ჯოკოვიჩი ორშაბათიდან ისევ N1 ჩოგანი გახდება

ამერიკაში მიმდინარე ინდიან უელსის მასტერსზე დიდი სენსაცია მოხდა. მესამე რაუნდის მატჩში გაელ მონფილსმა 4:6 6:3 6:1 სძლია მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩოგან დანილ მედვედევს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა საკუთარ ჩაწოდებას. მე-9 გეიმში ფრანგ ჩოგბურთელს ჩავარდნა დაეწყო – მშრალი ანგარიშით დათმო საკუთარი გეიმი და მალევე სეტიც 4:6.… Continue reading ჯოკოვიჩი ორშაბათიდან ისევ N1 ჩოგანი გახდება

კასპერ რუუდმა კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო

ა.შ.შ-ს ქალაქ სან-დიეგოში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში კასპერ რუუდმა 6:0 6:2 გაანადგურა კამერონ ნორი და კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო. შეხვედრის წინ დიდი ინტრიგა იყო – ორივე ფინალისტს მიმდინარე სეზონში 4-4 ტიტული ქონდა მოგებული და სან-დიეგოს ტურნირის გამარჯვებული ხდებოდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი 2021 წლის ATP TOUR-ზე, რომელსაც 5 ტურნირი ექნებოდა მოგებული. ფინალურ მატჩში… Continue reading კასპერ რუუდმა კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 4 მატჩპოინტი მოიგერია და საოცარი გამარჯვება მოიპოვა

საფრანგეთის ქალაქ მეცში გრძელდება ATP TOUR-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი, რომელზეც წარმატებით ასპარეზობს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე ეტაპზე 0:6 6:4 7:6 დაამარცხა ესპანელი ალეხანდრო დავიდოდვიჩ ფოკინა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილისთვის შეხვედრის სტარტი კატასტროფული გამოვიდა – ძალიან დიდი სისწრაფით აგებდა გეიმებს და სულ რაღაც 33 წუთში სეტი მშრალზე წააგო 0:6. მეორე პარტიის პირველსავე გეიმში… Continue reading ნიკოლოზ ბასილაშვილმა 4 მატჩპოინტი მოიგერია და საოცარი გამარჯვება მოიპოვა

გაელ მონფილსი – 500

ფრანგმა გაელ მონფილსმა „ცინცინატის“ მასტერსის მეორე წრეში 6:3 7:5 დაამარცხა ავსტრალიელი ალექს დე მინორი და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. გაელისთვის ეს გამარჯვება საიუბილეო გამოდგა – ფრანგმა ATP TOUR-ზე მე-500 მატჩი მოიგო. მოქმედ ჩოგბურთელთა შორის ასეთი შედეგი მხოლოდ 11 კაცს გააჩნია გაელ მონფილსი – 500 ფელიციანო ლოპესი – 501 ტომი რობრედო – 533 სტენ ვავრინკა –… Continue reading გაელ მონფილსი – 500

ფავორიტთა დღე კანადის მასტერსზე

ტორონტოში გრძელდება კანადის საჩოგბურთო მასტერსი. უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა მეოთხედფინალური მატჩები. ოთხივე შეხვედრაში ფავორიტებმა იმარჯვეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს. მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანმა – სტეფანოს ციციპასმა 76 წუთში გაანადგურა კასპერ რუუდი 6:1 6:4 და ნახევარფინალში გავიდა. ბერძენმა ჩოგბურთელმა სამჯერ დააბრეიკა მოწინააღმდეგე, საკუთარი ჩაწოდება კი არცერთხელ არ წაუგია.სტეფანოსმა 8 ეისი ჩააწოდა და პირველ ჩაოწდებაზე… Continue reading ფავორიტთა დღე კანადის მასტერსზე