ისევ მწვრთნელად! კლინსმანის ახალი ნაკრები

ლეგენდარული გერმანელი თავდამსხმელი იურგენ კლინსმანი სამხრეთ კორეის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა. ამ პოსტზე პორტუგალიელი პაულუ ბენტუ შეცვალა. 90-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი, რომელმაც თავის დროზე სამხრეთ კორეასაც გაუტანა ორი ლამაზი გოლი. ეს 1994 წლის მუნდიალზე. ან კი კლინსმანს რა წარდგენა სჭირდება… საქართველოს ნაკრებსაც შეუსრულა დუბლი თბილისში. კლინსმანი ადრე გერმანიისა და აშშ-ის ნაკრებს წვღთნიდა, ბოლოს კი სამი… Continue reading ისევ მწვრთნელად! კლინსმანის ახალი ნაკრები

წლის გერმანელი

გერმანიის ნაკრებში წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს –  ვინც ბუნდესლიგას თვალს ადევნებს, არავის გაუკვირდება, რომ ის – ჯამალ მუსიალაა. მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, თუმცა ამაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე სწორედ 19 წლის ტალანტია. ხმები ასე გადანაწილდა: 1) ჯამალ მუსიალა – 66.3% 2) კაი ჰავერტცი – 8% 3) იოზუა კიმიხი -6.1

ევროპის საუკეთესო თერთმეტეული

  ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, ევროპელი ფეხბურთელების 2022 წლის სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა, რომელშიც, გასაკვირია, რომ ვერც ერთი ესპანელი, იტალიელი, ინგლისელი თუ გერმანელი მოთამაშე ვერ მოხვდა… მეკარე: კურტუა (რეალი; ბელგია) დაცვა: ტეო ერნანდესი (მილანი; საფრანგეთი); ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული; ნიდერლანდები); იოშკო გვარდიოლი (ლაიფციგი; ხორვატია), დენზელ დუმფრისი (ინტერი; ნიდერლანდები) ნახევარდაცვა: ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო; საფრანგეთი); კევინ დე… Continue reading ევროპის საუკეთესო თერთმეტეული

იბრაჰიმოვიჩი ბაიერნში

მიუნხენის ბაიერნმა ახალი კონტრაქტი გააფორმა 17 წლის არიონ იბრაჰიმოვიჩთან. გვარი კი ჟღერს ხმაურიანად, მაგრამ არიონს გვარის გარდა საერთო არ აქვს ზლატან იბრაჰიმოვიჩთან: არიონი წარმოშობით კოსოვოელია, გერმანიაში დაიბადა და 13 წლამდე ნიურნბერგის აკადემიაში იყო… არიონ იბრაჰიმოვიჩი ცენტრალური ნახევარმცველია, სათამშო მანერით ლეონ გორეცკას ჰგავს. ამ სეზონში 19-წლამდელთა ბუნდესლიგაში იყო, გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებშიც თამაშობს. და რაც საყურადღებოა, ბაიერნის… Continue reading იბრაჰიმოვიჩი ბაიერნში

აფერისტი მუკოკო – ასაკი ჰქონია გადაკეთებული…

დორტმუნდისა და გერმანული ფეხბურთის “ამომავალი ვარსკვლავი”, დიდი ალბათობით, თაღლითი აღმოჩნდა. მივყვეთ თავიდან. მუკოკო კამერუნში დაიბადა, 2014 წელს კი, გერმანიაში იშვილეს. როგორც საბუთებით ირკვევა, ის არა 18, არამედ 22 წლისაა. კამერუნში ეს ჩვეულებრივი ამბავია: გასულ კვირას, აფრიკის თასის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის, მათი 17 წლამდელთა გუნდი ემზადებოდა, როდესაც აღმოჩნდა რომ 30 -დან 21-ს ასაკი გადაკეთებული ჰქონდა… მუკოკოზე საიდან გავრცელდა… Continue reading აფერისტი მუკოკო – ასაკი ჰქონია გადაკეთებული…

“სტალონემ ბურთი არ იცოდა და…” (ფეხბურთი და ტყვეების ბანაკი)

ფილმი „გაქცევა გამარჯვებისკენ“ ბევრ გულშემატკივარს ექნება ნანახი. სცენარი: მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვეების ისტორია. ტყვეებისგან შექმნილი გუნდი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე ამხანაგურ მატჩს გამართავს გერმანელებთან და ამავდროულად, გაქცევის გეგმას შეიმუშავებენ… ეს ფილმი 1981 წელს გამოვიდა და ტოპ-მსახიობებთან (მაიკლ კეინი, სილვესტერ სტალონე…) ერთად ფეხბურთელებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის, პელე, ოსვალდო არდილესი, ბობი მური, კაზიმეჟ დეინა და სხვები. აი,… Continue reading “სტალონემ ბურთი არ იცოდა და…” (ფეხბურთი და ტყვეების ბანაკი)

დავითვალოთ მედლები… ვინაა პირველი?

მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, რა თქმა უნდა, ამ სპორტში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია, თუმცა საპრიზო ადგილებზე გასვლაც ცოტას არ ნიშნავს. როგორია ამ მხრივ მდგომარეობა? მერამდენეს მოიგებენ ფრანგები და არგენტინელები? მოდით, დავთვალოთ 1) გერმანია: 12     –     4 ოქრო; 4 ვერცხლი; 4 ბრინჯაო 2) ბრაზილია: 9    –     5 ოქრო; 2 ვერცხლი; 2 ბრინჯაო… Continue reading დავითვალოთ მედლები… ვინაა პირველი?

მიტომას სამადლობელი.. გრძელი ფეხებისთვის

იაპონელმა შემტევმა კაურო მიტომამ იმ მომენტზე ისაუბრა, როცა ესპანეთთან თითქმის გადასულიდან ბურთი შემოატრიალა, პასი გააკეთა და ამას ტანაკას გოლი მოჰყვა. ამ გოლმა გერმანიის ნაკრები დააზარალა, ჯგუფში ჩატოვა… მოკლედ, საკამათო მომენტი იყო და მიტომას კომენტარი ასეთია: „ბურთი ხაზს ეხებოდა. ყველაფერი არ დამინახავს, მაგრამ რაც ვნახე, ჩანდა. ასე რომ, VAR-ი მომწონს! მშობლებს მადლობა, რომ  გრძელი ფეხები მაქვს…… Continue reading მიტომას სამადლობელი.. გრძელი ფეხებისთვის

გავიდა და გაიყოლა… (იაპონური კროსვორდივით ჩახლართული)

ორივენი გავიდნენ. ესპანეთმა წააგო იაპონიასთან და წაიყოლა მერვედფინალში. გერმანია კი ზედიზედ მეორედ დარჩა მუნდიალის ჯგუფში. ამ თამაშზე რა შეიძლება დაიწეროს? ესპანეთი იგებდა მორატას თავურით და პირველი ტაიმი ისეთი იყო, ბევრი იფიქრებდა, ლუის ენრიკეს გუნდი იოლად გაიმარჯვებსო. თუმცა დაიწყო მეორე ნახევარი და 6 წუთში იაპონია იგებდა… ჯერ იყო, შეცვლაზე შესულმა დოანმა შორიდან დარტყმით გაიტანა, მერე კი… Continue reading გავიდა და გაიყოლა… (იაპონური კროსვორდივით ჩახლართული)

გერმანიამ ესპანეთისთვის მოიგო

01 December 2022, Qatar, Al-Chaur: Soccer: World Cup, Costa Rica - Germany, Preliminary Round, Group E, Matchday 3, Al-Bait Stadium, Germany's team and support staff sit on the bench at the end of the match. Photo: Tom Weller/dpa (Photo by Tom Weller/picture alliance via Getty Images)

მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი ბრწყინვალე მატჩი ვიხილეთ. გერმანიამ კოსტა რიკა 4:2 დაამარცხა და მართალია პლეი-ოფში ვერც ერთს ვიხილავთ, თუმცა შეხვედრა შესანიშნავი სანახავი იყო. ქამბექები, ორმხირივი შეტევები, ბრძოლა, ჟინი, თავდადება… გერმანიას მოგება სჭირდებოდა, არამარტო თავისი, არამედ ესპანეთის ნაკრებისაც. თავად კოსტა რიკა კი დაამარცხა, თუმცა ესპანეთმა იაპონიასთან წააგო და ფლიკის შეგირდები ჯგუფში ჩარჩნენ. ამ შეხვედრაში ისეთი მომენტიც იყო,… Continue reading გერმანიამ ესპანეთისთვის მოიგო