იწყება მეორე სერია… (+10 შენაძენი)

13 აგვისტოს ეროვნული ლიგა განახლდება. ექვსკვირიანი შესვენების მერე… ჩემპიონატს ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი და ფავორიტი: დინამო ბათუმი 9-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. კიდევ უფრო გამოკვეთილია აუტსაიდერი – ლოკომოტივს 20 მატჩში 19 წაგება აქვს და ბოლოსწინაადგილოსან გაგრას 16 ქულით ჩამორჩება. მცირე შანსია, რომ ლოკო გავარდნას გადაურჩეს, თუმცა ამ დროს მათი დუბლები თამაშობენ მშვენივრად, აი თასზე სამგურალს მოუგეს და გამოთიშეს.… Continue reading იწყება მეორე სერია… (+10 შენაძენი)

დინამოს ახალი თავი

გიორგი ჭიაბრიშვილი, თბილისის დინამოს ახალი მწვრთნელი. მან კლუბთან 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და საქმეს უკვე შეუდგა. გუნდს ის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ წარუდგინა. ​გიორგი ჭიაბრიშვილი ბოლოს ლოკომოტივში იყო და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ჭიაბრიშვილმა თბილისის საბურთალო და ზესტაფონი საქართველოს ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა. მისი თავკაცობით თბილისელები სამი წლის წინ ქვეყნის თასს დაეუფლნენ. 2018… Continue reading დინამოს ახალი თავი

რვა გოლი დინამო არენაზე და სამგურალის სამი ქულა

ეროვნული ლიგის მე-12 ტურში დარჩენილი 2 მატჩი გაიმართა. სამგურალმა თელავს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, გაგრამ ლოკომოტივი მიიღო და 5:3 მოიგო. წყალტუბოში გამართული მატჩის დიდმა ნაწილმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა. ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გაიხსნა, ირაკლი რუხაძემ ყოფილი გუნდის კარი აიღო და გოლი არ აღნიშნა. 27-ე წუთზე თავი ნიკა კალანდარიშვილმაც გამოიჩინა. თელავის მხრიდან ერთი ბურთი ლაშა ქოჩლაძემ… Continue reading რვა გოლი დინამო არენაზე და სამგურალის სამი ქულა

გაგა კირკიტაძე: გაგრა ჩემი მეორე ოჯახია, ამ გუნდის წარმატება მაბედნიერებს

10 წლიანი პაუზის შემდეგ, გაგრა კვლავ უძლიერესთა შორის თამაშობს. გაგა კირკიტაძის გუნდმა ჯერ თასი მოიგო, შემდეგ ევროტურნირებზე ითამაშა და წლეულს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე მეექვსე ადგილზე დაასრულა. აგერ ბოლო ტურში გუნდმა დინამო თბილისს მოუგო. როგორც თავად კირკიტაძემ Leadersport.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, გაგრა მისთვის მეორე ოჯახია. ეს არც გვიკვირს, რადგან კირკიტაძე ფეხბურთელობისას რამდენიმე წელი გაგრაში თამაშობდა და… Continue reading გაგა კირკიტაძე: გაგრა ჩემი მეორე ოჯახია, ამ გუნდის წარმატება მაბედნიერებს

სამი მატჩი და სამი ფრე – ეროვნულ ლიგაში გადადებული ტურის შეხვედრები გაიმართა

ეროვნულ ლიგაში გადადებული მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. საბურთალომ დინამო თბილისს უმასპინძლა, თელავმა ტორპედოს, სამგურალი კი გაგრას დაუხვდა. ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ დედაქალაქური დერბი იწვევდა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმი საბურთალომ 1:0 მოიგო. ყოფილი გუნდის კარში გოლი ბაქარ ქარდავამ გაიტანა, რომელმაც შედეგიანი დარტყმა არ აღნიშნა. მეორე ტაიმში ბურთს თითქმის მუდამ დინამო ფლობდა. მიუხედავად ამისა სახიფათო… Continue reading სამი მატჩი და სამი ფრე – ეროვნულ ლიგაში გადადებული ტურის შეხვედრები გაიმართა

კვირკველია ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

საბა კვირკველია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს. 30 წლის მცველი ამიერიდან გაგრას ღირსებას დაიცავს. ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. კვირკველიამ გაგრასთან კონტრაქტი ივნისის ბოლომდე გააფორმა. საბა კვირკველიამ კარიერა ყაზანის რუბინში დაიწყო, ერთი ხანობა იგი ნემტეხიმიკში იყო განათხოვრებული, საიდანაც რუბინში დაბრუნდა. შემდეგ იყო მოსკოვის ლოკომოტივი, ვოლგოგრადის როტორი და ბოლოს ხარკოვის მეტალისტი. კვირკველია რუსეთის ჩემპიონი, სუპერთასის მფლობელი და თასის სამ… Continue reading კვირკველია ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

გაგრა საქართველოს დაუბრუნდა – გაგრელები კვლავ უძლიერესთა რიგებში იქნებიან

გაგრა საქართველოს უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდა. 10 წლიანი პაუზის შემდეგ გაგრელები კვლავ საუკეთესოთა შორის იქნებიან. პლეი-აუტში ქობულეთში შუქურასთან ნათამაშები 0:0-ის შემდეგ, გაგრამ შავი ზღვისპირელებს თბილისის ზღვის ბაზაზე უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე გაიტანეს. თამაზ მაქაცარიამ გურამ სამუშიას გაუკეთა გადაცემა, მანაც ლამაზი პასით მაქაცარიას დაუბრუნა ბურთი და ამ უკანასკნელმაც ახლო მანძილიდან შეაგდო. ამის… Continue reading გაგრა საქართველოს დაუბრუნდა – გაგრელები კვლავ უძლიერესთა რიგებში იქნებიან

რა თანხა გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა ევროტურნირებზე

წლევანდელ ევროტურნირებზე, დინამო ბათუმის გარდა ყველა კლუბი პირველივე ეტაპზე დაასრულა გამოსვლა. გთავაზობთ ოთხივე ქართული გუნდის მიერ გამომუშავებული თანხების ოდენობას წლევანდელ ევროტურნირებზე, დინამო თბილისი: ქვეყნის ჩემპიონმა  ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე ბაქოს ნეფთჩის წინააღმდეგ დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ 2 მატჩის ჯამში 2:4 დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადავიდა, სადაც მაკაბი ჰაიფასთან 2:7 განადგურდა და ევროტურნირებს დაემშვიდობა. დინამომ ასპარეზობისთვის 550 000… Continue reading რა თანხა გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა ევროტურნირებზე