ესპანეთის სუპერ თასი “მადრიდის რეალმა” მოიგო

ესპანეთის სუპერ თასის ფინალურ შეხვედრაში მადრიდის რეალმა ოვერტაიმში 89:83 დაამარცხა ბარსელონა და 2022/23 წლების სეზონი ტიტულის მოგებით გახსნა. შეხვედრის სტარტი მადრიდულ გუნდს უკეთესი გამოუვიდა – ტავარესის და მუსას ზუსტი სროლების შედეგად ანგარიშში 13:8 დაწინაურდა. ბარსა დროულად გამოფხიზლდა – ლაპროვიტოლას იდეალური პასის შემდეგ შანლი 45 გრადუსიანი კუთხიდან სამიანი ჩააგდო და მეტოქესთან ჩამორჩენა შეამცირა 13:11. პირველი მეოთხედი… Continue reading ესპანეთის სუპერ თასი “მადრიდის რეალმა” მოიგო

სუპერთასის ფინალში “ელ კლასიკო” გველოდება

სევილიაში სტარტი აიღო ესპანეთის საკალათბურთო სუპერთასის გათამაშებამ. ტურნირში მონაწილეობას 4 გუნდი იღებს – მასპინძელი “ბეტისი”, ქვეყნის ჩემპიონი “რეალ მადრიდი”, თასის მფლობელი “ბარსელონა” და ACB ლიგის მესამე ადგილოსანი “ხოვენტუდი”. პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ორი რეალი დაუპირისპირდა – ბეტისი მადრისი წინააღმდეგ. სევილიური გუნდი დებიუტანტი გახლდათ ამ მინი ტურნირზე და ეს მატჩის მიმდინარეობასაც დაეტყო. მადრიდელებმა საკმაოდ იოლად – 100:69… Continue reading სუპერთასის ფინალში “ელ კლასიკო” გველოდება

ტომაშ სატორანსკი ევროპაში ბრუნდება

“ვაშინგტონ ვიზარდსის” გამათამაშებელი ტომაშ სატორანსკი (30 წლის, 201 სმ) NBA-ში გატარებული 6 სეზონის შემდეგ ევროპულ კალათბურთს უბრუნდება. ჩეხეთის ნაკრების უკანახაზელი 4 წლიან კონტრაქტს აფორმებს კატალუნიის “ბარსელონასთან”. ივნისის თვის ბოლოს ტომაში ოფიციალურად გახდება თავისუფალი აგენტი და ამის შემდეგ გაოფიციალურდება ტრანსფერი. შეგახსენებთ, რომ სატორანსკი “ვაშინგტონში” “სან ანტონიომ” გაცვალა მიმდინარე წლის 28 თებერვალს და ფაქტიურად წინასწარ იყო ცნობილი,… Continue reading ტომაშ სატორანსკი ევროპაში ბრუნდება

დიდი “წმენდა” ბარსელონაში

2021-22 წლების სეზონი მაინდამაინც წარმატებული ვერ გამოდგა “ბარსელონასთვის”. შარუნას იასიკევიჩუსის გაწვრთნილმა გუნდმა ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო, ევროლიგის ოთხთა ფინალში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში საჩემპიონო სერია 1:3 წააგო რეალთან. ასეთი შედეგების ფონზე მოსალოდნელი იყო, რომ გუნდი ბევრ მოთამაშეს შეელეოდა ზაფხულში და “წმენდაც” დაიწყო – როლანდას სმიტსი, ბრენდონ დევისი და ნაიჯელ ჰეიესი კლუბს დატოვებენ.… Continue reading დიდი “წმენდა” ბარსელონაში

რეალმა ესპანეთის ჩემპიონატი 36-ედ მოიგო

დასრულდა ესპანეთის ACB ლიგას 2021-22 წლების სეზონი. პლეიოფის ფინალურ სერიაში რეალმა 3:1 მოუგო სერია მოსისხლე მტერ ბარსელონას და 36-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მე-4 მატჩის სტარტი რეალის კალათბურთელებს იდეალური გამოუვიდათ – ფაბიან კოსიეს ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე მასპინძლები 7:0 დაწინაურდნენ. ბარსელონამ მოგვიანებით მოახერხა გამოფხიზლება და დაცვაზე ორიენტირებული მეოთხედი მხოლოდ 3 ქულით წააგო 10:13. ნიკოლა მიროტიჩის ზუსტი სროლების… Continue reading რეალმა ესპანეთის ჩემპიონატი 36-ედ მოიგო

ბარსელონა მიროტიჩმა გადაარჩინა

ესპანეთის ACB ლიგაში გრძელდება საჩემპიონო დაპირისპირება ბარსელონას და რეალს შორის. პლეიოფის ფინალური ეტაპის მეორე მატჩში ბარსამ საკუთრ მოედანზე უმასპინძლა რეალს, მეტოქე 71:69 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 1-1. მადრიდული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო ხუთეულში სუპერ-დაცვითი შემადგენლობა დააყენა: ჰანგა-კოსიე-დეკი-იაბუსელე-ტავარეში. სტუმრებმა “გაუვალი კედელი” აღმართეს საკუთარ ნახევარზე და მეტოქე ძალიან შეზღუდეს. საწყისი 5 წუთის შემდეგ ანგარიში 14:4 იყო… Continue reading ბარსელონა მიროტიჩმა გადაარჩინა

რეალმა ფინალი ბარსელონაში მოპოვებული გამარჯვებით გახსნა

ესპანეთის საკალათბურთო – ACB ლიგაში სტარტი აიღო პლეიოფის ფინალურმა სერიამ, რომელშიც ერთმანეთს ბარსელონა და რეალი უპირისპირდებიან. ესპანური ელ კლასიკო 3 მატჩის მოგებამდეა, მოედნის უპირატესობა კი კატალონიელები მხარესაა, რადგან რეგულარული სეზონი ბარსამ მოიგო. რეალი სერიის პირველ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა, რადგან გუნდის მთავარ მწვრთნელ პაბლო ლასოს რამდენიმე დღის წინ ინფარქტი მოუვიდა და ჯერჯერობით საავადმყოფოში იმყოფება (მდგომარეობა… Continue reading რეალმა ფინალი ბარსელონაში მოპოვებული გამარჯვებით გახსნა

ბარსელონა ფინალს მიუახლოვდა

ACB ლიგაში გრძელდება საპლეიოფო დაპირისპირებები. 1/2 ფინალურ სტადიაზე, საწყისი 2 მატჩის შემდეგ ბარსელონას და ხოვენტუდს შორის ანგარიში 1:1 იყო. ბადალონურმა კლუბმა სტუმრად შეძლო ერთი მატჩის მოგება და საკუთარი მოედნის უპირატესობაც მოიპოვა. დურანის გაწვრთნილ გუნდს სერიის მორიგი 2 მატჩის ჩატარება უკვე საკუთარ მოედანზე უწევდა და მშვენიერი შანსი ქონდა სენსაციურად გასულიყო ფინალში. მესამე მატჩი კატალონიური გუნდის უპირატესობით… Continue reading ბარსელონა ფინალს მიუახლოვდა

ბარსელონამ ხუვენტუდი მარტივად დაამარცხა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გრძელდება პლეიოფის სტადია. 1/2 ფინალური სერიის პირველ მატჩში ბარსელონამ ხუვენტუდს უმასპინძლა და მეტოქე 89:72 დაამარცხა. შეხვედრის სტარტი ბარსას უკეთესი გამოუვიდა – თურქი ცენტრის სერტაკ შანლის(16 ქულა+8 მოხსნა)) ზუსტი სროლების ფონზე 10:4 დაწინაურდა. სტუმრები დროულად გამოფხიზლდნენ – ბარსელონას ყოფილი კალათბურთელები ანტე ტომიჩი(10 ქულა+7 მოხსნა) და პაუ რიბასი(11) ცდილობდნენ, რომ შეხვედრას ინტრიგა არ დაკარგვოდა.… Continue reading ბარსელონამ ხუვენტუდი მარტივად დაამარცხა

“ელ კლასიკო” ოთხთა ფინალში

უაღრესად საინტერესოდ წარიმართა ევროლიგის საპლეიოფო სერია “ბარსელონას” და “ბაიერნს” შორის. კატალონიურმა გუნდმა მხოლოდ მეხუთე შეხვედრაში შეძლო მეტოქის წინააღმდეგობის გატეხვა და ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვა. სერიაში ანგარიში 2:2 გახლდათ და გადამწყვეტ, მეხუთე მატჩს “ბარსელონა” საკუთარ “პალაუ ბლაუგრანაზე” ატარებდა, შესაბამისად ფავორიტიც შარუნას იასიკევიჩუსის გაწვრთნილი გუნდი იყო. “ბაიერნმა” შეხვედრა საკმაოდ კარგად დაიწყო – ვლადიმირ ლუჩიჩის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე… Continue reading “ელ კლასიკო” ოთხთა ფინალში