2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრები უელსის ეროვნულ გუნდს ესტუმრა. ჯვაროსნებმა, რომლებსაც იმ ხანად ვლადიმირ ვაისი წვრთნიდა, ევროპის ჩემპიონატის მაშინდელ 1/2 ფინალისტებს ტოლი არაფერში დაუდეს. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. გთავაზობთ აღნიშნული თამაშიდან გარეთ ბეილის ყველა მომენტს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის ეპიზოდია, როცა ბეილი საბა კვირკველიასთვის ცდილობდა ბურთის თავზე გადაგდებას და… Continue reading ბეილი VS საქართველო – უელსელის ყველა მომენტი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)
Tag: გარეთ ბეილი
გარეთ ბეილი: ვამაყობთ იმით რასაც მივაღწიეთ
უელსის ნაკრების ლიდერმა გარეთ ბეილმა, ინგლისის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე მისი გუნდის ასპარეზობა შეფასა. მან განაცხადა, რომ მიღწეულით ამაყობენ. “რთული მატჩი გამოვიდა, ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებოდით. შედეგით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ აქამდე მოსასვლელად დიდი გზა გავიარეთ. უნდა ვიამაყოთ იმით, რომ აქ ვართ. წარმატების მისაღწევად ყველაფერი გავაკეთეთ, კატარს თავაწეულები ვტოვებთ. ვამაყობთ იმით რასაც… Continue reading გარეთ ბეილი: ვამაყობთ იმით რასაც მივაღწიეთ
ბეილი ამერიკაში წავიდა
უელსელი ნახევარმცველი გარეთ ბეილი კარიერას ლოს ანჯელეს გალაქსიში გააგრძელებს. გამოცდილმა შემტევმა ამ თემასთან დაკავშირებით, ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა და საზოგადოებას ახალი კლუბის შესახებ ამცნო. ბრიტანელმა კლუბთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა გახანგრძლივების პერსპექტივით. შეგახსენებთ, რომ ბეილი ბოლოს რეალში თამაშობდა და კონტრაქტის დასრულების შემდეგ, თავისუფალი აგენტი გახლდათ. უელსელი სამეფო გუნდში 2013 წლის ზაფხულში ტოტენჰემიდან გადავიდა და გუნდთან ერთად… Continue reading ბეილი ამერიკაში წავიდა
გარეთ ბეილი: მადლობა და ნახვამდის
მადრიდის რეალის ნახევარმცველი გარეთ ბეილი გუნდს ტოვებს. ფეხბურთელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა. “მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს მოქმედ თუ ყოფილ თანაგუნდელს, მწვრთნელებს, პერსონალს და მადრიდის რეალის გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ. 9 წლის წინ რეალში მოვედი როგორც ძალიან ახალგაზრდა და მეოცნებე ბიჭი, რომელსაც სამეფო გუნდში თამაში სურდა. მინდოდა სანტიაგო ბერნაბეუზე მეთამაშა და ტიტულები მომეგო. ახლა… Continue reading გარეთ ბეილი: მადლობა და ნახვამდის
ბეილი ისევ ინგლისში? ოღონდ არა პრემიერლიგაში
გარეთ ბეილის მომავალი კვლავ ბუნდოვანია. Sky Sport-ის ცნობით, უელსელმა კარიერა შესაძლოა იჯარით ჩემპიონშიფში გააგრძელოს. მისით სუონსი და კარდიფი არიან დაინტერესებული და ინგლისში დაბრუნების წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია. შეგახსენებთ, რომ ბეილმა კარიერა სწორედ ინგლისში დაიწყო. მისი პირველი გუნდი საუთჰემპტონი გახლდათ, შემდეგ კი ტოტენჰემში თამაშობდა, საიდანაც რეალში გადავიდა. გარეთისთვის ახლა მთავარი სათამაშო დროა, რაც რეალში თითქმის არ… Continue reading ბეილი ისევ ინგლისში? ოღონდ არა პრემიერლიგაში
ბეილი კვლავ ტრავმირებულია – რა დრო გაუცდება უელსელს?
გარეთ ბეილი კვლავ ტრავმირებულია. 32 წლის შემტევმა უელსი 5:1 ბელარუსის მატჩზე კუნთის დაზიანება მიიღო. COPE-ს ცნობით, რეალის გარემარბი 2-3 კვირას იუქმებს. ბეილი ბოლო დროს ხშირად ტრავმიანობს. მიმდინარე სეზონში რეალის მაისურით მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. სათქმელია, რომ გარეთმა სამივე შეხვედრა ლა ლიგაში გამართა. რაც შეეხება რეალს, სამეფო გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში 27 ქულით… Continue reading ბეილი კვლავ ტრავმირებულია – რა დრო გაუცდება უელსელს?
ბეილი არსენალში?
ცოტა მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა სამშაბათ დილით ბრიტანულმა მედიამ. არსენალის თავკაცი, მიკელ არტეტა გუნდის კიდევ ერთ „კაპიტალურ რემონტს“ იწყებს და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, მეთოფეებს ვეღარ იცნობთო. საუბარია გარეთ ბეილის, რეალელი ლუკა იოვიჩისა და საუთჰემპტონის მოჰამედ ელიუნუსის დამატებაზე. ერთი რომ, ესენი გუნდს გააძლიერებენ. მეორეც, პიერ-ემერიკ ობამეიანგს, ბუკაიო საკას და ნიკოლა პეპეს სერიოზულ კონკურეციას შეუქმნიანო. შეგახსენებთ, რომ… Continue reading ბეილი არსენალში?
ბეილი შესაძლოა ლონდონში დაბრუნდეს
გარეთ ბეილმა შესაძლოა კვლავ ინგლისში ითამაშოს. როგორც Mundo Deportivo იუწყება, უელსელის გადაბირება არსენალს სურს. მეთოფეები გეგმავენ, რომ რეალის მესვეურებს ბეილის და ლაკაზეტის გაცვლა შესთავაზონ. იმ შემთხვევაში თუ გაცვლა გამოვა და ბეილი მეთოფეთა მაისურს მოირგებს, მისი ხელფასი მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან არსენალს არცთუ ისე კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს. ვნახოთ რა იქნება, ყველაფერი ზამთარში გაირკვევა. გეცოდინებათ, რომ ბეილისთვის… Continue reading ბეილი შესაძლოა ლონდონში დაბრუნდეს
ბეილი მოსალოდნელზე მეტ ხანს გამოტოვებს
გარეთ ბეილი ისევ ტრავმირებულია და რეალს კვლავ ვერ ეხმარება. მედიკოსები ვარაუდობდნენ, რომ 32 წლის ფეხბურთელი მოედანს მალე დაუბრუნდებოდა, თუმცა AS-ის ინფორმაციით, უელსელი დაახლოებით 2 თვე ვერ ივარჯიშებს. ბეილმა კუნთის ტრავმა 11 სექტემბერს სელტასთან მატჩის წინა დღეს მიიღო. მან ვიგოელებთან შეხვედრის გარდა, ინტერთან ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩიც გამოტოვა. არახალია, რომ უელსელი ხშირად ტრავმიანობს. რეალის ფეხბურთელის… Continue reading ბეილი მოსალოდნელზე მეტ ხანს გამოტოვებს
რეალი ლიგას ტრავმით დაიწყებს
ხვალ, 15 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, მადრიდის რეალი ინტერს ესტუმრება. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას გარეთ ბეილი ვერ მიიღებს. როგორც მოგეხსენებათ, უელსელმა ტრავმის გამო სელტასთან მატჩი გამოტოვა. მედიკოსების ცნობით, დაზიანება, რომელიც მუცლის არეში მიიღო, იმაზე სერიოზულია, ვიდრე ეგონათ. ბრიტანელი შემტევი სამეფო გუნდს უახლოეს რამდენიმე მატჩში ვერ დაეხმარება. რაც შეეხება რეალის და ინტერის დაპირისპირებას, შეხვედრა… Continue reading რეალი ლიგას ტრავმით დაიწყებს