზილიაშია დაბადებული. საქართველოში კი 2017 წელს ჩამოვიდა და ქომაგის სიმპათიაც მალევე დაიმსახურა. ერთი პერიოდი რუსეთში, ვოლგოგრადის როტორში კი… Continue reading ახალი ქართველი !

საქმე სერიოზულადაა: ხვიჩა-ლონდონი-15 მილიონი

ახალი ამბავი ხვიჩა კვარაცხელიას მომავალ კლუბთან დაკავშირებით: ახალი სეზონიდან ქართველი შემტევი, შესაძლოა, ლონდონის არსენალში ვიხილოთ. მეთოფეები, თურმე, კარგა ხანია ხვიჩას გადაბირებით არიან დაინტერესებულნი და მის შესახებ ინფორმაციაც ბლომად შეუგროვებიათ. ლონდონელები ხვიჩას აყვანას მარტშიც გეგმავდნენ, მაგრამ, ვინაიდან ინგლისის პრემიერლიგამ ახალ სეზონამდე რუსეთის და უკრაინის ლიგებიდან კლუბებს ფეხბურთელების დამატება აუკრძალა, გარიგება ვერ შედგა. არსენალი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს… Continue reading საქმე სერიოზულადაა: ხვიჩა-ლონდონი-15 მილიონი

დღეს: საქართველო-საბერძნეთი უმაყურებლოდ…

საქართველო-საბერძნეთის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება… ეს დღეს, 9 ოქტომბერს, ბათუმის სტადიონზე. გადაწყვეტილება უკავშირდება ბათუმში მომხდარ ტრაგედიას.   აი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება:   “საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ქალაქ ბათუმს და სრულიად საქართველოს.   9 ოქტომბერს დაგეგმილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის საქართველო – საბერძნეთის გადადების შესახებ… Continue reading დღეს: საქართველო-საბერძნეთი უმაყურებლოდ…