ბუფონი… შესაძლოა 55 წლამდეც!

44 წლის ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს. პარმაშია – კლუბში, სადაც დაიწყო პროფესიული კარიერა 28 წლის წინ! ჯიჯიმ, არსად არ მეჩქარებაო. „ბოლო ათი წლის განმავლობაში ვფიქრობ, თუ როდის გავჩერდები, მაგრამ იწყება ახალი სეზონი და ვიწყებ მეც. ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა 55 წლამდე ვითამაშო. გამოცდილება მკარნახობს, რომ შესაძლოა კარიერის დამთავრების მერე ფეხბურთში… Continue reading ბუფონი… შესაძლოა 55 წლამდეც!

ბუფონი: დი მარია აქ მარადონასავით იქნებოდა…

ჯანლუიჯი ბუფონმა ანხელ დი მარიაზე თქვა, სერია ა-ში იფრენსო… 34 წლის დი მარია თავისუფალი აგენტია და დიდი შანსია, იუვენტუსში გადავიდეს. ყოველ შემთხვევაში, მხარეებს შორის საუბარი შედგა და იუვე ამ კვირაში ელოდება არგენტინელის პასუხს. „ახლა დი მარია სერია ა-ში მარადონასავით იქნებოდა… ვაღიაროთ, რომ ახლა იტალიის ჩემპიონატი მაინც მოისუსტებს ტექნიკის მხრივ, ანხელს კი ეს კომპონენტი სასწაულად მაგარი… Continue reading ბუფონი: დი მარია აქ მარადონასავით იქნებოდა…

44 წლის!.. ბუფონის, ალბათ, ყველაზე უხეში შეცდომა კარიერაში (+Video)

ლეგენდარულმა იტალიელმა ჯანლუიჯი ბუფონმა, ალბათ, ყველაზე უხეში შეცდომა დაუშვა კარიერაში. ბუფონი 44 წლისაა და 28 წელია, რაც პროფესიულ ფეხბურთშია… სერია ბ, პერუჯა-პარმა 2:1. ბუფონმა მე-7 წუთზე ბურთს ფეხი ააცილა და მარკო ოლივიერიმ ცარიელ კარში გაიტანა. ჯიჯიმ სამიოდე თვის წინ ახალი კონტრაქტი გააფორმა პარმასთან: 2024 წლის ზაფხულამდე. პარმა 20 გუნდს შორის მე-13 ადგილზეა.  

დიდი რეკორდი… ვინ, თუ არა ჯიჯი?

ჯანლუიჯი ბუფონის კიდევ ერთი დიდი მიღწევა: მე-500 მშრალი მატჩი კარიერაში. ბუფონი ისტორიაში პირველი მეკარეა, რომელმაც ამას მიაღწია. 500 მართლაც ძალიან ბევრია. „საიუბილეო“ გამოდგა სერია ბ-ს მატჩი პარმა-ბენევენტო – 0:0. 44 წლის ჯიჯი ასევე რეკორდსმენია სერია ა-ში ჩატარებული მატჩების მიხედვით (632) და 27 ტიტულიც აქვს. რაც დააკლდა, ყველამ ვიცით: ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო… 500-დან ბუფონმა 322… Continue reading დიდი რეკორდი… ვინ, თუ არა ჯიჯი?

ბუფონი: ერთადერთი შემთხვევა, როცა თამაში არ მინდოდა…

ჯანლუიჯი ბუფონმა გაიხსენა, თუ რომელ სანაკრებო მატჩში ინერვიულა ყველაზე მეტად. ლეგენდარულმა ჯიჯიმ სანაკრებო დებიუტზე თქვა, როცა იტალიას თოვლჭყაპში და ქარში მოუწია რუსეთთან თამაში… ეს 1997 წელს, მოსკოვში. ჯანლუკა პალიუკა ტრავმირებული იყო და პარმას 19 წლის მეკარე ჩადგა კარში. „რუსეთში იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა თამაში არ მინდოდა. რა თქმა უნდა, ამინდის გამო. თუმცა ამასთნ იყო ნერვიულობა,… Continue reading ბუფონი: ერთადერთი შემთხვევა, როცა თამაში არ მინდოდა…

ბუფონი და ოცნება

ჯანლუიჯი ბუფონმა გეგმებზე და ევრო-2020-ის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. სხვათა შორის, ჯიჯიმ მომავალი მუნდიალი ახსენა… თუმცა იქვე თქვა, მსოფლიოზე კიდევ ერთხელ თამაში ჩემთვის ოცნება უფრო არის, ვიდრე რეალობაო.   „რობერტო მანჩინიმ დაუჯერებელი სამუშაო ჩაატარა. 43 წლის ვარ, ასე რომ, ნამდვილად არ მაქვს უფლება, რომ ვთქვა: „აქ ვარ, ნაკრებში გამომიძახეთ“. თუმცა ოცნება შემიძლია. წინ ხომ მსოფლიო ჩემპიონატია.  … Continue reading ბუფონი და ოცნება

ბუფონი: “დონარუმას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია”

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა დონარუმას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ თანამემამულეს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია “ჩემი აზრით, მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. ეს იმის გათვალისწინებით, თუ რა ხარისხის თამაშს გვაჩვენებს. ჯანლუიჯი ოქროს ბურთისკენ უნდა ისწრაფოდეს. როდესაც 18 წლის ვიყავი, ჟურნალისტმა მკითხა: “ამბობენ, რომ თქვენ იაშინის მერე საუკეთესო მეკარე გახდებით”, რაზეც ვუპასუხე: “რატომ მეორე? ვინ… Continue reading ბუფონი: “დონარუმას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია”