ბარსელონამ ელ კლასიკოთი რეკორდი დაამყარა

ელ კლასიკოში, სადაც ბარსელონამ რეალს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, ბლაუგრანამ რეკორდი დაამყარა. საქმე იმაშია, რომ მატჩს 95 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო, ბილეთებით შესულმა შემოსავალმა კი 8.2 მილიონი ევრო შეადგინა. ბილეთების გაყიდვიდან ბლაუგრანას ასეთი მოგება აქამდე არ ჰქონია. ინფორმაცია RAC1-მა გაავრცელა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ანგარიში მე-9 წუთზე არაუხოს ავტოგოლით გაიხსნა, ტაიმის ბოლოს სერხი რობერტომ გაათანაბრა,… Continue reading ბარსელონამ ელ კლასიკოთი რეკორდი დაამყარა

დიდი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ – ბარსელონამ ელ კლასიკო მოიგო

BARCELONA, SPAIN - MARCH 19: Franck Kessie of FC Barcelona celebrates after scoring the team's second goal during the LaLiga Santander match between FC Barcelona and Real Madrid CF at Spotify Camp Nou on March 19, 2023 in Barcelona, Spain. (Photo by Alex Caparros/Getty Images)

ლა ლიგის 26-ე ტურში ელ კლასიკო გაიმართა, სადაც ბარსელონამ რეალი შინ 2:1 დაამარცხა. მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველი გოლი მე-9 წუთზე გავიდა, როცა ვინისიუსის აქტიურობის და ჩაწოდების შემდეგ, ბურთი არაუხოს მოხვდა და ტერ შტეგენის კარში აღმოჩნდა. ანგარიში ტაიმის ბოლო წუთზე სერხი რობერტომ მოხდენილი დარტყმით გაათანაბრა. ამ თამაშამდე გუნდებს შორის 9 ქულიანი სხვაობა იყო… Continue reading დიდი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ – ბარსელონამ ელ კლასიკო მოიგო

ლაპორტა მესის წასვლა გაიხსენა

ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ლიონელ მესის გუნდიდან წასვლის შესახებ ისაუბრა. ესპანურმა კლუბმა თავდამსხმელს კონტრაქტი 2021 წელს არ გაუხანგრძლივა. ის პსჟ-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. „ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. კლუბი ყველა მოთამაშეზე მნიშვნელოვანია. სევდიანი ვიყავი, მაგრამ არჩევანის გაკეთება მომიწია და კლუბი ავირჩიე. მერე პარიზში ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ“, – თქვა ლაპორტამ. ესპანური პრიმერას მიმდინარე სეზონში ბარსელონა სატურნირო… Continue reading ლაპორტა მესის წასვლა გაიხსენა

ჩავი: თუ ვინმეს ბარსელონას დნმ აქვს, ეს მე ვარ

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ, რომელიც წლების განმავლობაში ბლაუგრანაში თამაშობდა, განაცხადა, რომ გუნდი სათამაშო სტილს არ შეიცვლის. “თუ ვინმეს ბარსელონას დნმ აქვს, ეს პირველ რიგში მე ვარ. ცხადია მუდამ ბურთის კონტროლით თამაში მსურს, თუმცა ხანდახან სხვაგვარადაც ხდება. შემიძლია თუ არა იმ სტილის წინააღმდეგ წავიდე, რომელსაც წარმოვადგენ? არასდროს. ამ სტილს არასდროს ვუღალატებ. თუ სპორტში რამეს წარმოვადგენ, სწორედ… Continue reading ჩავი: თუ ვინმეს ბარსელონას დნმ აქვს, ეს მე ვარ

“ინიესტა რეალში?” – მამასთან ლაპარაკი არ კმარა…

რეალის ყოფილმა ვარსკვლავმა და შემდეგ სპორტულმა დირექტორმა პრედრაგ მიატოვიჩმა თქვა, რომ ანდრეს ინიესტას შეძენა სურდა. და არა მხოლოდ სურდა… საუბარია იმ პერიოდზე, როცა პეპ გვარდიოლას ბარსა ბრწყინავდა და შეუჩერებელი გუნდი იყო. „ჩვენ ახლოს ვიყავით… ოღონდ არ ვიცი, რამდენად ახლოს. რეალში რეალურად ვფიქრობდით ინიესტას შეძენაზე. გვინდოდა გვესარგებლა იმით, რომ ანდრესის ახალი კონტრატის გაფორმების პროცესი ბარსასთან ცოტა… Continue reading “ინიესტა რეალში?” – მამასთან ლაპარაკი არ კმარა…

“ნეიმარი ოქროს ბურთს მოიგებდა, რომ…”

ლუის სუარესმა ის ამბავი გაიხსენა, როცა ნეიმარი ბარსელონადან პსჟ-ში გადავიდა. ურუგვაელმა თქვა, რომ ნეის დარჩენა ურჩია და საერთოდ, მისი საფრანგეთში გადასვლა გაუკვირდა. „ამის გახსენება დიდად არ მომწონს, მაგრამ იყო მომენტი, როცა ნეიმარს მე და ლეო მესი ველაპარაკეთ. ვუთხარით, ყველა ტიტულის მოგება თუ სურდა, ბარსაში დარჩენილიყო. ნეიმ გვისმინა და გვითხრა, რომ დარჩებოდა, თუმცა გარემოცვას ყოველთვის ვერ… Continue reading “ნეიმარი ოქროს ბურთს მოიგებდა, რომ…”

ჩავი რეალის მცველს: მართლა სულელი ყოფილხარ… (+video)

სამეფო თასი, ნახევარფინალი, რეალი-ბარსელონა 0:1. ჩავიმ მეათედ მოიგო სანტიაგო ბერნაბეუზე, მადრიდის რეალთან. რვაჯერ როგორც ფეხბურთელმა, და ორჯერაც – როგორც მწვრთნელმა. ერთ მომენტში ჩავი და რეალის მარჯვენა მცველი დანი კარვახალი შელაპარაკდნენ. მანამდე კარვახალმა ხელი ჰკრა ბალდეს, ბარსას მწვრთნელიც იქ იდგა და მცველს მიმართა: „ეი, შენ მართლა სულელი ყოფილხარ…“ კარვახალმაც რაღაც უპასუხა და ჩავიმ ანიშნა, ენა გააჩუმეო.… Continue reading ჩავი რეალის მცველს: მართლა სულელი ყოფილხარ… (+video)

ბარსამ მადრიდში მოიგო [ვიდეო]

კოპა დელ რეის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში, მადრიდში, ბარსელონამ რეალი დაამარცხა (1:0). მასპინძლებს ბურთი ჰქონდათ, შეტევას გამუდმებით ცდილობდნენ, თუმცა თამაშის ბოლოს, კარში დარტყმის გრაფაში – 0 უწერიათ. ფეერული ფეხბურთი ვერც ბარსელონამ ითამაშა, თუმცა საქმე მოგებამდე მიიყვანა – გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ. იღბალი ბოლომდე მათ მხარეს რომ ყოფილიყო, კესის მეორეს გატანაც შეეძლო… განმეორებითი შეხვედრა, კამპ ნოუზე, 5… Continue reading ბარსამ მადრიდში მოიგო [ვიდეო]

კარლო ანჩელოტი: ასეთ დროს დაძაბულობა ყოველთვის მატულობს

ესპანეთის თასის 1/2 ფინალში ელ კლასიკო გაიმართება, სადაც რეალი ბარსელონას უმასპინძლებს. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით სამეფო გუნდის მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიუმ ისაუბრა. “თამაშისთვის თავდაჯერებულად ვემზადებით, რადგან მიშვნელოვანია მოედანზე გამბედაობა გვქონდეს. ფინალთან ახლოს ვართ და ყოველდღიურად ვცდილობთ ჩვენი თამაში გავაუმჯობესოთ.  ესპანეთის სუპერთასზე ჩვენი სტილი და ძალა დაგვაკლდა. ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით, რის გამოც დავისაჯეთ. არ მგონია ეს შეცდომები განმეორდეს.… Continue reading კარლო ანჩელოტი: ასეთ დროს დაძაბულობა ყოველთვის მატულობს

ჩავი: გაგიჟებული ვარ

ALMERIA, SPAIN - FEBRUARY 26: Xavi Hernandez, head coach of FC Barcelona looks on prior to the LaLiga Santander match between UD Almeria and FC Barcelona at Juegos Mediterraneos on February 26, 2023 in Almeria, Spain. (Photo by Aitor Alcalde Colomer/Getty Images)

ლა ლიგის 23-ე ტურში ბარსელონა ალმერიას ესტუმრა და სენსაციურად 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ აღნიშნულ შეხვედრაზე ბლაუგრანას მწვრთნელმა ჩავიმ ისაუბრა. “გაგიჟებული ვარ, სეზონის ყველაზე ცუდი თამაში ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მოძრაობა, რიტმი, ინტენსივობა… ეს ყველაფერი გვაკლდა. გამარჯვებისთვის საჭირო ვნება ვერ გამომავლინეთ. მეორე ტაიმი უკეთესი იყო, მაგრამ ეს მოსაგებად არ გვეყო.  რთული მატჩი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა,… Continue reading ჩავი: გაგიჟებული ვარ