ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე – ნელი დოროყაშვილი – ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა. ფოტო: რადიო თავისუფლება

რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა უიმბლდონზე?

ATP რეიტინგის 26-ე ნომერმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მეორე რაუნდში, 82-ე ნომერი, ფრანგი კვენტინ ჰალისი დაამარცხა – 3:1 (7:6; 0:6; 7:5; 7:6) და მესამე რაუნდში გავიდა. ამ გამარჯვებით, ნიკამ 120 000 გირვანქა (147 000 დოლარი) მიიღო. ქართველის შემდეგი მეტოქე რაიტოვენსა და ოპელკას შორის გამარჯვებული იქნება.

რამდენი გამოიმუშავა უიმბლდონზე ბასილაშვილმა?

უიმბლდონის პირველ რაუნდში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლუკას როსოლი 5 სეტში (6:7; 7:6; 3:6; 6:3; 6:3) დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველი ჩოგბურთელის შემდეგი მეტოქე კვენტინ ჰალისი იქნება, რომელიც რეიტინგის 82-ე ნომერია. მეორე რაუნდში გასვლით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 78,000 გირვანქა გამოიმუშავა, რაც დაახლოებით 96 ათასი დოლარია… 26-ე ნომერი ქართველი ფრანგს 29 ივნისს შეხვდება.  

“წელიწად-ნახევარია შვილთან ურთიერთობა არ მაქვს,” – ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას ინდიან-უელსის მასტერსზე. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/4 ფინალურ ეტაპზე 6:4 2:6 6:4 სძლია მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგან სტეფანოს ციციპასს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ეს გამარჯვება შვილს – ლუკას – მიუძღვნა, რაზეც Setanta Sports Georgia-თან მატჩის შემდეგ ისაუბრა… https://video.ambebi.ge/files-6/2021/10-16//basilashvili-336009.mp4

ბასილაშვილი ზვერევთან დამარცხდა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე,  ნიკოლოზ ბასილაშვილი ალექსანდრ ზვერევთან დამარცხდა. მართალია, გერმანელემა გამარჯვება ორ სეტში მოახერხა, თუმცა თამაში ბევრად რთული გამოვიდა, ვიდრე ანგარიში გვაჩვენებს. განსაკუთრებით დაძაბული მეორე სეტი გამოდგა. 5:3-ზე, ზვერევს, მის ჩაწოდებაზე, ორმაგი მატჩ პოინტი ჰქონდა, თუმცა ქართველმა ბრეიკის შესრულება მოახერხა და შეხვედრა ტაი ბრეიკამდე მიიყვანა. საბოლოოდ – 0:2 – 4:6; 6:7.