თბილისი, რაზგრადი, სკოპიე – ნაკრები შიგნიდან, გარედან, მოედანზე…

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი გათამაშება დაიწყო. ვილი სანიოლის შეგირდებმა საწყის 4 ტურში 3 მატჩი მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს. უსუსტეს ბულგარეთთან, რომელსაც პრობლემა პრობლემაზე ემატებოდა, ფრე მთლად სახარბიელო შედეგი არ არის, თუმცა ტურნირის დაწყებამდე 4 ტურის შემდეგ 10 ქულას, ალბათ ყველანი ყაბულს ვიქნებოდით. პირველი მატჩი დინამო არენაზე გიბრალტართან იყო. ფავორიტად შერაცხულმა საქართველოს ნაკრებმა 4:0… Continue reading თბილისი, რაზგრადი, სკოპიე – ნაკრები შიგნიდან, გარედან, მოედანზე…

საქართველო ბულგარეთმა გააჩერა

ერთა ლიგის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გუნდ დიდი უპირატესობა ჰქონდა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ვილი სანიოლმა საკმაოდ საინტერესო შემადგენლობა დააყენა. ძირითადს დაუბრუნდა გიორგი ლორია, მარჯვენა ფლანგზე ლობჟანიძე, მარცხნივ აზაროვი, ცენტრში ხოჭოლავა – კაშია – დვალის ტრიო მოქმედებდა, ცენტრალურ ნახევარმცველებად კვეკვესკირი – მექვაბიშვილი გაამწესა, შემტევი ტრიო კი კვარაცხელია… Continue reading საქართველო ბულგარეთმა გააჩერა

ბულგარეთის მწვრთნელი: ინციდენტის მიუხედავად სათამაშოდ გავალთ

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში ბულგარეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩის წინა დღეს მედიასთან სტუმართა დამრიგებელმა გიორგი ივანოვმა და გუნდის ექიმმა ისაუბრეს. გიორგი ივანოვი: “პირველ რიგში მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო საქართველოს ნაკრებს და ფეხბურთის ფედერაციას. მსგავსი გვერდში დგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე დიდი მადლობა ბულგარეთის საკუნსულოს საქართველოში. თითოეული ადამიანისგან… Continue reading ბულგარეთის მწვრთნელი: ინციდენტის მიუხედავად სათამაშოდ გავალთ

ვილი სანიოლი: ფეხბურთელებმა დავალება იდეალურად შეასრულეს და მათი იმედი მომავალშიც მექნება

ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა და ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრეს. ვილი სანიოლი: “ჩვენი ნაკრების სახელით, გვსურს ტოდორ ნედელევს გამოჯანმრთელება ვუსურვოთ. ეს ამბავი ჩვენთვის სრული შოკი იყო. იშვიათი შემთხვევაა როცა საქართველოს ნაკრებს ზედიზედ ამდენი თამაში მოეგო. ბოლო 2 წლის მანძილზე გუნდს რთული პერიოდი ჰქონდა. ჩემი გუნდი… Continue reading ვილი სანიოლი: ფეხბურთელებმა დავალება იდეალურად შეასრულეს და მათი იმედი მომავალშიც მექნება

ლევან კობიაშვილი: სფფ ყველა საჭირო დახმარებას უწევს სტუმარი გუნდის წარმომადგენლებს

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში ბულგარეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. ბულგარელები თბილისში გუშინ ჩამოფრინდნენ, სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მათი ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა და ნახევარმცველი ტოდორ თედელევი დაშავდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ლევან კობიაშვილმა განცხადება გააკეთა, რომელიც სფფ-ს საიტზე გამოქვეყნდა და რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “ძალიან ვწუხვარ მომხდარი ინციდენტის გამო. სამწუხაროა, რომ ჩვენ კოლეგებს ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციაში ასეთი… Continue reading ლევან კობიაშვილი: სფფ ყველა საჭირო დახმარებას უწევს სტუმარი გუნდის წარმომადგენლებს

ბულგარეთის ნაკრების ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა

ბულგარეთის ნაკრები გუშინ გვიან ღამით თბილისში ჩამოვიდა, რათა საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი გამართოს. tass.com-ის ცნობით, სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ნაკრების ორი ავტობუსიდან ერთის მძღოლმა, ავტობუსზე კონტროლი დაკარგა და მეორეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, მხოლოდ თედორ ნედელეევი დაშავდა, რომელიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბულგარეთის ნაკრებს რთული პერიოდი უდგას. ერთა ლიგის ახალ გათმაშებაში 3 მატჩში მხოლოდ… Continue reading ბულგარეთის ნაკრების ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა

ვილი სანიოლი: ბულგარეთთან თამაშით და შედეგით ვამაყობ

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურში ბულგარეთის ეროვნული გუნდი 5:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ქართველთა დამრიგებელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა. “დღევანდელი შედეგით და თამაშით ვამაყობ. ემოციური ბიჭები არიან და მიხარია რომ მათი მწვრთნელი ვარ. ამ ყველაფერმა ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს, წინ მაკედონიასთან მატჩია და ახლა მხოლოდ იმ თამაშზე უნდა ვიფიქროთ. წინა მატჩიდან გამომდინარე რამდენიმე ცვლილება იყო.… Continue reading ვილი სანიოლი: ბულგარეთთან თამაშით და შედეგით ვამაყობ

მოგება უშუალო კონკურენტთან – საქართველომ ბულგარეთში გაილაღა

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში ბულგარეთის ეროვნულ გუდნს შეხვდა. ქართველმა ფეხბურთელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და მეტოქე 5:2 დაამარცხეს. სანამ უშუალოდ მატჩზე გადავიდოდეთ, უნდა ითვას, რომ ვილი სანიოლმა წინა შეხვედრასთან შედარებით საკმაოდ დაცვითი შემადგენლობა დააყენა, სასტარტო თერთმეტეულში მხოლოდ სამი შემტევი იყო – კვარაცხელია და დავითაშვილი ზივზივაძის უკან მოქმედებდნენ. თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. მატჩი… Continue reading მოგება უშუალო კონკურენტთან – საქართველომ ბულგარეთში გაილაღა

საქართველო ბულგარეთში ტრადიციის შესაწყვეტად ემზადება

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი გათამაშება დაიწყო. ვილი სანიოლის შეგირდებმა გიბრალტარს დინამო არენაზე 4:0 მოუგეს და პირველი 3 ქულა აიღეს. ჯვაროსნებს მეორე მატჩი ბევრად ძლიერ მეტოქესთან ელით. 5 ივნისს ქართველები რაზგრადში ჰუვეფარმა არენაზე ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ჩვენი გუნდი ერთერთ ფავორიტს შეხვდა და აქ მოპოვებულ 3 ქულას დიდი მნიშვნელობა ექნება. საქართველოს და ბულგარეთის ნაკრებები ერთმანეთს 6-ჯერ… Continue reading საქართველო ბულგარეთში ტრადიციის შესაწყვეტად ემზადება

საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. ეროვნულ გუნდს ულსან ჰიუნდაის ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვიალი გამოაკლდა, რომელმაც კოსოვოსთან და ესპანეთთან მატჩებში მონაწილეობა მიიღო. შეგახსენებთ, რომ ამ სანაკრებო შეკრებაზე საქართველოს ნაკრები კოსოვოს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. 2 დღის წინ ჩვენი გუნდი ესპანეთთან 0:4 განადგურდა. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 1 ქულით ბოლო მე-5… Continue reading საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა