ზივზივაძე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

ბუდუ ზივზივაძე კარიერას გერმანულ კარლსრუეში გააგრძელებს. ინფორმაცია BNN.de-მ გაავრცელა. წყაროს ინფორმაციით, ზივზივაზე გერმანულ გუნდთან კონტრაქტს 2025 წლის ივნისამდე გააფორმებს. ზივზივაძეს ბოლო პერიოდში ფეჰერვარში პრობლემები ჰქონდა, რასაც შემდეგ ტრავმა დაემატა. ერთ-ერთ მატჩში ფეჰერვარი ბუდუს ყოფილ გუნდ უიპეშტთან დამარცხდა, ქართველმა თავდამსხმელმა თანაგუნდელს მაისურა გაუცვალა და იქვე ჩაიცვა, რის შემდეგაც მას კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება ჰქონდა და მეორე გუნდში… Continue reading ზივზივაძე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

ზივზივაძის ბოდიში და განმარტება: ეს ჩემი მხრიდან შეგნებული პროვოკაცია არ ყოფილა

უნგრეთის ჩემპიონატში ფეჰერვარი, რომლის ღირსებასაც ბუდუ ზივზივაძე იცავს, უიპეშტს შეხვდა, სადაც ქართველი ფორვარდი იჯარით თამაშობდა და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ბუდუმ ყოფილ თანაგუნდელს მაისურა გაუცვალა, რამაც მისი მოქმედი გუნდის ხელმძღვანელობის და გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ზივზივაძე მეორე გუნდში გადაიყვანეს. ფეჰერვარი – უიპეშტის მატჩის შემდეგ მომხდარ ფაქტს ზივზივაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “ფეჰერვარის გულშემატკივრებს… Continue reading ზივზივაძის ბოდიში და განმარტება: ეს ჩემი მხრიდან შეგნებული პროვოკაცია არ ყოფილა

ზედიზედ მეორედ – ზივზივაძემ გაბალას გაუტანა (ვიდეო)

კონფერნეს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფეჰერვარი განმეორებით მატჩში გაბალას ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. სტუმართა მხრიდან ეს ერთი გოლი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა აზერბაიჯანელებს ზედიზედ მეორედ შეუგდო. გამომდინარე იქიდან, რომ წინა მატჩი უნგრელთა სასარგებლოდ 4:1 დასრულდა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ ზივზივაძის გუნდი იასპარეზებს.

ზივზივაძემ გაბალას გაუტანა (ვიდეო)

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფეჰერვარმა, რომლის ღირსებასაც ბუდუ ზივზივაძე იცავს, გაბალას უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ბოლო გოლი სწორედ ჩვენებურმა გაიტანა. ბუდუ სათადარიგოზე გახლდათ, თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო და 90-ზე შეაგდო. ფეჰერვარმა გაბალა 4:1 დაამარცხა და შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 28 ივლისს გაიმართება.  

უიპეშტმა ბერიძის და ზივზივაძის გოლებით მოიგო (ვიდეო)

უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში უიპეშტი, რომლის ღირსებასაც გიორგი ბერიძე და ბუდუ ზივზივაძე იცავენ, მეზოკოვეშდის ესტუმრა და 3:2 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ ორივე ქართველმა გაიტანა. 1:1 იყო როცა 66-ე წუთზე ბერიძემ შეაგდო, 5 წუთში კი თავი ბუდუმაც გამოიჩინა. უნგრეთის ჩემპიონატის 2021-22 წლების სეზონის პირველი ნახევარი ზივზივაძემ ფეჰერვარში გაატარა, სადაც 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა, მეორე წრეში კი… Continue reading უიპეშტმა ბერიძის და ზივზივაძის გოლებით მოიგო (ვიდეო)

ზივზივაძემ ფერენცვაროშს გაუტანა (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძე ფაქტობრივად მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს. მან ამჯერად უიპეშტის რიგებში ფერენცვაროშს გაუტანა, მატჩი კი ფერენცვაროშის სასარგებლოდ 2:1 დასრულდა. ბუდუმ მე-6 წუთზე პენალტი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 11 მეტრიანი გიორგი ბერიძემ მოიპოვა. სათქმელია, რომ უიპეშტის ორივე ქართველი ძირითადში იყო, ბერიძე 87-ე წუთზე შეცვალეს, ბუდუმ კი თავიდან ბოლომდე ითამაშა. ზივზივაძის ანგარიშზე ამ სეზონში 11 მატჩი და… Continue reading ზივზივაძემ ფერენცვაროშს გაუტანა (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძე: ორმაგად სასიხარულოა რომ გუნდმა ჩემი გოლით მოიგო

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბოსნია ჰერცოგოვინას ეროვნული გუნდი 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო ბურთი შეაგდო. ზივზივაძემ მატჩის შემდეგ აღნიშნულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა. “რთული თამაში იყო. ბოსნია-ჰერცეგოვინა კარგი გუნდია. საკუთარი მაყურებლის წინაშე გამარჯვების მოპოვება სურდათ. ვფიქრობ, დაცვით ფაზაში ჩვენმა გუნდმა კარგად იმუშავა. განსაკუთრებით მცველებმა და მეკარემ. გოლი არ გავუშვით,… Continue reading ბუდუ ზივზივაძე: ორმაგად სასიხარულოა რომ გუნდმა ჩემი გოლით მოიგო

ზივზივაძემ უნგრეთში ეფექტური გოლი გაიტანა (ვიდეო)

უნგრეთის ჩემპიონატში მე-9 ტურში ფერეჰვარმა, რომლის ღირსებასაც ბუდუ ზივზივაძე იცავს, ჰონვედს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ჩვენდა გასახარად მასპინძელთა ერთი გოლი სწორედ ბუდუმ გაიტანა, რომელმაც ეფექტური ბურთი შეაგდო. ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს. უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მის ანგარიშზე 5 მატჩი და 2 გოლია. რაც შეეხება ფერეჰვარის ამბებს, ბუდუს გუნდი 14 ქულით მე-4… Continue reading ზივზივაძემ უნგრეთში ეფექტური გოლი გაიტანა (ვიდეო)