„რეალმა რომ 2016 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო და შემდეგ კიდევ ორჯერ ზედიზედ ასწია თსი, ჩემი დამსახურებაცაა“ – თქვა ესპანელმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა. ლიგა სამივეჯერ ზინედინ ზიდანის მწვრთნელობისას მოიგეს, მანამდე კი მართლაც რაფა იყო გუნდში და მოხსნეს. „დღესაც ვთვლი, რომ მაშინდელ სამწვრთნელო შტაბს არასწორად მოგვექცნენ. არ გვაცადეს. ლა ლიგაში ორი ქულით ჩამოვრჩებოდით ბარსელონას და… Continue reading “რეალმა ჩემპიონთა ლიგა ჩემი შექმნილი გუნდით მოიგო…”
Tag: ბენიტესი
ბენიტესი: კვარაცხელია იტალიაში, ალბათ, საუკეთესოა
La Gazzetta dello Sport-თან ინტევიუში, ესპანელმა სპეციალისტმა, რაფაელ ბენიტესმა კვარაცხელიას იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა „ბევრი ჯერ კიდევ არ იცნობს, თუმცა, ალბათ, დღეს, კვარაცხელია იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ლივერპულისთვის ის ნომერ პირველი საფრთხეა. ის მარცხენა ვინგერად თამაშობს, თუმცა ორივე ფეხს იყენებს, იცის მომენტი როგორ შექმნას და როგორ დააგვირგვინოს. მას საკუთარი ტემპი აქვს და თავის გამოჩენა ყველა შეხვედრაში… Continue reading ბენიტესი: კვარაცხელია იტალიაში, ალბათ, საუკეთესოა
მესიზე დაბალი შეფასება მხოლოდ ორმა მიიღო
ნიცა – პსჟ-ის მატჩის შემდეგ, L’Equipe-მა ფეხბურთელები შეაფასა. მესის პარიზულ კარიერას კრიტიკა ისედაც არ აკლია, ახლა კი მას კიდევ ერთი უსახური მატჩი შემატა – 10 ბალიანი სისტემიდან მხოლოდ 4 დაუწერეს, ისევე, როგორც ნეიმარს. ორი ფეხბურთელი, რომელსაც უფრო დაბალი შეფასება აქვთ, ესენი დი მარია და ვეინალდუმი არიან (3). ყველაზე მაღალი შეფასება პსჟ-ის მცველმა – დიალომ… Continue reading მესიზე დაბალი შეფასება მხოლოდ ორმა მიიღო
ბენიტესი: 11 ფეხბურთელი მოგროვდება?..
26 დეკემბერს ევერტონი ბარნლის ეთამაშება… მაგრამ როგორ ეთამაშება? ევერტონის ესპანელმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა დაიჩივლა, მეკარეებს თუ არ ჩავთვლით, მხოლოდ 9 ჯანმრთელი ფეხბურთელი მყავსო. „დღეისთვის 9 კაცია 3 მეკარის გარდა. ჯერ უნდა გავიგო, მეყოლება თუ არა 11 ფეხბურთელი მატჩისთვის. გაკვირვებული ვარ, რომ თამაში არ გადაგვიდეს. …სავარაუდოდ, ახალგაზრდების დაწინაურება მოგვიწევს, რომლებსაც პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება არ აქვთ. და… Continue reading ბენიტესი: 11 ფეხბურთელი მოგროვდება?..
მუქარა… “ვიცით, სადაც ცხოვრობ” (+ფოტო)
რაფა ბენიტესი ევერტონის მწვრთნელობის N 1 კანდიდატია. ესპანელი სპეციალისტი, როგორც იცით, დიდხანს მუშაობდა ლივერპულში და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. რა თქმა უნდა, ევერტონის ფანებს რაფა არ უყვართ და აი, გააფრთხილეს კიდეც… ლივერპულში, ბენიტესის სახლის წინ, ფანებმა ბანერი გაჭიმეს წარწერით: „ვიცით, სადაც ცხოვრობ. არ მოაწერო“. შეგახსენებთ, ევერტონს ბოლოს კარლო ანჩელოტი წვრთნიდა, რომელიც მადრიდის რეალში დაინიშნა.