ზივზივაძემ გაბალას გაუტანა (ვიდეო)

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფეჰერვარმა, რომლის ღირსებასაც ბუდუ ზივზივაძე იცავს, გაბალას უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ბოლო გოლი სწორედ ჩვენებურმა გაიტანა. ბუდუ სათადარიგოზე გახლდათ, თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო და 90-ზე შეაგდო. ფეჰერვარმა გაბალა 4:1 დაამარცხა და შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 28 ივლისს გაიმართება.