ბენფიკას ნახევარმცველმა, ჟოაუ მარიუმ, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა. ამჯერად ბრიუგესთან (5:1). ბენფიკას ბოლო მოთამაშე, ვინც ასეთი შედეგი აჩვენა, ლეგენდარული ეუსებიო გახლდათ. 1963-1964 წლების სეზონში მან ჩემპიონთა თასის ზედიზედ ხუთ მატჩში გაიტანა გოლი. მარიუმ პსჟ-ის, იუვენტუსის, მაკაბისა და ბრიუგეს წინააღმდეგ ორივე მატჩებში გამოიჩინა თავი. მარიუ სპორტინგის აღზრდილია, რომლის რიგებშიც მისი დებიუტი 2011 წელს შედგა.… Continue reading გაუტოლდა
Tag: ბენფიკა
ჩელსი 1/4 ფინალშია… – ბენფიკა ვიცოდით, რომ იყო…
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა – ჩელსიმ დორტმუნდი მიიღო, ხოლო ბენფიკამ – ბრიუგე. პირველი მატჩებიდან გამომდინარე, ლისაბონელები რომ შემდეგ ეტაპზე იყვნენ, ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა – გასვლაზე მოგებულ 2:0-ს, სახლში 5:1 დაამატეს და 1/4-ში გადაინაცვლეს. რაც შეეხება ლონდონურ მატჩს, იქ ყველაფერი სხვაგვარად იყო. ჩელსის პირველი თამაში დორტმუნდთან წაგებული (0:1) ჰქონდა, თან ყვითლები ისეთ… Continue reading ჩელსი 1/4 ფინალშია… – ბენფიკა ვიცოდით, რომ იყო…
დორტმუნდმა ჩელსი დაამარცხა – დიდი ინტრიგა სტემფორდ ბრიჯზე…
სიგნალ იდუნა პარკზე, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა – დორტმუნდმა ჩელსი მიიღო. გერმანიაში, ამ სტადიონზე, შავ-ყვითლებს ნებისმიერის დამარცხება შეუძლიათ და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. მთავარი შემოქმედები? – ემრე ჩანი, კობელი, ადეიემი და “ყვითელი კედელი”. პირველმა ორმა მეტოქეს გოლი არ გაატანინა, ადეიემმა გოლი მოიგონა – ჯერ რა მიღება, შემდეგ ენცო ფერნანდესი გააქრო, ბოლოს არისაბალაგაც მოატყუა… Continue reading დორტმუნდმა ჩელსი დაამარცხა – დიდი ინტრიგა სტემფორდ ბრიჯზე…
ჩელსიმ მსოფლიო ჩემპიონი დაიმატა
ენცო ფერნანდესი კარიერას ლონდონის ჩელსიში გააგრძელებს. არისტოკრატებმა არგენტინელი ბენფიკადან 106 მილიონ ფუნტად დაიმატეს. ფერნანდესმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა. ფერნანდესი ბენფიკაში შარშან ზაფხულში რივერ პლეიტიდან გადავიდა. 21 წლის ნახევარმცველმა პორტუგალიელთა მაისურით 28 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ფერნანდესი არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სამხრეთ ამერიკელმა მუნდიალზე 7… Continue reading ჩელსიმ მსოფლიო ჩემპიონი დაიმატა
ჩელსიმ მსოფლიო ჩემპიონისთვის 100 მილიონი გაამზადა
ლოდნონის ჩელსი ზაფხულში ბენფიკადან ენცო ფერნანდესის შეძენას შეეცდება. ინფორმაცია Calciomercato-მ გაავრცელა. ლონდონური გუნდი მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 100 მილიონი ევრო გადაიხადოს და ლისაბონელებს ჰაკიმ ზიეჩი დაუთმოს. ფერნანდესის თაობაზე საუბარი რამდენიმე კვირის წინაც იყო და ბენფიკამ ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონი მოითხოვა. საინტერესოა, დათანხმდება თუ არა პორტუგალიური კლუბი ახალ წინადადებას. ფერნანდესი ბენფიკაში შარშან ზაფხულში რივერ პლეიტიდან გადავიდა.… Continue reading ჩელსიმ მსოფლიო ჩემპიონისთვის 100 მილიონი გაამზადა
დახატეს! – პორტუგალია 1/4 ფინალშია!
შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ, პორტუგალიამ მთავარი ფავორიტების სიაში ადგილი გაიმყარა. ჩემპიონატის დაწყების წინ, Goal.com-მა ის ფავორიტთა ათეულში არ შეიყვანა. ფერნანდუ სანტუშის გუნდმა კრიტიკოსებს პასუხი გასცა. დავიწყოთ შემადგენლობებით: სანტუშმა, კრიშტიანუ რონალდუ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და მას გონსალუ რამოსი არჩია – რამაც აბსოლუტურად გაამართლა. მატჩი პორტუგალიელთა სასარგებლოდ რომ არ წარმართულიყო, ამას ბევრი კრიტიკა მოჰყვებოდა, თუმცა პრობლემა კი… Continue reading დახატეს! – პორტუგალია 1/4 ფინალშია!
ფერნანდესი ბილინგემის ალტერნატივა?
მადრიდის რეალმა, შესაძლოა, ბენფიკასა და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი, ენცო ფერნანდესი შეიძინოს. არგენტინელი მეორე ახალგაზრდა შუახაზელის, ჯუდ ბელინგემის ალტერნატივად მოიაზრება, რომელიც სამეფო კლუბის მთავარი სატრანსფერო მიზანია. მადრიდელები ყველა ღონეს ხმარობენ ჭაბუკი ინგლისელის ხელში ჩასაგდებად, თუმცა ლივერულისგან სერიოზულ კონკურენციას წააწყდებიან. მერსისაიდულმა კლუბმა გასულ ზაფხულს ორელენ ტჩუამენი ვერ გაიფორმა, მან რეალში გადასვლა არჩია. ამიტომ ახლა ლივერპული გაორმაგებული სურვილით… Continue reading ფერნანდესი ბილინგემის ალტერნატივა?
ეს რა სიგიჟეა? რა გოლი გაიტანა მეკარემ… (+video)
პორტუგალიაში მეკარემ სასწაული სიზუსტით გაიტანა… 70 მეტრიდან დარტყმით. ეს რანგით მეორე ლიგაში: ბენფიკას დუბლები აგებდნენ ტროფენსესთან, მეორე ტაიმში ლისაბონელთა მეკარე სამუ სოარეშმა მოულოდნელად დაარტყა კარში. ეს არ იყო ჩვეულებრივი თავზე გადაგდება… სოარეშმა ძალაზე გათვლითაც დაარტყა და მეკარეც სულ ოდნავ იყო კარიდან გამოსული. ტროფენსეს გოლკიპერი გადახტა, ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, შემდეგ მეკარეს და ისე შევარდა კარში.… Continue reading ეს რა სიგიჟეა? რა გოლი გაიტანა მეკარემ… (+video)
ჩემპიონთა ლიგა – 9 წლის შემდეგ, მილანი Play Off-შია…
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და გავარკვიეთ ის გუნდები, რომლებიც ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგასა თუ ევროპის ლიგაზე გააგრძელებენ. მილანმა ზალცბურგი 4:0 დაამარცხა და, 9 წლის შემდეგ, ლიგის პლეი ოფ-ში გავიდა. ლაიფციგს შახტართან ხელს ფრეც აძლევდა, თუმცა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 4:0. ბენფიკამ გასვლაზე მაკაბი 6:1 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. თავის მხრივ, პსჟ-მ იუვეს 2:1… Continue reading ჩემპიონთა ლიგა – 9 წლის შემდეგ, მილანი Play Off-შია…
იუვე ჯგუფში ჩარჩა – კოპენჰაგენი ევროპა ლიგაზე ვერ ითამაშებს…
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურმა ბევრ კითხვას პასუხი გასცა: მაგალითად, იუვე ჯგუფში ჩარჩა. ტურინელებმა, და ლუჟზე, ბენფიკასთან წააგეს – 4:3. ანგარიში საბრძოლო ჩანს, თუმცა ლისაბონელები 4:1-ს იგებდნენ და მიღებული 3 გოლის მიუხედავად, თამაშს აკონტროლებდნენ. ერთ დროს, რეალს გერმანიაში თამაში ძალიან უჭირდა, თუმცა, ბოლოს სტატისტიკა გამოასწორა. ახლა წარსულისკენ გავიხედეთ – ლაიფციგმა სამეფო კლუბს 3:2 მოუგო და… Continue reading იუვე ჯგუფში ჩარჩა – კოპენჰაგენი ევროპა ლიგაზე ვერ ითამაშებს…