ATP აგრძელებს 2022 წლის საჩოგბურთო სეზონის შეჯამებას. როგორც მოსალოდნელი იყო, წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული კარლოს ალკარასის დამრიგებელ – ხუან კარლოს ფერეროს ერგო. ფერეროს გაწვრთნილმა 19 წლის ალკარასმა US OPEN-ის და 2 მასტერსის მოგება შეძლო. ესპანელმა თინეიჯერმა სეზონი მსოფლიო რეიტინგის სათავეში დაასრულა. “წლის დაბრუნა” – ამ ნომინაციაში გამარჯვებული ბორნა ჩორიჩი გახდა. ხორვატმა ჩოგბურთელმა სეზონის დასაწყისში მხარზე… Continue reading წლის საუკეთესო მწვრთნელი – ფერერო გახდა
Tag: ბორნა ჩორიჩი
ბორნამ ციციპასი მესამედ დაამარცხა
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გრძელდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. 1/8 ფინალურ სტადიაზე ბორნა ჩორიჩმა ურთულეს ბრძოლაში 4:6 6:4 7:6 სძლია სტეფანოს ციციპასს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტზე ბერძენ ჩოგბურთელს ორი ბრეიკპოინტი გააჩნდა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შეძლო. მომდევნო 8 გეიმის განმავლობაში მეტოქეები იოლად იგებდნენ საკუთარ ჩაწოდებას, თუმცა მეათე გეიმში ბორნას ჩავარდნა დაეწყო – დათმო საკუთრი… Continue reading ბორნამ ციციპასი მესამედ დაამარცხა
ბერეტინიმ იტალიას გამარჯვება მოუტანა
საჩოგბურთო სამყაროში სტარტი აიღო დევისის თასის ჯგუფურმა ეტაპმა. პირველი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება იტალიასა და ხორვატიას შორის შედგა. პირველ შეხვედრაში ლორენცო მუზეტიმ ყველანაირი პრობლემების გარეშე 6:4 6:2 სძლია ბორნა გოიოს და იტალიელებს პირველი ქულა მოუტანა 1:0. მეორე მატჩი ბევრად დაძაბული და საინტერესო გამოდგა – აფიშაც დამაინტრიგებელი იყო: ცინცინატის მასტერსის ტრიუმფატორი ბორნა ჩორიჩი მსოფლიო რეიტინგის მე-15… Continue reading ბერეტინიმ იტალიას გამარჯვება მოუტანა
ბორნა ჩორიჩის სენსაციური გამარჯვება ცინცინატის მასტერსზე
ამერიკის ქალაქ ცინცინატიში დასრულდა ATP-ის მორიგი მასტერსი. ფინალურ შეხვედრაში ბორნა ჩორიჩმა 7:6 6:2 სძლია სტეფანოს ციციპასს და კარიერაში პირველად მოიგო 1000-იანთა კატეგორიის ტურნირი. შეხვედრის სტარტი ბერძენს უკეთესი გამოუვიდა – სტეფანოსმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და მალევე 2 გეიმიანი უპირატესობით დაწინაურდა. ბორნამ დიდი წვალების შედეგად შეძლო უკუბრეიკის შესრულება და სეტი ტაიბრეიკამდე მიიყვანა. “საჩოგბურთო ლატარეაში” ხორვატი იდეალურად გამოიყურებოდა… Continue reading ბორნა ჩორიჩის სენსაციური გამარჯვება ცინცინატის მასტერსზე
ნადალის წარუმატებელი დაბრუნება
უიმბლდონის 1/4 ფინალში მიღებული ტრავმის შემდეგ რაფაელ ნადალმა იძულებითი პაუზა აიღო… ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი დღესღა დაბრუნდა კორტზე, თუმცა პირველივე მატჩი წააგო. ცინცინატის მასტერსის მეორე რაუნდში რაფა 6:7 6:4 3:6 დამარცხდა ბორნა ჩორიჩთან. პირველმა სეტმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. 12 გეიმის განმავლობაში ერთადერთი ბრეიკპოინტი დაფიქსირდა, რომლის რეალიზება ბორნამ ვერ შეძლო.… Continue reading ნადალის წარუმატებელი დაბრუნება
მოქმედი ჩემპიონი მეორე წრეში დამარცხდა
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გრძელდება ATP-ს 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. მეორე წრის მატჩში, Hamburg European Open-ის მოქმედმა გამარჯვებულმა პაბლო კარენო-ბუსტამ მოულოდნელად 3:6 6:1 6:7 წააგო ალექს მოლჩანთან და ასპარეზობას გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი სლოვაკს უკეთესი გამოუვიდა – ალექსმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. პაბლო ნელ-ნელა გამოფხიზლდა და სრული სიმძლავრით ათამაშდა, თუმცა 6 ბრეიკპოინტიდან ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო… Continue reading მოქმედი ჩემპიონი მეორე წრეში დამარცხდა