გენო პეტრიაშვილი – დრამა ფინალში, წაგება ბოლო წამებზე

საწყენია! გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადის ფინალი წააგო… და წააგო სად.  ამერიკელ გეიბლ სტივსონთან უდრამატულეს შეხვედრაში: გენომ პირველი ნახევარი 0:4 წააგო, მეორეში დიდი უპირატესობა ჰქონდა. ფინალის დასრულებამდე 11 წამით ადრე 8:5-ს იგებდა. მერე ამერიკელმა 6 წამით ადრე გააკეთა გდება და ბოლო წამამდე 8:7 იყო. ბოლო წამამდე!.. ბოლოს კიდევ ერთი აგრესია ამერიკელისგან, საბოლოოდ კი 8:9. თავისუფალი სტილით ჭიდაობა,… Continue reading გენო პეტრიაშვილი – დრამა ფინალში, წაგება ბოლო წამებზე

რა ქნას მეტი ამ ქვეყანამ?!

ვისაც არხილოსკალო გაგონილი არ ჰქონდა, ახლა ხომ გაიგო? იქ, საქართველო მთავრდება. ჰოდა, მაგ არხილოსკალოში, მანქანაში რომ ჩაჯდე და საათში 80 კილომეტრით იარო, 6 საათში ფოთში ჩახვალ, ზღვასთან. საქართველო იქაც მთავრდება. აი, სულ ეს არის ჩვენი სამშობლო. ოლიმპიადას კი, ცხადია უყურებთ. (ამასწინათ, საქმეში ჩახედულმა მეგობარმა მითხრა, რომ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს ნაკლები რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე პარალელურად, სხვა… Continue reading რა ქნას მეტი ამ ქვეყანამ?!

გენო პეტრიაშვილი ფინალშია!

ტოკიოს ოლიმპიადაზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე (125კგ), მსოფლიოს 3 გზის ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი ფინალშია!   ქართველმა ფალავანმა, ნახევარფინალში ირანელი ამირ ზარე – 6:3 დაამარცხა, თანაც იმ ფონზე, რომ პირველი პერიოდის შემდეგ, 0:3-ს აგებდა…   გენო ფინალში ამ ოლიმპიადის მთავარ აღმოჩენას, 21 წლის ამერიკელ გეიბლ სტივენსონს შეხვდება…

გენოს ოქროს შანსი გაიზარდა – ტაჰა აკგული დამარცხდა!

გენო პეტრიაშვილისა და ტაჰა აკგულის შერკინებები სპორტის მოყვარულებს ძალიან უყვართ, თუმცა თურქი ფალავანი ამერიკელ სტივენსონთან ორთაბრძოლაში დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა. მსოფლიოს 2 გზის, ევროპის 7 გზისა და ოლიმპიური ჩემპიონის გამოთიშვა, რა საკვირველია, ოქროს მოსაპოვებლად გენო პეტრიაშვილის შანსებს ზრდის. თავის მხრივ, გენომ 1/8 ფინალში ჩინელი დენ ჟივეი დამაჯერებლად დაამარცხა: 5:2. 13:15 წუთზე ნახევარფინალები გველოდება. გენო ირანელ… Continue reading გენოს ოქროს შანსი გაიზარდა – ტაჰა აკგული დამარცხდა!