დღეს, ბელგრადში მიმდინარე U23 მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა, ლერი აბულაძემ (63 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა! ქართველი ფალავანი ფინალში თურქ აჰმეთ იარს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხა. ლერი აბულაძე, ასევე, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის (დიდებში) ვიცეჩემპიონია.
Tag: ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ქაჯაიას ვერცხლი… წაგება ლეგენდასთან
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ფინალი წააგო… მეტოქე ცოცხალი ლეგენდა, კუბელი მუაინ ლოპეს ნუნიესი გახლდათ. წარმოიდგინეთ, კუბელმა მე-4 ოლიმპიური ოქრო მოიგო! ამით რუსი კარელინის რეკორდი მოხსნა (3 ოქრო). ქაჯაიასთვის ვერცხლი მშვენიერი შედეგია და ვულოცავთ! ვაღიაროთ, რომ ლოპეს ნუნიესთან ვერაფერი გაახერხა, დიდი შანსი არც ჰქონია. საქართველოსთვის ეს მეექვსე მედალია: 1 ოქრო, 4 ვერცხლი და… Continue reading ქაჯაიას ვერცხლი… წაგება ლეგენდასთან
მეექვსე მედალი! ქაჯაია ფინალშია…
კიდევ ერთი მედალი საქართველოს!.. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ნახევარფინალში ჩილელი აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ფინალშია! დრამატული ბრძოლა კი იყო… წყალტუბოელი ქაჯაია ორშაბათს, 2 აგვისტოს ფინალს იჭიდავებს. მეტოქე იქნება კუბელი ლოპეს ნუნიესი, რომელმაც ნახევარფინალში თურქ რიზა ქაიალპს მოუგო. იმედია, ოქრო ქართველისა იქნება…