ბარსელონას სიტის ფეხბურთელი უნდა – გუნდებმა მოლაპარაკებები დაიწყეს

ბარსელონა მორიგ ტრანსფერზე მუშაობს. Diario Sport-ის ინფორმაციით, ბლაუგრანას მანჩესტერ სიტიდან ბერნარდო სილვას გადაბირება სურს. აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე გუნდებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. სათქმელია ისიც, რომ ქალაქელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვენ. ბოლო ცნობებით, ესპანეთში დარწმუნებულები არიან, რომ პორტუგალიელის ტრანსფერი წარმატებით გამოვა. საგულისხმოა, რომ ბლაუგრანაში გადასვლით თავად ფეხბურთელიც არის დაინტერესებული. ყველაფერი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში… Continue reading ბარსელონას სიტის ფეხბურთელი უნდა – გუნდებმა მოლაპარაკებები დაიწყეს

ჩავის სურვილი – ბარსელონამ და სიტიმ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ბარსელონამ და მანჩესტერ სიტიმ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. ESPN-ის ინფორმაციით, ბლაუგრანას ბერნარდო სილვას დამატება სურს და მზად არის მის ნაცვლად ფრენკ დე იონგი დათმოს. ცნობილია, რომ ჩავის წინა ხაზში კონკურენციის გაზრდა სურს და ამიტომაც უნდა სილვას დამატება. რაც შეეხება სიტის, გადაწყვეტილია, რომ ფერნანდინიო სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. სწორედ ამიტომ ქალაქელები შუახაზელის ძიებაში არიან და დე იონგის… Continue reading ჩავის სურვილი – ბარსელონამ და სიტიმ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

რატომ სიტი?

ექსპრესი! პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი შეუჩერებელია ინგლისის პრემიერლიგაში. როგორც ტრადიციად იქცა, Boxing Day-ს დროს სხვა გუნდებს რომ დაღლა ეტყობათ, სიტის ახალი სუნთქვა ეხსნება და სწორედ ამ პერიოდში იწყებს ლიდერობის გამყარებას. არც მანამდე აკლებდა, მაგრამ დეკემბერი სიტისია… ბრენტფორდი – მანჩესტერ სიტი 0:1. ეს წლეულს პეპის გუნდის მე-19 გასვლითი გამარჯვება იყო. უკვე 8-ქულიანი სხვაობა ჩელსისთან. სულ კი… Continue reading რატომ სიტი?

დღეს ფეხბურთმა გული დაკარგა

პორტუგალიურ ბელენენსეშს კორონავირუსი დაერია. ბენფიკასთან გუნდი მოედანზე სათამაშოდ 9 ფეხბურთელით გავიდა. კლუბის დანარჩენი 17 მოთამაშე დაავადებას ებრძვის. პირველი ტაიმის შემდეგ სიმწრით ტაბლოს, სადაც „ბენფიკას“ სასარგებლოდ 7:0 ეწერა. მატჩისას ბელენენსეშის ერთი ფეხბურთელი დაშავდა, შესაცვლის საშუალება კი არ იყო… ამიტომაც, მსაჯმა მატჩი შეწყვიტა.   ბენფიკას აკადემიის აღზრდილი, მან. სიტის პორტუგალიელი ვარსკვლავი ბერნარდო სილვა ამ ამბავს ტვიტერში გამოეხმაურა:… Continue reading დღეს ფეხბურთმა გული დაკარგა

ბერნარდოს სიგიჟე! Inews-მა ამ მომენტზე ქინქლაძე გაიხსენა (Video)

ბერნარდო სილვა ბრწყინავდა ლივერპულთან. მანჩესტერ სიტის პორტუგალიელმა ისეთი ამბები ჩაატარა, დღევანდელ ფეხბურთში ცოტა იშვიათობა რომ გახდა: ისე იოლად ატყუებდა მეტოქეებს, გეგონება წინ სკოლის ბიჭები უდგანანო. ერთ-ერთი მომენტი კი ცალკე აღნიშვნის ღირსია. ნახევარი ლივერპული მოატყუა და მაგარი პასი გაუკეთა ფილ ფოდენს, რომელმაც ვერ გაიტანა… ბრიტანულმა Inews–მა კი დაწერა: „ბერნარდო სილვამ გიოქრგი ქინქლაძის სტილში ლამაზი სლალომი შემოგვთავაზა“… Continue reading ბერნარდოს სიგიჟე! Inews-მა ამ მომენტზე ქინქლაძე გაიხსენა (Video)