სამი წამი ფეხის მოტეხამდე

ჩავიმ ბარსელონაში დანი ალვეში დააბრუნა, რომელმაც ახალგაზრდებთან უნდა იმუშაოს. დრო გამოაჩენს ჩავის არჩევანის მართებულობას, თუმცა ბევრი თვლის, რომ დანი ალვეში შენელებული მოქმედების ნაღმია და ვერ იტყვი, როდის აფეთქდება. ქვემოთ ერთ პატარა ისტორიას მოგითხრობთ, რომლის მთავარი გმირიც სწორედ ის იყო: „ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გასახდელში ვისხედით. ვიცოდით, რომ ახლა დანი შემოვა და „დიჯეის“ რეჟიმს ჩართავს. ამას… Continue reading სამი წამი ფეხის მოტეხამდე

ბონუჩი რონალდუზე: “ვფიქრობდით, თამაშებს მხოლოდ ის მოიგებდა”

იუვენტუსის ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ კრიშტიანო რონალდუსა და მის გავლენაზე ისაუბრა. მისი თქმით, იუვეს ფეხბურთელები ქვეცნობიერად ფიქრობდნენ, რომ გამარჯვებისთვის პორტუგალიელი საკმარისი იყო “ვფიქრობდით, რომ ფეხბურთელი, თუნდაც მსოფლიოში საუკეთესო, იუვეს გამარჯვებების გარანტია შეიძლებოდა ყოფილიყო. კრიშტიანუმ ჩვენზე უდიდესი გავლენა მოახდინა. მასთან ერთად ვარჯიშიც კი რაღაც არაჩვეულებრივი იყო. ფეხბურთელებმა ქვეცნობიერად ფიქრი დაიწყეს, რომ გამარჯვებების მოპოვება პორტუგალიელს მარტოსაც შეეძლო, მთავარია პასი… Continue reading ბონუჩი რონალდუზე: “ვფიქრობდით, თამაშებს მხოლოდ ის მოიგებდა”

გამიხარდებოდა და გამიხარდებოდა

დამთავრდა ძალიან მაგარი და ძალიან უცნაური ჩემპიონატი. მარტო ის რად ღირს, რომ 2020 წლისა იყო და 21-ში ჩატარდა, მაგრამ ამას შევეშვათ. ეს ბევრჯერ ითქვა. დამთავრდა ჩემპიონატი, რომელშიც გაიმარჯვა უძლიერესმა გუნდმა. ამ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი… მარცხენა მცველი იყო და იმასაც ორ მთავარ შეხვედრაში (ნახევარფინალში და ფინალში) არ უთამაშია. ამას ირონიით არ ვამბობ, მართლა ასე იყო.  არადა,… Continue reading გამიხარდებოდა და გამიხარდებოდა