ხვიჩა კვარაცხელიას სასუოლოსთან გატანილი გოლი ზე-კლასის იყო. ისე ჩაისეირნა, თითქოს ეზოში ბავშვებს ეთამაშებაო. „აბა, ბურთს ვინ წაართმევს“ – თანხლებით. იტალიურ პრესაში დაწერეს, რომ ყველაზე მეტად რობერტო ბაჯოს გოლებს ჰგავდა. ბაჯომ იცოდა ასეთი მოძრაობები, დარტყმა და გოლი. ეგაა, ნაპოლიში არასოდეს უთამაშია. ისე, დღეს რობერტო იუბილარია – 56 წლის გახდა. Alla Baggio – სათაურიც ეს აქვს.… Continue reading როგორც ბაჯო!..
Tag: ბაჯო
განსაკუთრებული სტუმარი: ბაჯო და ფეხბურთი!
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ბევრი ვარსკვლავი ესწრება, თუმცა რობერტო ბაჯოს ყატარში ჩასვლა განსაკუთრებული მოვლენაა. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რატომ? იტალიელი ცხენისკუდა კარგა ხანია, საფეხბურთო წრეში არ ჩნდება, მოვლენებს არ ესწრება და ინტერვიუებიც არ უყვარს. პაოლო როსის დაკრძალვაზე იყო, სადაც იტირა და ასეთი მოკლე კომენტარი გააკეთა: “პაოლო, ორივემ ვიჩენცაში დავიწყეთ, ორივემ ვითამაშეთ იუვენტუსში, იტალიის ნაკრებში. შენ გააკეთე ის, რაც… Continue reading განსაკუთრებული სტუმარი: ბაჯო და ფეხბურთი!
ბუფონი… შესაძლოა 55 წლამდეც!
44 წლის ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს. პარმაშია – კლუბში, სადაც დაიწყო პროფესიული კარიერა 28 წლის წინ! ჯიჯიმ, არსად არ მეჩქარებაო. „ბოლო ათი წლის განმავლობაში ვფიქრობ, თუ როდის გავჩერდები, მაგრამ იწყება ახალი სეზონი და ვიწყებ მეც. ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა 55 წლამდე ვითამაშო. გამოცდილება მკარნახობს, რომ შესაძლოა კარიერის დამთავრების მერე ფეხბურთში… Continue reading ბუფონი… შესაძლოა 55 წლამდეც!
ისტორია პირლოზე… “ბურთით მაოცებ. როგორი ხარ უბურთოდ?”
მოსიარულე ტვინი 43 წლის გახდა. მისი თამაშის ყურება სიამოვნება იყო და მთელ მოედანზე ახდენდა გავლენას. თითქოს იფიქრებდი, ბევრს არ დარბის და დიდ დიაპაზონზე არ მუშაობსო, მაგრამ ეს ნიღაბი იყო – ანდრეა პირლო თამაშს აკონტროლებდა ერთი თვალის გავლებით, ერთი პასით. პირლოს დაბადების დღეა და ერთ მომენტს ამოვჭრით მისი კარიერიდან. უფრო სწორად, რას ჰყვება პირლოზე კარლო მაცონე…… Continue reading ისტორია პირლოზე… “ბურთით მაოცებ. როგორი ხარ უბურთოდ?”
იდეალი… ერიქსენის ბავშვობაზე და მომავალზეც
კრისტიან ერიქსენი – გუშინ მთელი საფეხბურთო სამყარო ერთი საათით გაჩერდა და ლოცულობდა. 29 წლის დანიელი ვარსკვლავი სიკვდილს ებრძოდა და დაამარცხა. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე, კონკრეტულად თამაშისას მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა. წარმოიდგინეთ, ამხელა ფორუმი, პირველი ტური და დანიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი… აღარ გვსურს გახსენება, თუმცა ბოლოში მაინც მოგვიწევს. უბრალოდ, ერიქსენი უფრო ახლოს გავიცნოთ. ბავშვობა ერიქსენი 1992… Continue reading იდეალი… ერიქსენის ბავშვობაზე და მომავალზეც