სასწაული: კრიშტიანუ სკამზე

მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩს, 7 აგვისტოს ბრაიტონის წინააღმდეგ, სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს. მრავლისმნახველი პორტუგალიელისთვის ეს ალბათ ერთ-ერთი სამარცხვინო ეპიზოდი იქნება კარიერაში. თუმცა მანჩესტერულ კლუბში მისი დარჩენის საკითხი ჯერაც გაურკვეველია. მან ოჯახური პრობლემების მიზეზით ბანგკოკისა და ავსტარლიის წინასასეზონო ტურები გააცდინა და ფორმაში არ არის. მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ახალ შემტევ სამეულს… Continue reading სასწაული: კრიშტიანუ სკამზე

ევერტონის უკრაინული დესანტი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მთელმა ცივილურმა სამყარომ მხარი უკრაინას დაუჭირა. პრემიერლიგაში გამართული შეხვედრა, სადაც ევერტონმა სიტი მიიღო, ერთერთი ყველაზე ემოციური გამოდგა – ორი უკრაინელი, მიკოლენკო და ზინჩენკო ერთმანეთს გადაეხვივნენ.   როგორც ინგლისური პრესა წერს, სიტიმ ზინჩენკოს გაშვება გადაწყვიტა და ის სწორედ “ტკბილეულებს” შესთავაზა. მოგეხსენებათ, ორივე მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა ზინჩენკოს ნახევარდაცვაში თამაშიც შეუძლია.  … Continue reading ევერტონის უკრაინული დესანტი

კეინი კონტეზე: “ვერც კი აღვწერ, როგორი კარგია”

  ტოტენჰემის ფორვარდმა, ჰარი კეინმა ანტონიო კონტეს მუშაობა შეაფასა. ფეხბურთელმა იტალიელის შესახებ ბრაიტონთან გამარჯვების (3:1) შემდეგ ისაუბრა: “კონტე დიდებულია, ვერც კი აღვწერ, როგორი კარგია. მან გუნდის ფსიქოლოგია შეცვალა. მოედანზე თუ მის მიღმა, ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ,” – თქვა კეინმა  

“ასეთი ფეხბურთი არ მომწონს,” – 30 წლის ასაკში, წავიდა…

  ნიდერლანდელი ნახევარმცველი, დეივი პროპერი გახსოვთ? ნაკრებშიც ითამაშა, პსვ, ბრაიტონი, ბოლოს ისევ პსვ. სექტემბერში 30 წლის გახდა, ახალი წლების შემდეგ კი თქვა, რომ ფეხბურთიდან მიდის “საზღვარგარეთ თამაშის დროს, გავაცნობიერე, რომ ფეხბურთისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებ. გადატვირთულ კალენდარში, მუდამ ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა ჩემთვის აუტანელია” ბრაიტონში, დეივი მოედნის მიღმაც იტანჯებოდა. პანდემიის დაწყების შემდეგ, მან ოჯახში სახლში დატოვა, თავად… Continue reading “ასეთი ფეხბურთი არ მომწონს,” – 30 წლის ასაკში, წავიდა…

ბრაიტონის ფეხბურთელი – პოლიცია, სკანდალი…

პოლიციამ ბრაიტონის ნახევარმცველი ივ ბისუმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავა და ერთ დღე-ღამეში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. (The Sun) ბისუმა ერთ-ერთ ღამის კლუბში დააკავეს. ბრალად ედება ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურება… ფეხბურთელთან ერთად მისი მეგობარიც დაიჭირეს და ისიც გირაოთი გაათავისუფლეს 3 ნოემბრამდე. ბისუმა მალელია, 2018 წელს ლილიდან გადავიდა ბრაიტონში.