“რა მშვიდად დავიძინებ, როცა…” (მამარდაშვილის რვიანი)

ესპანურმა Superdeporte-მ გიორგი მამარდაშვილს ტოპ-მეკარე უწოდა და მაგარი ქვესათაურიც გაუკეთა სტატიას: „რა მშვიდად დავიძინებ, როცა ვალენსია მის კონტრაქტზე ერთხელ და საბოლოოდ გამოაცხადებს“. საუბარია მამარდაშვილთან კონტრაქტის 2027 წლამდე გახანაგრძლივებაზე, სადაც სავარაუდოდ გასაშვები თანხა 100 მილიონი ევრო იქნება. გიორგიმ ვალენსია-სელტას მატჩიც (3:0) მაღალ დონეზე ჩაატარა და შეფასება 8,0 მიიღო. ამდენივე აქვს ვალენსიას კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს, 8,0-ზე მეტი… Continue reading “რა მშვიდად დავიძინებ, როცა…” (მამარდაშვილის რვიანი)

გატუზო: სერია ა მიმზიდველი აღარაა

  ჯენარო გატუზომ იტალიური ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა. ვალენსიას მწვრთნელი ამბობს, რომ ადრე ბავშვები და ჭაბუკები გაცილებით დიდხანს თამაშობდნენ ეზოში, თუმცა მხოლოდ ეს არა… „ბევრ იტალიურ გუნდს საკმარისი რაოდენობის მოედანი არ აქვს. ზოგჯერ ისინი სხვა გგუნდებთან ერთად იყოფენ სავარჯიშო მინდორს. ინფრასტრუქტურა გამოსასწორებელია და ასევე უნდა გაიზარდოს ვარჯიშების ხანგრძლივობა. …ჭაბუკებში დიდი ყურადღება არასწორ პარამეტრებს, განსაკუთრებით კი ფიზიკურ… Continue reading გატუზო: სერია ა მიმზიდველი აღარაა

გატუზო: რას ამბობენ ეს ვითომ ჯენლტმენები და კლავიატურის ლომები ჩემზე?!

AC Milan's Italian coach Gennaro Gattuso (R) and Lazio's Serbian midfielder Sergej Milinkovic-Savic (L) intervene to put an end to a scuffle between Lazio's Brazilian defender Luiz Felipe (not pictured) and AC Milan's Ivorian midfielder Franck Kessie (2nd L) at the end of the Italian Serie A football match AC Milan vs Lazio Rome on April 13, 2019 at the San Siro stadium in Milan. (Photo by Miguel MEDINA / AFP) (Photo credit should read MIGUEL MEDINA/AFP/Getty Images)

ჯენარო გატუზომ არასაფეხბურთო თემებზე ისაუბრა. ვალენსიას ყოფილმა პრეზიდენტმა მიგელ სორიომ გააკრიტიკა მილანის ლეგენდა: გაიხსენა, რომ გატუზოს გამონათქვამების გამო მოხდა, ტოტენჰემმა რომ კონტრაქტი აღარ გაუფორმაო… და ასეთი პათოსი ჰქონდა სორიოს, ჰომოფობი და რასისტი კაცი ვალენსიას მწვრთნელად რატომ მოჰყავთო. გატუზო: „ჩემი ისტორია ყველაფერზე მეტყველებს. მე ვარ რასისტი? ჰომოფობი? ქსენოფობი? მაჩო?.. სჯობს, დაწყნარდეთ. …ბარბარა ბერლუსკონის ფეხბურთში მოსვლის დროს… Continue reading გატუზო: რას ამბობენ ეს ვითომ ჯენლტმენები და კლავიატურის ლომები ჩემზე?!

გატუზო მამარდაშვილის მწვრთნელი გახდა!

ესპანური ტაბლოიდების: მარკას და დიარიო სპორტის ინფორმაციით, ჯენარო გატუზო ვალენსიას მთავარი მწვრთნელი გახდა. იტალიელი სპეციალისტი, ჟორჟე მენდეშთან ერთად, სინგაპორში პეტერ ლიმს (ვალენსიას პრეზიდენტი) შეხვდა და დეტალები განიხილეს. კონტრაქტი ორ წლიანი იქნება. ბორდალასის გაშვების მიზეზი გასაგებია – ლა ლიგაში გუნდი ევროზონაში ვერ მოხვდა და თასის ფინალში ბეტისთან დამარცხდა. გატუზოს გუნდს რა შედეგი ექნება არავინ იცის, ერთი… Continue reading გატუზო მამარდაშვილის მწვრთნელი გახდა!

სანდრო ოცნებაში

8 მაისს 22 წლის გახდა და ეს დაბადების დღე ალბათ განსაკუთრებით დაამახსოვრდება. სანდრო ტონალიმ 8 მაისს ის გოლები გაიტანა, რომლებმაც მილანს შეიძლება სკუდეტო მოუტანოს. მილანი ვერონასთან სტუმრად აგებდა და იუბილარმა ორი გოლი გაიტანა, მესამე კი ბოლოს ფლორენციმ დაამატა – 1:3. სერია ა-ში ორი ტური დარჩა და მილანი ორი ქულით უსწრებს ინტერს.   ვინ არის ტონალი?… Continue reading სანდრო ოცნებაში

გატუზო პრემიერლიგაში? – ეს რეალურია…

  კალჩომერკატოს ინფორმაციით, შესაძლოა, ჯენარო გატუზომ საქმიანობა პრემიერლიგაში გააგრძელოს. საქმე ლესტერს ეხება. მოგეხსენებათ, მელიები ახლა რთულ მდგომარეობაში არიან, პრემიერლიგაში მე-11 ადგილს იკავებენ, FA CUP-ზე ნოტინგემთან დამარცხდნენ (1:4), ინგლისის ლიგის თასზე კი ლივერპულთან, პენალტებში. კლუბი ევროპა ლიგასაც გამოეთიშა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაში გააგრძელებს, სადაც, 1/16 ფინალში, დანიურ რანდერსს შეხვდება. ბრენდან როჯერსი ლესტერში 2019 წლიდან მუშაობს, თუმცა, სადაც… Continue reading გატუზო პრემიერლიგაში? – ეს რეალურია…