ქვილითაიას დუბლი, საგოლე გადაცემა და აპოელის გამარჯვება კვიპროსზე (ვიდეო)

კვიპროსის თასზე აპოელმა, რომლის რიგებშიც 3 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, არის ლიმასოლი 4:2 დაამარცხა. ამ მატჩში უდავოდ საუკეთესო იყო გიორგი ქვილითაია, რომელმაც 2 გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. 29 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში 16 მატჩი და 4 გოლია. ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს, ბუბა დაუშვილმა მოედანზე 87 წუთი დაყო, ლაშა დვალმა… Continue reading ქვილითაიას დუბლი, საგოლე გადაცემა და აპოელის გამარჯვება კვიპროსზე (ვიდეო)

ლორიამ კვიპროსზე პენალტი მოიგერია (ვიდეო)

BASEL, SWITZERLAND - SEPTEMBER 24: (BILD ZEITUNG OUT) goalkeeper Giorgi Loria of Anorthosis Famagusta FC looks on during the UEFA Europa League third qualifying round match between FC Basel and Anorthosis Famagusta at St. Jakob-Park on September 24, 2020 in Basel, Switzerland. (Photo by Daniela Porcelli/DeFodi Images via Getty Images)

კვიპროსის ჩემპიონატში ანორთოსისმა აპოელს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ფამაგუსტელთა მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც პენალტი და არაერთი რთული ბურთი მოიგერია. აპოელის რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და მატჩის ბოლომდე გაისარჯნენ გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი. ბუბა დაუშვილი სათადარიგოზე გახლდათ.

ქეცბაიას ანორთოსისმა აპოელს დიდი ანგარიშით მოუგო – ქართველების ამბები (ვიდეო)

თემურ ქეცბაიას დამოძღვრილმა ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატში აპოელს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, აპოელიდან გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო მე-19 წუთზე შეცვალეს, თორნიკე ოქრიაშვილი პირველი ტაიმის მერე გამოცვალეს, ბუბა დაუშვილს კი ტრავმის გამო არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ ანორთოსისის ლიდერმა ვარდამ გოლი გიორგი ქვილითაიას სტილში აღნიშნა. ეს ის ვარდაა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ… Continue reading ქეცბაიას ანორთოსისმა აპოელს დიდი ანგარიშით მოუგო – ქართველების ამბები (ვიდეო)

ქვილითაიამ აპოელს ანორთოსისთან მოაგებინა (ვიდეო)

კვიპროსის თასზე ერთგვარი ქართული დერბი გაიმართა. აპოელი ანორთოსისს შეხვდა და 2:1 დაამარცხა. 52-ე წუთზე როცა ანგარიში 1:1 იყო, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. არახალია, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 21 მატჩი და 13 გოლია. ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, ასევე ძირითადში იყო თორნიკე ოქრიაშვილი,… Continue reading ქვილითაიამ აპოელს ანორთოსისთან მოაგებინა (ვიდეო)

ქვილითაიას ვერ აჩერებენ – ჩვენებურის დუბლი, ზღვა ემოცია და აპოელის მოგება (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში აპოელი აელ-ს შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ამ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც დუბლი შეასრულა. გიორგის პირველი გოლით ანგარიში გათანაბრდა, მეორე შედეგიანი დარტყმა კი 3 ქულის მომტანი გამოდგა. თვალშისაცემია, რომ ქვილითაია შესანიშნავ ფორმაშია. ბოლო 9 თამაშში მის ანგარიშზე 8 გოლია, სულ კი ამ სეზონში 16 მატჩი და 9… Continue reading ქვილითაიას ვერ აჩერებენ – ჩვენებურის დუბლი, ზღვა ემოცია და აპოელის მოგება (ვიდეო)

ქვილითაიას გოლი და საგოლე გადაცემა – გიორგიმ აპოელს ულიდერა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში აპოელი ეთნიკოსს ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. ამ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ქრთველი ფორვარდი მშვენიერ ფორმაშია, ქვილითაიამ ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა, სულ კი ამ სეზონში 12 შეხვედრაში 5 ბურთი აქვს შეგდებული. ქვილითაიამ აღნიშნულ მატჩში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათითაც დაგვამახსოვრა… Continue reading ქვილითაიას გოლი და საგოლე გადაცემა – გიორგიმ აპოელს ულიდერა (ვიდეო)

ქვილითაიას გოლი, საგოლე გადაცემა და ქართველების გამარჯვება კვიპროსზე (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ქართველების აპოელმა ომონიას შინ 4:2 მოუგო. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი გიორგი ქვილითაიამ შეიტანა, რომელმაც თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 28 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონში მეოთხეჯერ შეაგდო. ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე გაისარჯა, ასევე ძირითადში იყო თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც მე-19 წუთზე შეცვალეს, სწორედ მე-19 წუთზე ჩაერთო თამაშში ბუბა… Continue reading ქვილითაიას გოლი, საგოლე გადაცემა და ქართველების გამარჯვება კვიპროსზე (ვიდეო)

ბუბა დაუშვილი: გაუფრთხილდით იმიჯს, ფეხბურთელს და კლუბს

ბოლო დღეებში ქართულ პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ დინამო თბილისი ბუბა დაუშვილით არის დაინტერესებული. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა. “მოგესალმებით, მინდა განცხადება გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე დინამო თბილისი არის ჩემით დაინტერესებული. ეს ცრუ ინფორმაციაა, მე აპოელის ფეხბურთელი ვარ და ბოლომდე ამ გუნდზე… Continue reading ბუბა დაუშვილი: გაუფრთხილდით იმიჯს, ფეხბურთელს და კლუბს