გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს. ინგლისელი სპეციალისტი მშობლიური ქვეყნის ეროვნულ გუნდს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს. მას შემდეგ, რაც ინგლისის ნაკრები მიმდინარე მუნდიალიდან გავარდა, იყო შანსი, რომ მას ნაკრები დაეტოვებიდან, თუმცა Daily Mail-ის ცნობით, საუთგეიტი რჩება. გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდი მე-4 ადგილზე გავიდა, ევრო 2020-ზე ინგლისელები… Continue reading საუთგეიტის მომავალი გაირკვა
Tag: გარეთ საუთგეიტი.
გარეთ საუთგეიტი: მინდა დავრწმუნდე, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორია
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა, ინგლისის ნაკრებში მის მომავალზე ისაუბრა. “განვლილი 18 თვე ჩემთვის რთული იყო. ბოლო კვირებში ყველაფერი კარგად იყო, ახლა ვაანალიზებ თუ რა ხდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ჩემს თავში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი აზრია, ამიტომ მინდა დავრწმუნდე, რომ ნაკრებში დარჩენის გადაწყვეტილება სწორია. ამის გასაკეთებლად საკმარისი ენერგია მაქვს. ბოლო სანაკრებო ტურნირების შემდეგ, რამდენიმე კვირის… Continue reading გარეთ საუთგეიტი: მინდა დავრწმუნდე, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორია
საუთგეიტი სტერლინგზე: ხანდახან ფეხბურთი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი
ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში სენეგალის ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრის განაცხადში არ მოხვედრილა რაჰიმ სტერლინგი, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა, პირადი პრობლემების გამო ინგლისში გაემგზავრა. Daily Thelegraph-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის სახლი გაქურდეს. ოჯახის კეთილდღეობის გამო, სტერლინგმა გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნდეს. ჯერ უცნობია ისევ გაემგზავრება თუ სტერლინგი არა კატარში. სტერლინგთან დაკავშირებით მატჩის შემდეგ, ინგლისის ნაკრების მთავარმა… Continue reading საუთგეიტი სტერლინგზე: ხანდახან ფეხბურთი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი
რისს დაურეკეს და…
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე თითქმის აღარაფერი დარჩა, თუმცა ყოველდღე ვიგებთ საწყენ ამბებს ფეხბურთელების ტრავმების შესახებ, რომლებიც მუნდიალს გამოტოვებენ. აი, ახლა მათ რიცხვს ჩელსის მცველი, რის ჯეიმსიც შეემატა. რამდენიმე დღის წინათ ჯეიმსმა ხელახალი სამედიცინო შემოწმება გაიარა. ვარაუდობდა, რომ დეკემბრის დასაწყისისთვის გამოჯანმრთელდებოდა და ფლეი-ოფის ფაზაში მაინც დაეხმარებოდა ინგლისის ნაკრებს. თუკი, ცხადია, სამი ლომი ამ ეტაპზე მოხვდებოდა. მაგრამ გუშინ,… Continue reading რისს დაურეკეს და…
გარეთ – ინგლისი
საუთგეიტი მეთოდურად მიდის წარმატებისკენ. მის ხელში ინგლისელები ნელ-ნელა გადაიქცნენ მრისხანე ძალად. ჯერ იყო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ინგლისელებმა ნახევარფინალში ითამაშეს. ახლა კი ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ. მათ თამაშს ეფექტურს ვერ დაარქმევ. მაგრამ დახვეწილი და დაბალანსებულია: საჭიროა მეტოქეზე ზეწოლა? ბატონი ბრძანდებით. მაღალი პრესინგი? პრობლემა არ არის. ბურთია დასაჭერი? რატომაც არა…… Continue reading გარეთ – ინგლისი
გრილიში დაჯდა
ინგლისის ნაკრების ვარჯიშზე ჯეკ გრილიში საერთო ჯგუფს გამოაკლდა და ინდივიდუალურად ემზადებოდა ფიტნეს დარბაზში. მან ევრო 2020-ის პირველი მატჩი გამოტოვა ხორვატების წინააღმდეგ, არადა მანამდე ორივე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (ავსტრიასთან და რუმინეთთან). დიდი ალბათობით, ასტონ ვილას ვარსკვლავი შოტლანდიასთან მომდევნო თამაშსაც გამოტოვებს. არადა, ტურნირის წინ ბრიტანული მედია დარწმუნებული იყო, რომ ჯეკი ევროზე გაიბრწყინებდა და შეჯიბრის ერთ-ერთი საუკეთესო… Continue reading გრილიში დაჯდა