ჩელსი 1/4 ფინალშია… – ბენფიკა ვიცოდით, რომ იყო…

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა – ჩელსიმ დორტმუნდი მიიღო, ხოლო ბენფიკამ – ბრიუგე. პირველი მატჩებიდან გამომდინარე, ლისაბონელები რომ შემდეგ ეტაპზე იყვნენ, ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა – გასვლაზე მოგებულ 2:0-ს, სახლში 5:1 დაამატეს და 1/4-ში გადაინაცვლეს. რაც შეეხება ლონდონურ მატჩს, იქ ყველაფერი სხვაგვარად იყო. ჩელსის პირველი თამაში დორტმუნდთან წაგებული (0:1) ჰქონდა, თან ყვითლები ისეთ… Continue reading ჩელსი 1/4 ფინალშია… – ბენფიკა ვიცოდით, რომ იყო…

დორტმუნდმა ჩელსი დაამარცხა – დიდი ინტრიგა სტემფორდ ბრიჯზე…

სიგნალ იდუნა პარკზე, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა – დორტმუნდმა ჩელსი მიიღო. გერმანიაში, ამ სტადიონზე, შავ-ყვითლებს ნებისმიერის დამარცხება შეუძლიათ და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. მთავარი შემოქმედები? – ემრე ჩანი, კობელი, ადეიემი და “ყვითელი კედელი”. პირველმა ორმა მეტოქეს გოლი არ გაატანინა, ადეიემმა გოლი მოიგონა – ჯერ რა მიღება, შემდეგ ენცო ფერნანდესი გააქრო, ბოლოს არისაბალაგაც მოატყუა… Continue reading დორტმუნდმა ჩელსი დაამარცხა – დიდი ინტრიგა სტემფორდ ბრიჯზე…

ზღაპრის ავტორი… (და რა შუაშია ზესტაფონი?)

ბრიუგეზე და მის მწვრთნელზე დავწერთ. ვრცლად, ამ საოცარ ამბებზე, რასაც ბელგიის ჩემპიონი ატრიალებს ჩემპიონთა ლიგაში. 4 მატჩი, 3 მოგება, 1 ფრე, ბურთები 7:0. მერვედფინალში უკვე გავიდნენ, არადა ჯგუფში ჰყავთ ატლეტიკო, პორტუ და ლევერკუზენი. ატლეტიკოსთან გუშინ 0:0 ითამაშეს. მეკარე მინიოლემ სახით მოიგერია ბურთი, კიდევ რამდენჯერმე გადარჩნენ, თუმცა თავადაც ქმნიდნენ მომენტებს. საოცარი გუნდია ბრიუგე, ჯერ პორტუში 4:0… Continue reading ზღაპრის ავტორი… (და რა შუაშია ზესტაფონი?)

დიეგო სიმეონე: სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში მადრიდის ატლეტიკო ბრიუგესთან 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე როხიბლანკოს მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ სიტუაციის გამოსწორება კვლავ შეუძლიათ. “კარგი თამაში იყო, პირველ ტაიმში სიტუაციას ვაკონტროლებდით და რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. სამაგიეროდ მეტოქემ მომენტები გოლად აქცია. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, წინ კიდევ 3 მატჩია და სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია.… Continue reading დიეგო სიმეონე: სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია

ფიქრები ჯიგარზე

მართლაცდა რა არის ჯიგარი? ღვიძლი რომ არის გასაგებია, მაგრამ მაშინ რას შეიძლება ნიშნავდეს მოწოდება „ჯიგრით ითამაშეთ“ — ღვიძლით ითამაშეთ? როგორც ჩანს, საქმე გვაქვს გამოთქმასთან, რომელსაც დაზუსტება სჭირდება. ხუმრობა გვერდით იყოს და ცხადია, ფეხბურთელს ჯიგრით თამაშისკენ რომ მოუწოდებ, ესე იგი მონდომებას სთხოვ, მაგრამ სწორედ აქ იწყება გაურკვევლობა. შენ გგონია ფეხბურთელებს თვითონ არ უნდათ მოგება? — გეკითხება… Continue reading ფიქრები ჯიგარზე

“მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ანდერლეხტის ებრაელი ვიყო”

  მაისში, ბრიუგეს თავდამსხმელის, ნოა ლანგის სიტყვებმა: “მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ვიყო ანდერლეხტის ებრაელი” მსოფლიო მოიარა. ეს მან, ემოციურ ფონზე, ანდერლეხტთან გამარჯვების შემდეგ თქვა. საქმე ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა. მას, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციას ედავებოდნენ. აქ გადამწყვეტი იყო, თავად ლანგს ანტისემიტური პოზიცია ჰქონდა თუ არა. მოგეხსენებათ, ანდერლეხტის გულშემატკივრებს “ებრაელებს” ეძახიან. როგორც გაირკვა, თავად ნოა… Continue reading “მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ანდერლეხტის ებრაელი ვიყო”