ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მიუნხენის ბაიერნი მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება. თამამად შეიძლება ითქვას, რეალთან ერთად, ეს ორი გუნდი ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია. კომენტარი იულიან ნაგელსმანმა გააკეთა “ცხადია, ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენთვის დიდი წარმატება იქნება. ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე, ინტერი და ბარსა შეგვხვდნენ, ახლა სიტი, თუ გავალთ – რეალი ან ჩელსი, ფინალში კი ის, ვინც მეორე ბადეს… Continue reading ნაგელსმანი: ასე ჯობდა, იღბლის გარეშე…
Tag: ბაიერნი
პარკაძე ბაიერნამდე… დინამომ გაანათხოვრა
ლუკა პარკაძე ზაფხულამდე ეროვნული ლიგის გუნდში ითამაშებს, ოღონდ არა დინამო თბილისში, არამედ გაგრაში. ამის შესახებ გაგრას facebook-გვერდი წერს. ლუკას კონტრაქტი გაფორმებული აქვს მიუნხენის ბაიერნთან და ზაფხულიდან უნდა შეუერთდეს გერმანელებს, მანამდე კი დინამო თბილისში დატოვეს განათხოვრებით. ლუკა 6 აპრილს ხდება 18 წლის. დინამოში პრაქტიკა არ ჰქონდა, წლეულს ერთი მატჩი დინამო2-ში აქვს ჩატარებული… სავარაუდოდ, პრაქტიკას გაგრაში მიიღებს.… Continue reading პარკაძე ბაიერნამდე… დინამომ გაანათხოვრა
კანსელუს არ მოსწონს, კანსელუც არ მოსწონთ
რამდენი ხნით დარჩება ჟოაო კანსელუ ბაიერნში? იანვარში ის მანჩესტერ სიტიდან გაანათხოვრეს. ყველას ეგონა, რომ ბაიერნის სასტარტოში იოლად მოხვდებოდა, მაგრამ უჭირს… ზაფხულში გამოსასყიდი თანხა კი 70 მილიონი ევროა, რის გადახდასაც გერმანელები არ აპირებენ. ბაიერნში მიიჩნევენ, რომ ფასი ზედმეტად მაღალია. და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გარიგება, თუ სიტი ნაკლებს მოითხოვს. თავად კანსელუმ უკვე გამოთქვა უკმაყოფილება მცირე სათამაშო… Continue reading კანსელუს არ მოსწონს, კანსელუც არ მოსწონთ
დე ლიხტი შოკოლადშია
ბაიერნის მეკარე იან ზომერმა თანაგუნდელ მატეის დე ლიხტს დაპირება შეუსრულა – ერთი სატვირთო მანქანა შვეიცარიული შოკოლადი აჩუქა. საქმე ის არის, რომ პარი სენ-ჟერმენთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის პირველ ტაიმში მეკარემ შეცდომა დაუშვა, პარიზელი ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ ბურთი ცარიელ კარში გადიოდა, მაგრამ დე ლიხტმა ვარდნაში მოახერხა ბურთის კარის ხაზიდან გამოტანა. საპასუხოდ კი მეკარემ შვეიცარიული მწარმოებლის… Continue reading დე ლიხტი შოკოლადშია
გალტიეს რა შემთხვევაში გაუშვებენ?
ამ ეტაპზე, პსჟ კრისტოფ გალტიეს გათავისუფლებას არ გეგმავს. Le Parisien-ის ინფორმაციით, ნასერ ალ-ხელაიფის გადაწყვეტილებით, გალტიე თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ გუნდი ლიგა 1-ს ვერ მოიგებს. გასაგებია, ბაიერნთან გამარჯვებას ვერავინ დაგეგმავს, თუმცა პარიზელებმა გოლი მათთან ვერც ერთ შეხვედრაში გაიტანეს… თუ გალტიეს გაათავისუფლებენ, მას საფეხბურთო მრჩეველი – ლუის კამპოსიც მიყვება. 26 ტურის შემდეგ, ლიგა 1-ს პსჟ… Continue reading გალტიეს რა შემთხვევაში გაუშვებენ?
ვის გაუხარდა პსჟ-ის გავარდნა..?
ლივერპულის ყოფილმა მცველმა, ამჟამად კი საფეხბურთო ანალიტიკოსმა ჯეიმი კარაგერმა განაცხადა, რომ კმაყოფილია პსჟ-ის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნით. 9 მარტს, პარიზელები საპასუხო მერვედფინალურ მატჩში სტუმრად დამარცხდნენ ბაიერნთან (0:2) და რადგან პირველი თამაშიც წაეგოთ (0:1), ტურნირს დაემშვიდობნენ. „მიხარია, რომ გავარდნენ. უბრალოდ, არ მომწონს პსჟ. ეს არ არის გუნდი, ერთგვარი ქაოსია. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ხუთჯერ გამოეთიშნენ ტურნირს მერვედფინალურ… Continue reading ვის გაუხარდა პსჟ-ის გავარდნა..?
შვეიცარიული შოკოლადები ზომერისგან… (+video)
ბაიერნის შვეიცარიელმა მეკარე იან ზომერმა მცველ მატეის დე ლიხტს მადლობა გადაუხადა. ეს ეხება ბაიერნი-პსჟ-ს მატჩში 38-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდს, როცა ზომერი შეცდა, ბურთი წაართვეს, ვიტინიამ კი ცარიელ კარში დაარტყა. დე ლიხტი გამოიქცა და ვარდნაში ფეხით მისწვდა ბურთს… ზომერი: „ბურთი ფეხში მქონდა, როცა სტანისიჩი დაბლოკეს და რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. დე ლიხტმა დაუჯერებელი რამ ჩაიდინა. გოლი რომ… Continue reading შვეიცარიული შოკოლადები ზომერისგან… (+video)
მილანი 11 წლის შემდეგ პირველად… ბაიერნმა პსჟ უგოლოდ დატოვა
ჩემპიონთა ლიგაში მორიგი 1/8 ფინალები გაიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს ბაიერნი – პსჟ-ს დაპირისპირება იწვევდა. პირველი თამაში გერმანელებმა საფრანგეთში 1:0 მოიგეს. დღევანდელი შეხვედრაც მიუნხენელთა უპირატესობით წარიმართა და მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. ანგარიში 61-ე წუთზე ჩუპო-მოტინგმა გახსნა, 89-ე კი ამ 2 რაუნდიან დაპირისპირებას წერტილი გნაბრიმ დაუსვა. ბაიერნმა პსჯ 2 მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა. ასევე… Continue reading მილანი 11 წლის შემდეგ პირველად… ბაიერნმა პსჟ უგოლოდ დატოვა
მბაპემ ბაიერნს გოლები შეუნახა
პსჟ-ის ფორვარდმა კილიან მბაპემ ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ ჟურნალიტებს აზრი გაუზიარა. შეგახსენებთ, 4 მარტს, ნანტთან შეხვედრაში ფრანგმა პარიზული კლუბის გოლების რეკორდი მოხსნა – 201-ე გოლი გაიტანა. „აქ ისტორიის დასაწერად ვთამაშობ, – თქვა მბაპემ – ყოველთვის ვამბობდი, რომ ამის გაკეთება მსურდა. სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. თუმცა გუნდური მიღწევები უფრო მაინტერესებს, ვიდრე ინდივიდუალური. მადლობა… Continue reading მბაპემ ბაიერნს გოლები შეუნახა