სუპერკოპას ფინალი მატჩთა მატჩი გამოდგა – არა იმიტომ, რომ ყველაზე კარგი ფეხბურთი ვნახეთ, რომელიც კი გვინახავს, არამედ იმიტომ, რომ ერთმანეთს რეალი და ბარსელონა დაუპირისპირდნენ. დაუძინებელი მტრები, ამჯერად ერთურთს საუდის არაბეთში შეერკინენ. ორივე გუნდმა თამაში ზედმეტი რისკის გარეშე დაიწყო. ჩანდა, რომ აქ თითო შეცდომასაც ოქროს ფასი ჰქონდა. რეალი პირველ ტაიმში ორჯერ შეცდა, ბარსელონამ ორივეჯერ დასაჯა და… Continue reading კლასიკო და ტიტული ბარესლონასია (ვიდეო)
Tag: გავი
მეორე…
კვირას, ესპანური პრიმერას მე-16 ტურში ბარსელონა მადრიდის ატლეტიკოს ეწვია და 1:0 დაამარცხა. კატალონიელთა შემადგენლობაში ჭაბუკმა გავიმ ითამაშა. ეს მისთვის 50-ე შეხვედრა გამოდგა ლა ლიგაში. ამ დროისთვის ის 18 წლის და 156 დღის იყო. სტატისტიკური პორტალი ოპტა კი გვამცნობს, რომ 21-ე საუკუნეში ამ ნიშნულს უფრო ახალგაზრდამ მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა, ბილბაოს შემტევმა, იკერ მუნიაინმა მიაღწია (18 წელი… Continue reading მეორე…
ტოპ-10 გაძვირებული 2022 წელს… ხვიჩაც აქაა
Transfermarkt-მა იმ ფეხბურთელთა ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც 2022 წელს ყველაზე მეტად გაძვირდნენ. ამ ათეულშია ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც იანვარში საიტის ვერსიით 16 მილიონი ევრო ღირდა, ახლა კი 60 მილიონია ფასი. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვერსიაა და სულაც არაა სინამდვილე, რომ მაინცდამაინც ამ თანხად გაიყიდება ესა თუ ის ფეხბურთელი. აი, ენცო ფერნანდესს 55 მილიონი უწერია, მაგრამ ბენფიკა… Continue reading ტოპ-10 გაძვირებული 2022 წელს… ხვიჩაც აქაა
გავი: დიდი პატივია. მესი ყველა დროის საუკეთესოა…
ბარსელონას უნიჭიერსმა ფეხბურთელმა, გავიმ “გოლდენ ბოის” ჯილდოს მიღების შემდეგ მიღებულ ემოციაზე ისაუბრა “ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის დიდი პატივია. ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი ამის მოგებაზე ოცნებობს. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ის ჯილდო მივიღე, რომელიც, ჩემმა მეგობარმა, პედრიმ და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესომ – ლეო მესიმ მოიგეს,” – თქვა გავიმ. “გოლდენ ბოის” ცერემონია ორშაბათს გაიმართა. წინა… Continue reading გავი: დიდი პატივია. მესი ყველა დროის საუკეთესოა…
FourFourTwo-ს სია: მერამდენეა კვარაცხელია?
ცნობილმა ბრიტანულმა FourFouTwo-მ ახალგაზრდების ტოპ-ათეული გამოქვეყნა. რომელთა ასაკიც 21 წელს არ აღემატება. სიაშია ხვიჩა კვარაცხელიაც – მეხუთეზე. საუკეთესოდ კი დორტმუნდის ინგლისელ ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემს მიიჩნევენ. სიაში აღმოსავლეთევროპელი მხოლოდ ხვიჩაა. ჯუდ ბელინგემი პედრი ჯამალ მუსიალა გავი ხვიჩა კვარაცხელია ბუკაიო საკა ედუარდო კამავინგა ვილიამ სალიბა გაბრიელ მარტინელი კარიმ ადეიემი
გავი 2026 წლამდე
ბარსელონას 18 წლის ნახევარმცველმა, გავიმ, კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. გამოსასყიდი თანხა კი 1 მილიარდ ევროს შეადგენს. მისი ძველი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე იყო გათვლილი. გასულ სეზონში გავი ბარსელონას ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშა. დებიუტის დღეს ის 17 წლის და 24 დღის გახლდათ.
გავიმ გაახანგრძლივა
ბარსელონას ნახევარმცველმა, გავიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი შეთანხმების თანახმად, ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში 2026 წლამდე დარჩება. მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევროა. გავი ბარსას სისტემაში 2015/16 წლების სეზონიდანაა. დიდ გუნდში მისი დებიუტი 2021 წელს შედგა.
საქართველოში?.. წარმოვიდგინოთ, 21-წლამდელების ევროპაზე რომ ითამაშონ
გაისად რომ საქართველო და რუმინეთი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ, ეს იცით. 16-გუნდიანი ჩემპიონატი 9 ივნისს დაიწყება და 2 ივლისს დასრულდება. ფინალი ბათუმში გაიმართება… რა თქმა უნდა, სუპერფეხბურთელებიდან ბევრი არ ითამაშებს 21-წლამდელებში, რადგან დონეს გადააჭარბეს. მაგრამ ითამაშებენ ისეთებიც, რომლებზეც გათვლა იქნება. ამას ჯერ ვერ გავიგებთ… გამოვრიცხოთ ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი, ესპანელი პედრი და მსგავსი ვარსკვლავები. მაგრამ… Continue reading საქართველოში?.. წარმოვიდგინოთ, 21-წლამდელების ევროპაზე რომ ითამაშონ
გავი… თასმების შეკვრა არ იცის, ან ეზარება (+ფოტოები)
უცნაურია, მაგრამ არსებობს ფეხბურთელი, რომელმაც თასმების შეკვრა არ იცის. ეს გავია… 17 წლის ბარსელონელი, რომელიც უკვე მყარად ძირითადის ფეხბურთელია და არა მხოლოდ ბარსაში, არამედ ესპანეთის ნაკრებშიც. ბარსელონას კიდევ ერთმა ახალგაზრდამ ნიკომ ფოტო დადო, სადაც ჩანს, რომ გავის თასმებს უკრავს და წარწერა გაუკეთა: „მგონი დროა, ისწავლო“. მაგრამ ბევრგან არის ფოტო, სადაც ჩანს, რომ გავის თასმები გახსნილი… Continue reading გავი… თასმების შეკვრა არ იცის, ან ეზარება (+ფოტოები)
ტერ შტეგენის მომავალი გაირკვა – ხავიმ პოზიცია დააფიქსირა
ბარსელონას რომ ფინანსური სირთულეები აქვს, ახალი ამბავი არ არის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან გამოთხოვებას არ აპირებენ. კატალონიურმა გრანდმა მეკარეს ამის შესახებ უკვე შეატყობინა. ბარსელონას მენეჯმენტი და ხავი თანხმდება, რომ გერმანელი კლუბისთვის საკვანძო ფეხბურთელია. დიარიო სპორტის ინფორმაციით, ამ საკითხს კითხვის ნიშანი არავის დაუსვამს.. ამავე წყაროს ცნობით, ხელშეუხებელთა სიაში კიდევ ეს ფეხბურთელები არიან:… Continue reading ტერ შტეგენის მომავალი გაირკვა – ხავიმ პოზიცია დააფიქსირა