ჩაკვეტაძე თბილისის დინამოში?

დიდია ალბათობა, გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის დინამოში დაბრუნდეს, Geo Team-ის ინფორმაციით, დედაქალაქურმა კლუბმა ნაკრების ფეხბურთელთან მოლაპარაკება დაიწყო. როგორც წყაროსთვის ცნობილია, სასტუმრო “შერატონში” ჩაკვეტაძე დინამოს პრეზიდენტს – რომან ფიფიას შეხვდა შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრეს. მოგეხსენებათ, 22 წლის ქართველი, ბელგიურ გენტში, შემდეგ ჰამბურგში იჯარით ითამაშა, სწორედ თბილისური გუნდიდან მოხვდა…  

გენტმა ჩაკვეტაძე გაანათხოვრა

ბელგიურმა გენტმა გიორგი ჩაკვეტაძე გერმანიაში გაანათხოვრა. ქართველი შემტევი 6 თვით ჰამბურგში ითამაშებს. გერმანელებმა გარემარბი გამოსყიდვის უფლების გარეშე დაიმატეს. ჩაკვეტაძე გენტში 2017 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან გადავიდა. მას მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ჩაკვეტაძემ ბელგიაში კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ ტრავმების გამო მოუკლო და სათამაშო დროც თითქმის არ ჰქონია. ისიც იწერებოდა, რომ მისი ვარჯიშით გენტის მწვრთნელი უკმაყოფილო… Continue reading გენტმა ჩაკვეტაძე გაანათხოვრა

ჩაკვეტაძე ანტვერპენთან გააძევეს (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატში გენტი ანტვერპენს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მატჩის 33-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ წითელი ბარათი მიიღო. ჩვენებურმა მეტოქის წინააღმდეგ იუხეშა და კარიერაში პირველად გააძევეს. შეგხსენებთ, რომ გიორგი ბოლომდე გამოჯანმრთელდა და მისი სათამაშო დრო ნელ-ნელა მატულობს. ჩვენებურმა ამ სეზონში უკვე 6 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შვება! “ჩაკვეტაძეს საუკეთესო ფეხები აქვს…”

  „ასეთი ფეხბურთელი რომ გყავს, შვებაა“ – ეს გენტის მწვრთნელ ჰეინ ვანჰაზებრუკის სიტყვებია. მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა, რომელიც გენტი-სერკლ ბრიუგეს მატჩის (2:1) საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. „გიორგის პროგრესისთვის დრო და საშუალება კიდევ აქვს. ფიზიკურად შეუძლია გაძლიერდეს. …მას საუკეთესო ფეხები აქვს გუნდში. უნდა ათამაშო მხოლოდ მაშინ, როცა მზადაა. ის ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მოდის. ამდენი ტრავმის შემდეგ მისი დონე… Continue reading შვება! “ჩაკვეტაძეს საუკეთესო ფეხები აქვს…”

“კმაყოფილი ვარ” – გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

გენტის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძე შეაქო. ეს ანდერლეხტთან მატჩის შემდეგ… როგორც იცით, ქართველი დიდი ხნის შესვენების მერე პირველად დააყენეს გენტის სასტარტოში. 64 წუთიც ითამაშა. „ჩაკვეტაძის თამაშით, მუშაობითა და მიზანდასახულობით კმაყოფილი ვარ. უკან ბევრი მუშაობა მოუწია, მაგრამ ეს უმთავრესად მთლიანი გუნდის გამო, რომელიც საკმაოდ სიღრმიდან თამაშობდა. ტოპ-მატჩებში მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ფეხბურთელებმა და მხოლოდ უკან… Continue reading “კმაყოფილი ვარ” – გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

ჩაკ – ვე – ტა – ძე ! გენტის ფანების სიმღერა [ვიდეო]

ბელგიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, გენტი მეხელენს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ კი საგოლე პასი მიითვალა. ჩაკვეტაძე თამაშში 74 წუთზე ჩაერთო. ქართველმა ფეხბურთელმა ბელგიის ჩემპიონატში გასული წლის 4 ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა.

ჩაკვეტაძე დაბრუნდა! – საგოლე პასი მეხელენთან [ვიდეო]

ბელგიის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში, გენტმა მეხელენს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდში 74-ე წუთზე თამაშში გიორგი ჩაკვეტაძე ჩაერთო. მატჩის 92-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძე მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა, იმის მიუხედავად რომ შეტევის დასრულება თავადაც შეეძლო, პასი თანაგუნდელს, ნურიო ფორტუნას მისცა და მანაც ცარიელ კარში შეასრულა. ეს ქართველი ფეხბურთელისთვის პირველი მატჩი იყო ბელგიის ჩემპიონატში 4 ოქტომბერს ითამაშა.

დაბრუნება – ჩაკვეტაძე მოედანზე გამოჩნდა

ის, რასაც დიდხანს ველოდით – გიორგი ჩაკვეტაძემ დიდხნიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. გენტი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიურ რიგასს შეხვდა, 1:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა. რაც შეეხება გიორგის, იგი თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო. ჩაკვეტაძეს ტრავმების გამო საკმაო ხანი გაუცდა. ქართველმა შემტევმა გენტის მაისურით ბოლო ოფიციალური მატჩი შარშან 4 ოქტომბერს ბეერსხოტის წინააღმდეგ ჩაატარა. იმედი ვიქონიოთ, რომ გიორგი… Continue reading დაბრუნება – ჩაკვეტაძე მოედანზე გამოჩნდა

ჩაკვეტაძე დაბრუნდა…

გიორგი ჩაკვეტაძემ გენტის პირველივე მოსამზადებელ მატჩში ითამაშა. გენტმა ბელგიის ქვედალიგელ დიკელვენს 3:2 მოუგო და ჩაკვეტაძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა, გიორგის არ გაუტანია…   Nieuwsblad-ის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი მონდომებული თამაშობდა და იმედი გამოთქვეს, რომ გენტს ამ სეზონში მაინც შესძენს ეფექტურობას. მთავარია, მუხლმა გაუშვას…

გიორგი ქვილითაია: ფეხბურთს არ უნდა აწყენინო, ყველაფერი უნდა მისცე და აუცილებლად დაგიფასდება

5 წელია გიორგი ქვილითაია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია და უმეტესად ძირითადში ვხედავთ. გამონაკლისი ბოლო 2 სანაკრებო შეხვედრა გახლდათ, როცა ვილი სანიოლმა არ გამოიძახა. ქვილითაიამ ანორთოსისში თანამემამულეებთან ერთად კვიპროსის თასი მოიგო, თუმცა ამ ტიტულამდე გიორგის რთული პერიოდი ედგა, რადგან გენტში თითქმის არ ათამაშებდნენ. გენტში გატარებულ რთულ პერიოდზე, აპოელში ტრასფერზე, საქართველოს ნაკრებზე, ანორთოსისზე, თემურ ქეცბაიაზე, ვილი სანიოლზე, ვლადიმირ… Continue reading გიორგი ქვილითაია: ფეხბურთს არ უნდა აწყენინო, ყველაფერი უნდა მისცე და აუცილებლად დაგიფასდება