კონტავეიტის ესტონური მატი

ანეტ კონტავეიტი განაგრძობს წარმატებულ ასპარეზობას წლის შემაჯამებელ ტურნირზე. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ესტონელმა ჩოგბურთელმა 6:4 6:0 სძლია კაროლინა პლიშკოვას და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.   შეხვედრის სტარტი ჩეხ ჩოგბურთელს ბევრად უკეთესი გამოუვიდა – იგი იოლად იგებდა საკუთარ ჩაწოდებას და მესამე გეიმში სამი ბრეიკპოინტი ც მიიღო, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო. ესტონელი დროულად გამოფხიზლდა –… Continue reading კონტავეიტის ესტონური მატი

წლის შემაჯამებელი ტურნირი კონტავეიტის გამარჯვებით გაიხსნა

მექსიკის ქალაქ გვადალახარაში სტარტი აიღო ქალთა წლის შემაჯამებელმა ტურნირმა. გახსნით შეხვედრაში, ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ანეტ კონტავეიტმა 6:3 6:4 სძლია ბარბორა კრეიჩიკოვას და B ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. ძალიან ცუდად არის დაკომპლექტებული WTA-ს კალენდარი. კრეიჩიკოვას რამდენიმე დღის წინ სანაკრებო მატჩების ჩატარება მოუწია ბილი ჯინ კინგის თასზე, რის შემდეგაც ბარბორას მოუწია სასწრაფოდ გადმოფრენა პრაღადან მექსიკაში. ჩეხმა ჩოგბურთელმა აშკარად… Continue reading წლის შემაჯამებელი ტურნირი კონტავეიტის გამარჯვებით გაიხსნა

კანადელი თინეიჯერი US OPEN-ის ნახევარფინალში

2021 წლის US OPEN-ის მთავარი სენსაცია ლეილა ფერნანდესი აგრძელებს წარმატებულ სვლას დიდი სლემის ტურნირზე. 1/4 ფინალურ ეტაპზე კანადელმა თინეიჯერმა 6:3 3:6 7:6 სძლია ელინა სვიტოლინას და კარიერაში პირველად გავიდა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა სეტის მეორე ნახევრიდან სიტუაცია შეიცვალა – მე-6 გეიმში ლეილამ… Continue reading კანადელი თინეიჯერი US OPEN-ის ნახევარფინალში

ქალთა ჩოგბურთს ახალი დომინანტი ყავს – ბარბორა კრეიჩიკოვა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ქალთა ჩოგბურთის წყვილთა თანრიგის ფინალში ბარბორა კრეიჩიკოვას და კატერინა სინიაკოვას ჩეხურმა დუეტმა 7:5 6:1 სძლია ბენჩიჩი/გოლუბიჩის შვეიცარიულ ტანდემს და ოქროს მედლები მოიპოვა. 24 მაისიდან მოყოლებული, ბარბორა კრეიჩკოვამ ერთეულთა და წყვილთა თანრიგში ჯამში 38 მატჩი გამართა, საიდან 35 მოიგო. ერთეულთა თანრიგში ბარბორამ 24-დან 22 შეხვედრაში იმარჯვა, წყვილთა თანრიგში კი სინიაკოვასთან ერთად 14-დან 13-ში.… Continue reading ქალთა ჩოგბურთს ახალი დომინანტი ყავს – ბარბორა კრეიჩიკოვა

ბარბორა კრეიჩიკოვა როლან გაროსის ჩემპიონია

დასასრულს უახლოვდება წლის მეორე გრანდ სლემის ტურნირი – საფრანგეთის ღია პირველობა. როლან გაროსის, ქალთა ერთეულთა თანრიგის ფინალში ბარბორა კრეიჩკოვამ დაძაბულ, 3 სეტიან ბრძოლაში 6:1 2:6 6:4 სძლია ანასტასია პავლუჩენკოვას და კარიერაში პირველად მოიგო დიდი სლემის ტიტული. შეხვედრის სტარტზე, პავლუჩენკოვამ ადრეული ბრეიკი შეასრულა და 1:0 დაწინაურდა. ჩეხი ჩოგბურთელი დროულად გამოფხიზლდა – 30 წუთში მიჯრით 6 გეიმი… Continue reading ბარბორა კრეიჩიკოვა როლან გაროსის ჩემპიონია