კარგი თამაში, მსაჯის ფაქტორი და ბოლო წუთების სენი… დინამო ბათუმი სლოვანთან დამარცხდა

დინამო ბათუმმა ბრატისლავას სლოვანთან ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განმეორებითი მატჩი გამართა. მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და მაქსიმუმზე მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა 1:2 დამარცხდნენ და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლეს. სლოვანის რიგებში ტრადიციულად ძირითადში იყვნენ ჯაბა კანკავა და გურამ კაშია, ასევე ძირითადში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გუნდს 10 დღის წინ შეუერთდა. სანამ უშუალოდ მატჩზე გადავიდოდეთ, უნდა ითქვას, სტადიონი სავსე… Continue reading კარგი თამაში, მსაჯის ფაქტორი და ბოლო წუთების სენი… დინამო ბათუმი სლოვანთან დამარცხდა

სანდრო ალთუნაშვილი: სწორი მიდგომით და გულშემატკივრების მხარდაჭერით, სლოვანის გავლა შეგვიძლია

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგაც გაირკვა, რომ დინამო ბათუმის მეტოქე ბრატისლავას სლოვანი იქნება, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვლადიმირ ვაისია და რომელშიც ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ. წილისყრის შედეგზე კომენტარი ბათუმელთა ერთერთ ლიდერს სანდრო ალთუნაშვილს ვთხოვეთ. “წილისყრამ მეტოქედ კარგი გუნდი გვარგუნა. სლოვანში ჩვენთვის ნაცნობი მწვრთნელი და ფეხბურთელები არიან. საინტერესო თამაშები გველოდება. სწორი მიდგომით… Continue reading სანდრო ალთუნაშვილი: სწორი მიდგომით და გულშემატკივრების მხარდაჭერით, სლოვანის გავლა შეგვიძლია

კანკავა და კაშია სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ

ჯაბა კანკავა და გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ. ბრატისლავას სლოვანი, რომლის ღირსებასაც ქართველი ფეხბურთელები იცავენ და რომლის მწვრთნელიც ვლადიმირ ვაისია, მეორე ადგილოსან რუზემბორკს შეხვდა და 0:0 ითამაშა. ამ მატჩის შემდეგ 4 ტურით ადრე გუნდებს შორის ქულათა სხვაობა 14 ქულაა და ქართველების გუნდი ოფიციალურად გახდა ჩემპიონი. აღნიშნული მატჩი ჩვენებურებმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს. ბრატისლავას სლოვანი სლოვაკეთის ჩემპიონი… Continue reading კანკავა და კაშია სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ

კანკავამ სლოვაკეთში გაისროლა და გაიტანა (ვიდეო)

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, ბრატისლავას სლოვანმა, რომლის ღირსებასაც ჯაბა კანკავა და გურამ კაშია იცავენ, სენიკას უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა. სასიხარულოა, რომ ერთი გოლი კანკავას ანგარიშზეა. გამოცდილმა ფეხბურთელმა სლოვანის რიგებში 29-ე მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა. კანკავაც და კაშიაც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და თავიდან ბოლომდე ითამაშეს. გეცოდინებათ, რომ სლოვანის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია. სლოვანი სლოვაკეთის… Continue reading კანკავამ სლოვაკეთში გაისროლა და გაიტანა (ვიდეო)