უეფას პრეზიდენტმა, ალქსანდრ ჩეფერინიმ ევროპის სუპერ ლიგის იდეაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა „უეფას მონოპოლია არ აქვს. ნებისმიერ კლუბს შეუძლია მონაწილეობა იქ მიიღოს, სადაც სურს, ანდაც – ახალი ჩამოაყალიბოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ მიერ ჩატარებულ ტურნირებში თამაშის უფლებას არ მივცემთ. ლოგიკურია, არა?! ვხედავ, რომ სუპერლიგის პროექტი მკვდარია, რადგან იქ გაწევრიანება არავის სურს. ასევე, სამ გაბრაზებულ ადამიანს… Continue reading უეფას პრეზიდენტი: სამ გაბრაზებულ ადამიანს ვხედავ
Tag: ბარსა
ანჩელოტი: რატომ ვეკამათე პიკეს?
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პიკესთან შელაპარაკებაზე ისაუბრა, რომელიც ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მოხდა (3:2, რეალის სასარგებლოდ) “პიკეზე გავბრაზდი. ვუთხარი, ვინისიუსის ტრავმის გამო, ბურთი აუტზე გადაეგდო, როგორც ჩვენ პირველ ტაიმში გავაკეთეთ. მიპასუხა, რომ ასე არასდროს იქცეოდნენ. არ ვიცოდი…,” – თქვა კარლომ
ბორუსიამ ჰოლანდს ვადა მისცა
ერლინგ ჰოლანდი გუნდს შეიცვლის თუ არა, ამაზე ხელჩასაჭიდი ჯერ არაფერი თქმულა. სწორედ ამიტომ, დორტმუნდელებს სურთ, ნორვეგიელმა ფორვარდმა გადაწყვეტილება თებერვლის ბოლომდე მიიღოს. მოგეხსენებათ, ფეხბურთელის დამატებისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტია: სიტი, ბარსელონა და რეალი. ბაიერნის ინტერესზეც დაიწერა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობაში, უკლებლივ ყველამ, თქვა რომ ლევანდოვსკის ენდობიან და პოლონელი, მომავალი სამი წლის განმავლობაში, ხელშეუხებელია…
რაიოლა: ჰოლანდი ყველას უნდა, ბაიერნსაც, რეალსაც, ბარსასაც, სიტისაც…
დორტმუნდის ბორუსიას ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის აგენტმა, მინო რაიოლამ კლიენტის მომავალზე ისაუბრა “მან შემდეგი ნაბიჯი უნდა გადადგას. ბაიერნი, რეალი, ბარსა, სიტი ის გუნდები არიან, სადაც შეუძლია წავიდეს. ყველამ ვიცით, რომ ეს დრო მოვა, შესაძლოა ამ ზაფხულსაც. იმის ალბათობა დიდია, რომ ეს ამ ზაფხულსვე მოხდება,” – თქვა მინომ.
ზალცბურგის ბიჭი
გერმანელი ქარიმ ადეიემის მიმართ ინტერესს ესპანური ბარსელონა იჩენს, რომელიც მზადაა, უახლოეს დღეებში ზალცბურგს 40-მილიონიანი წინადადებით მიმართოს. ესპანელთა კონკურენტი კი დორტმუნდია. ეს კლუბი 35 მილიონ ევროს იხდის, თავად ფეხბურთელს კი 5-წლიან კონტრაქტს და წლიურად 5 მილიონ ევროს სთავაზობს. მართალია, ფინანსურად ბარსელონას შეთავაზება უფრო მსუყეა, მაგრამ ფავორიტად მაინც დორტმუნდი ითვლება. ამ კლუბმა უკვე წარმოაჩინა თავი, როგორც ახალგაზრდა… Continue reading ზალცბურგის ბიჭი