ჰალეპი, მუგურუზა და ბერეტინი “მაიამის” მასტერსს მოეხსნენ

დიდი დანაკლისი განიცადა ამერიკაში მიმდინარე “მაიამის მასტერსმა”. ერთ სათამაშო დღეს სამმა გამორჩეულმა ჩოგბურთელმა უარი თქვა ასპარეზობაზე და სხვადასხვა სახის ტრავმების გამო მოეხსნა ტურნირს. მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა – სიმონა ჰალეპმა მაიამიში თამაში მარცხენა ბარძაყის დაზიანების გამო იუარა. რუმინელი დაახლოებით 3 კვირას გამოტოვებს და ჩარლსტონის ტურნირისთვის დაბრუნდება. სიმონა ასევე გეგმავს ბილი ჯინ კინგის თასზე თამაშსაც.… Continue reading ჰალეპი, მუგურუზა და ბერეტინი “მაიამის” მასტერსს მოეხსნენ

მუგურუზა AUSTRALIAN OPEN-ს გამოეთიშა

ავსტრალიის ღია პირველობაზე სენსაციები გრძელდება. მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანმა – გარბინია მუგურუზამ 3:6 3:6 წააგო ალიზ კორნესთან და Australian Open-ს მეორე წრიდან გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი ფრანგ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. მუგურუზას არ გამოსდიოდა ჩაწოდება და რეგულარულად უწევდა ბრეიკპოინტების მოგერიება (10-დან 9 ბრეიკპოინტი მოიგერია), თვითონ კი ვერცერთხელ ვერ შეძლო ბრეიკპოინტამდე… Continue reading მუგურუზა AUSTRALIAN OPEN-ს გამოეთიშა

კონჩიტა მარტინესი წლის საუკეთესო მწვრთნელია

WTA (ქალთა საჩოგბურთო ასოციაცია) აგრძელებს წლის საუკეთესოების დაჯოლდოვებას. 2021 წლის საჩოგბურთო სეზონის საუკეთესო მწვრთნელი – კონჩიტა მარტინესი გახდა, რომელიც გარბინია მუგურუზასთან მუშაობს. კონჩიტას გაწვრთნილმა ესპანელმა ჩოგბურთელმა წლია შემაჯამებელი ტურნირის მოგება მოახერხა და მსოფლიო რეიტინგის ტოპ-3-ში დაბრუნდა. კარენ კრანცკეს სახელობის პრიზი ღირსეული ასპარეზობისთვის კარლა სუარეს ნავაროს გადაეცა. 2021 წელს კარლა დაბრუნდა WTA TOUR-ში ლიმფომის შემდეგ, ხოლო… Continue reading კონჩიტა მარტინესი წლის საუკეთესო მწვრთნელია

გარბინია მუგურუზა: “ისევ დავამტკიცე რომ მაღალ დონეზე თამაში შემიძლია”

მექსიკის ქალაქ გვადალახარაში დასრულდა ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირი. ფინალურ მატჩში გარბინია მუგურუზამ 6:3 7:5 სძლია ანეტ კონტავეიტს და კარიერაში პირველად მოიგო შემაჯამებელი ტურნირი. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გარბინიამ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. “უდიდეს შვებას და სიხარულს განვიცდი. ტურნირის საწყის ეტაპზე მქონდა პრობლემები, თუმცა შევძელით ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად და გამოვასწორეთ სიტუაცია. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა… Continue reading გარბინია მუგურუზა: “ისევ დავამტკიცე რომ მაღალ დონეზე თამაში შემიძლია”

კონტავეიტის ესტონური მატი

ანეტ კონტავეიტი განაგრძობს წარმატებულ ასპარეზობას წლის შემაჯამებელ ტურნირზე. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ესტონელმა ჩოგბურთელმა 6:4 6:0 სძლია კაროლინა პლიშკოვას და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.   შეხვედრის სტარტი ჩეხ ჩოგბურთელს ბევრად უკეთესი გამოუვიდა – იგი იოლად იგებდა საკუთარ ჩაწოდებას და მესამე გეიმში სამი ბრეიკპოინტი ც მიიღო, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო. ესტონელი დროულად გამოფხიზლდა –… Continue reading კონტავეიტის ესტონური მატი

წლის შემაჯამებელი ტურნირი კონტავეიტის გამარჯვებით გაიხსნა

მექსიკის ქალაქ გვადალახარაში სტარტი აიღო ქალთა წლის შემაჯამებელმა ტურნირმა. გახსნით შეხვედრაში, ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ანეტ კონტავეიტმა 6:3 6:4 სძლია ბარბორა კრეიჩიკოვას და B ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. ძალიან ცუდად არის დაკომპლექტებული WTA-ს კალენდარი. კრეიჩიკოვას რამდენიმე დღის წინ სანაკრებო მატჩების ჩატარება მოუწია ბილი ჯინ კინგის თასზე, რის შემდეგაც ბარბორას მოუწია სასწრაფოდ გადმოფრენა პრაღადან მექსიკაში. ჩეხმა ჩოგბურთელმა აშკარად… Continue reading წლის შემაჯამებელი ტურნირი კონტავეიტის გამარჯვებით გაიხსნა

გარბინია მუგურუზა შემაჯამებელ ტურნირს მიუახლოვდა

მსოფლიო რეიტინგის მე-5 ჩოგანმა გარბინია მუგურუზამ წარმატებული სტარტი აიღო „VTB კრემლის თასზე“. ესპანელმა ჩოგბურთელმა ტურნირის მეორე წრეში 6:4 4:6 6:3 სძლია ტერეზა მარტინცოვას და 1/8 ფინალში გავიდა. „ძალიან გახარებული ვარ, რომ შევძელი ამ რთული მატჩის მოგება. ეს ჩემი პირველი გამარჯვებაა რუსეთში. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ვაწვდიდი ბურთს მესამე სეტში, ვცდილობდი მუდმივად შეტევაში ვყოფილიყავი და მეტოქე წნეხის… Continue reading გარბინია მუგურუზა შემაჯამებელ ტურნირს მიუახლოვდა

მუგურუზამ საჩემპიონო სეტი მშრალი ანგარიშით მოიგო

დიდი სლემის ტურნირების ორგზის გამარჯვებულმა გარბინია მუგურუზამ ჩიკაგოს ტურნირის ფინალში 3:6 6:3 6:0 დაამარცხა ონს ჯაბერი და კარიერაში მე-9 ტიტული მოიგო. შეხვედრის სტარტი ტუნისელ ჩოგბურთელს ბევრად უკეთესი გამოუვიდა, ვიდრე მის მეტოქეს. ჟაბერმა მე-4 გეიმში დააბრეიკა მეტოქე და 3:1 დაწინაურდა. ონსი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა საკუთარ ჩაწოდებაზე და პირველი პარტიის ბოლომდე ესპანელი ჩოგბურთელი ბრეიკპოინტამდეც არ მიუშვა, შესაბამისად… Continue reading მუგურუზამ საჩემპიონო სეტი მშრალი ანგარიშით მოიგო