ბეილი ქვედა ლიგაში?..

  გარეთ ბეილის ოცნება ახდა: უელსი მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. ბეილმა განაცხადა, რომ მუნდიალის დაწყებამდე მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და მზადაა, დიდ ხელფასზე უარი განაცხადოს. და აი, სუპერგარემარბს მშობლიური ქალაქის კლუბი იწვევს – კარდიფ სიტი. ბეილი კარდიფში დაიბადა, თუმცა ამ გუნდში არ უთამაშია, კარიერა საუთჰემპტონში დაიწყო. კარდიფელები ინგლისის რანგით მეორე ლიგაში, ჩემპიონშიფში გამოდიან. ბეილი კი კლუბის… Continue reading ბეილი ქვედა ლიგაში?..

რეალი – პარიზში მეფეებივით

მადრიდის რეალმა პარიზში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო დაიქირავა, სადაც ღამე 2 500 გირვანქა ღირს. სასტუმრო კომპლექსი 7 800 ჰექტარზეა განლაგებული. საუნების და  აუზების გარდა, იქ 18 ორმოიანი გოლფის მოედანიცაა, რომელიც საგანგებოდ გარეთ ბეილისთვისაა გამოყოფილი. მოგეხსენებათ, უელსელი ვარსკვლავი გოლფის დიდი მოყვარულია. რეალის ხელმძღვანელობამ იზრუნა იმაზე, რომ გუნდის ფეხბურთელები რამდენიმე დღე გაერთონ და მოდუნდნენ დამღლელი სეზონის კვალად. 28 მაისს… Continue reading რეალი – პარიზში მეფეებივით

რატომ არ იზეიმა ბეილმა რეალთან ერთად?

გარეთ ბეილი მადრიდის რეალის საჩემპიონო მატჩს არ დაესწრო. ესპანიოლთან შეხვედრის მერე რეალმა ისტორიაში 35-ედ იზეიმა ესპანეთის ჩემპიონობა… როგორც წერდნენ, კარლო ანჩელოტი გარეთ ბეილის მინდორზე გამოყვანასაც აპირებდა, მაგრამ მატჩის წინა დღეს უელსელს წელი ასტკივდა. ეს რეალში გაუკვირდათ და ესპანურმა პრესამ ეჭვი გამოთქვა, რომ გაბრაზებულმა ბეილმა ტრავმა მოიგონა. ესპანიოლთან ძირითადის ბევრმა ფეხბურთელმა დაისვენა მჭიდრო გრაფიკის გამო, ბევრმა… Continue reading რატომ არ იზეიმა ბეილმა რეალთან ერთად?

ანჩელოტი: ბარსას მერე თავი ხელში ავიყვანეთ

  რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ბარსელონასთან მარცხის შემდეგ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, 9 პარილს გამართულ შეხვედრაში, ბლანკოსმა ხეტაფე (2:0) დაამარცხა და მეორეზე მოფ სევილიას 12 ქულით გაუსწრო. ხეტაფესთან თამაშზე „ძალიან კარგი სტარტი გვქონდა. ბარსელონასთან ცივი შხაპის შემდეგ, თავი ხელში ავიყვანეთ და სიტუაცია გავაკონტროლეთ. ყველაფერმა დიდებულად ჩაიარა“ ბეილს უსტვინეს „ბეილი კარგადაა. მას თამაში და გუნდის… Continue reading ანჩელოტი: ბარსას მერე თავი ხელში ავიყვანეთ

რა დიდია ბეილი!.. (ნაკრები რეალზე წინ)

ნოემბრის თოვლივით იშვიათად ჩნდება რეალში, ხან გოლფით ერთობა, ხან სათადარიგოთა სკამზეა და მეტწილად ტრავმას იშუშებს ექიმებთან… მაგრამ რა დიდია გარეთ ბეილი! 12 თებერვლის მერე არ ჰქონდა ნათამაშევი, გამოვიდა და მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში ავსტრიას ლამის მარტომ მოუგო – 2:1. ბეილმა ორი გოლი გაიტანა, ორივეში ჩააქსოვა კლასი, განსაკუთრებით კი საჯარიმო რომ შეასრულა იუველირულად. გახსოვთ, რა დაიწერა ბეილზე… Continue reading რა დიდია ბეილი!.. (ნაკრები რეალზე წინ)

გუტი: კლასიკოში პირველი ცვლილება მარიანო რომ იქნება…

  რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა, გუტიმ მადრიდში გამართულ ელ კლასიკოზე ისაუბრა, რომელშიც ბარსელონამ დიდი გამარჯვება იზეიმა – 4:0 „რეალი 12-13 ფეხბურთელით ვერ ითამაშებს. დიდი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში, ლა ლიგასა და კოპა დელ რეიზე ასპარეზობს, 14 ფეხბურთელი არ ეყოფა. რა ხდება? თუ ვინმეს რეალში თამაში არ უნდა, კლუბში არც უნდა დარჩეს. აქ ყველაფერი მარტივია. ამაზე ილაპარაკონ. გუნდმა… Continue reading გუტი: კლასიკოში პირველი ცვლილება მარიანო რომ იქნება…

ბეილი – წინასწარი კონტრაქტი ინგლისის კლუბთან

გარეთ ბეილი წარსულში ბრუნდება? El Nacional-ი წერს, რომ უელსელმა წინასწარი კონტრაქტი გააფორმა ტოტენჰემთან და ზაფხულში შეუერთდება გუნდს. ბეილი ახლა რეალშია, კონტრაქტი 30 ივნისამდე აკავშირებს. თამაში? ამ მხრივ ცუდადაა საქმე, ხან ტრავმა აწუხებს, ხან კი კარლო ანჩელოტი ვერ ენდობა. ბეილმა ტოტენჰემში მშვენიერი სეზონები გაატარა. ერთი თვის წინ ისიც დაიწერა, უელსის ნაკრები მარტში მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელ ფლეი-ოფში… Continue reading ბეილი – წინასწარი კონტრაქტი ინგლისის კლუბთან

რა აცინებდა ბეილს წაგებული მატჩისას?

  კოპა დელ რეის 1/4-ში, მადრიდის რეალი ატლეტიკთან დამარცხდა (0:1) და ტურნირს გამოეთიშა. გარეთ ბეილმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, თუმცა უხასიათოდ ნამდვილად არ იყო. კარლო ანჩელოტიმ ედენ აზარი გასახურებლად გაუშვა, ბელგიელმაც ყველაფერი შეასრულა, თუმცა მწვრთნელმა მისი შეყვანა გადაიფიქრა და ისევ სკამისკენ მიუთითა. სათადარიგოებთან დაბრუნებული აზარი ყველას მიესალმა, რაზეც უელსელმა სიცილი ვერ შეიკავა…  

ანჩელოტი: შეიძლება, ბეილს დიაგნოზი ზუსტად ვერ დაუსვეს

  მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, მე-14 ტურის წინ, სადაც სამეფო გუნდი გრანადას ეთამაშება, ჟურნალისტების წინაშე წარსდგა “წინ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი გველის. გუნდი კარგად გამოიყურება, მზად ვართ და იმედიც გვაქვს, რომ წარმატებულ სვლას გავაგრძელებთ, რომელიც სანაკრებო შესვენებამდე გვქონდა. ბეილის მდგომარეობა საკმაოდ გამჭირვალეა. მას ნაკრებში წასვლის უფლება მისცეს, სადაც მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა,… Continue reading ანჩელოტი: შეიძლება, ბეილს დიაგნოზი ზუსტად ვერ დაუსვეს

მინუს 6… ანჩელოტის შავი სია

ესპანური AS-ის ცნობით, რეალი 6 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს. ესენი არიან ედენ აზარი, გარეთ ბეილი, მარსელო, ისკო, ხესუს ვალეხო და ლუკა იოვიჩი. კარლო ანჩელოტი მათ გუნდში ვერ მოიაზრებს. თანაც, ამ ფეხბურთელების გუნდში ყოფნა ეკონომიკური თვალსაზრისითაც არაა გამართლებულიო… აზარზე უკვე დავწერეთ, რომ ლივერპულს სურს და იჯარით შეიძლება წაიყვანოს. მარსელოს საკითხი აქამდეც გადაწყვეტილი იყო. სავარაუდოდ, რეალი კიდევ უფრო… Continue reading მინუს 6… ანჩელოტის შავი სია