საინტერესო მატჩი გაიმართა მილუოკიში, სადაც ადგილობრივი “ბაქსი” “ბრუკლინს” დაუპირისპირდა. უხვქულიანი შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა 118:113. მიუხედავად წაგებული მატჩისა, “ნეთსის” სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა კალათბურთელებმა გასაოცრად ითამაშეს – “ბრუკლინის” მეორე ხუთეულმა ჯამში 98 ქულა ჩაუგდო მეტოქეს და ამით NBA-ს რეკორდი დაამყარა. ლიგაში, 1970-71 წლების სეზონიდან დაიწყეს დეტალური სტატისტიკის წარმოება და მას შემდეგ პირველად დაფიქსირდა, რომ მეორე ხუთეულის… Continue reading “ბრუკლინის” მეორე ხუთეულმა 98 ქულა დააგროვა
Tag: ბრუკლინ ნეთსი
კაირი ირვინგი “დალას მავერიქსში” გადავიდა
“ბრუკლინ ნეთსის” ვარსკვლავური გამთამაშებელი – კაირი ირვინგი “დალას მავერიქსში” ითამაშებს – ინფორმაციას ავრცელებს The Athletic-ის ინსაიდერი შემს ჩარანია. ნიუ-იორკული კლუბი კაირი ირვინგის სანაცვლოდ მიიღებს სპენსერ დინვიდის (29 წლის, 196 სმ), დორიან ფინი-სმიტს (29 წლის, 201 სმ), 2029 წლის პირველი რაუნდის დაუცველ პიკს და დრაფტის მეორე რაუნდის 2 არჩევანს (2027 და 2029 წლები). “ნეთსმა” კაირის “ხურდაში”… Continue reading კაირი ირვინგი “დალას მავერიქსში” გადავიდა
ბრუკლინმა ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო
ჟაკ ვონის გაწვრთნილი “ბრუკლინი” შესანიშნავ ფორმაშია. “ნეთსმა” ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში უკვე მესამე ადგილს იკავებს ბალანსით 22/10. დღეს, გამთენიისას “ბრუკლინი” კლივლენდს ესტუმრა და ადგილობრივ “კავალიერზს” ეთამაშა. შეხვედრის მთავარი ინტრიგა კაირი ირვინგის ყოფილ გუნდთან დაპირისპირება გახლდათ. “ნეთსის” გამთამაშებელმა შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ნასროლი 11 სამქულიანიდან 7 ჩააგდო და მატჩი 32 ქულით დახურა. ირვინგს… Continue reading ბრუკლინმა ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო
91 ქულა პირველ ტაიმში
“გოლდენ სტეიტის” კრიზისი გრძელდება. NBA-ს მოქმედ ჩემპიონებს სერიოზული პრობლემები გააჩნიათ: სტეფ კარის და კლეი ტომფსონის არყოფნაში გუნდი თამაშს თამაშზე აგებს და სატურნირო ცხრილის ფსკერზე დიდი სისწრაფით იძირება. 2 დღის წინ”ვორიორზი” სტუმრად განადგურდა “ნიუ იორკთან” 94:132, დღეს გამთენიისას კი უკვე “ბრუკლინთან” შერცხვა – 113:143. სტივ კერის გაწვრთნილ გუნდს “ნეთსთან” მატჩში პირველი მეოთხედი კატასტროფული გამოუვიდა – 46… Continue reading 91 ქულა პირველ ტაიმში
გამარჯვება მეორე შემადგენლობით
გუშინ “ბრუკლინმა” მძიმე ბრძოლაში “ატლანტა” 120-116 დაამარცხა, დღეს გამთენიისას კი ჟაკ ვონის შეგირდებს მორიგი მატჩის ჩატარება უწევდათ – ამჯერად “ინდიანას” წინააღმდეგ. “ნეთსის” სამწვრთნელო შტაბი იძულებული გახდა 9 წამყვანი კალათბურთელის გარეშე გამოსულიყო სათამაშოდ: 1. კევინ დურანტს მუხლის არეში მცირე ტკივილი ქონდა და დაასვენეს. 2. კაირი ირვინგს კუნთი აქვს დაჭიმული 3. ბენ სიმონსს საზარდულის მცირე ტრავმა აქვს.… Continue reading გამარჯვება მეორე შემადგენლობით
კაირი ირვინგმა ისევ “აურია”
კაირი ირვინგმა ისევ “აურია”.”ბრუკლინ ნეთსის” გამთამაშებელმა რამდენიმე დღის წინ ტვიტერზე გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმის ვიდეო -“ებრაელებიდან ზანგებამდე – გააღვიძეთ შავი ამერიკა”, რამაც ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია როგორც გულშემატკივრებში, ასევე კლუბის ხელმძღვანელების მხრიდან. “ნეთსის” სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით კაირი ირვინგი მინიმუმ 5 მატჩიანი დისკვალიფიკაციით არის დასჯილი, პლიუს მოუწევს სოლიდური ფულადი ჯარიმის გადახდაც… “უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩენ ვცდილობდით დავკავშირებოდდით კაირის… Continue reading კაირი ირვინგმა ისევ “აურია”
დონჩიჩის 41 ქულა , სამმაგი დუბლი და გამარჯვება ბრუკლინთან
NBA-ს რეგულარული სეზონის, მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება BARCLAYS CENTER-ში შედგა, სადაც “ბრუკლინმა” “დალასს” უმასპინძლა. შეხვედრის სტარტი “ნეთსს” უკეთესი გამოუვიდა – პირველივე შეტევაში ბენ სიმონსმა ჩააგდო ახლო დისტანციიდან, რასაც მასპინძლეთა გაქცევა მოყვა 9:2. “მავერიქსი” დროულად გამოფხიზლდა – სტუმარი გუნდის კალათბურთელებმა დროულად გაისწორეს მიზანი და პერიმეტრიდან დაბომბეს მეტოქე . ‘დალასმა” ჯერ ანგარიში გაათანაბრა ბალოკის და დინვიდის… Continue reading დონჩიჩის 41 ქულა , სამმაგი დუბლი და გამარჯვება ბრუკლინთან
“ბრუკლინის” კატასტროფული სტარტი
NBA-ს 2022/23 წლების სეზონში სადებიუტო მატჩი ჩაატარა “ბრუკლინ ნეთსმა”. სტივ ნეშის გაწვრთნილი გუნდი საკუთარ Barclays Center-ში დაუპირისპირდა “ნიუ ორლეან პელიკანსს” და 108:130 განადგურდა. სტუმრები შეხვედრის სტარტზევე დაწინაურდნენ ანგარიშში – ჯერ იონას ვალანჩუნასმა აიღო 4 ქულა, რასაც ჰერბერტ ჯონსის ზუსტი სამქულიანი მოყვა, მოგვიანებით კი უკვე ზაიონმაც “გამოანათა” და 9:2. “ნეთსის” კალათბურთელები საკმაოდ მძიმედ გამოიყურებოდნენ – აშკარად… Continue reading “ბრუკლინის” კატასტროფული სტარტი
ეგოისტი კევინ დურანტი
“ბრუკლინ ნეთსის” მთავარი ვარსკვლავი – კევინ დურანტი შეხვდა კლუბის მფლობელ ჯოზეფ ცოის, რათა გაერკვიათ მომავლის გეგმები. The aThletic-ის ინფორმაციით, დურანტმა “ნეთსის” მეპატრონეს განუცხადა, რომ ისევ სურს კლუბის დატოვება და სხვა გუნდში გადასვლა. კალათბურთელმა ცოის ასეთი კატეგორიული ულტიმატუმი წაუყენა – ან გუნდიდან გაუშვით მთავარი მწვრთნელი (სტივ ნეში) და გენერალური მენეჯერი (შონ მარქსი), ანდაც მეც გამიშვით სხვაგან… Continue reading ეგოისტი კევინ დურანტი
კევინ დურანტის სატრანსფერო საგა გრძელდება
4 კვირის წინ კევინ დურანტმა “ბრუკლინს” შეატყობინა, რომ აღარ სურს კლუბში დარჩენა და ტრეიდი მოითხოვა. სატრანსფერო საგაც მყისიერად დაიწყო. ყოველდღიურად ვრცელდება ახალი ვარიანტები, თუ სად შეიძლება გადავიდეს K.D. “ნეთსი” ჯერჯერობით უარობს, რადგან მისთვის კომფორტულ წინადადებას ელოდება, ისეთს რომელიც NBA-ს ისტორიაში ჯერ არ გაკეთებულა. “ბრუკლინისთვის” რათქმაუნდა იდეალური ვარიანტი იქნებოდა 2022/23 წლების სეზონისთვის საკუთარ შემადგენლობაში დაეტოვებინა კევინ… Continue reading კევინ დურანტის სატრანსფერო საგა გრძელდება