ერლინგ ჰოლანდმა ისევ გოლების ფეირვერკი მოაწყო და ისევ შეცვალეს. ინგლისის თასზე მანჩესტერ სიტიმ 6:0 მოუგო ბარნლის, ნორვეგიელმა სამი გოლი გაიტანა და პეპ გვარდიოლამ მე-60 წუთზე შეცვალა… აი, გვარდიოლას კომენტარი: „ჰოლანდი იმიტომ შევცვალე, რომ მესის რეკორდი არ მოეხსნა ინგლისის თასზე. ვცდილობ ჩემი ფეხბურთელები დავსაჯო, ეს ჩემი მიზანია“ (Goal) რა თქმა უნდა, პეპმა გაიხუმრა იმ შემთხვევის გამო,… Continue reading “ჰოლანდი იმიტომ შევცვალე, რომ მესის რეკორდი არ მოეხსნა…”
Tag: გვარდიოლა
პეპი: შესაძლოა, ნაპოლი დღეს ევროპაში საუკეთესოა…
მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ნაპოლიზე ისაუბრა და თქვა, რომ ის, შესაძლოა, დღეს ევროპაში საუკეთესო გუნდია. მოგეხსენებათ, ნეაპოლელები სერია ა-ს 18 ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, გერმანიაში, აინტრახტი 2:0 დაამარცხეს “შესაძლოა, წელს, ნაპოლი ევროპაში საუკეთესო გუნდია. მათი სათამაშო სტილი არსენალისას ჰგავს,” – თქვა პეპმა.
გვარდიოლა – თან ჯერ მარტია…
ერლინგ ჰოლანდს პრემიერლიგის 26 მატჩში 28 გოლი მოუგროვდა. ნორვეგიელის გოლით მანჩესტერ სიტიმ გასვლაზე კრისტალ პალასს მოუგო – 1:0. პეპ გვარდიოლამ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ერლინგს თითოეულ მატჩში 5 გოლი უნდა გაჰქონდეს. თუ ამას ვერ აკეთებს, წნეხში უნდათ რომ მოაქციონ. თუმცა მასზე წნეხი არ მოქმედებს, რადგან დაუჯერებელ სეზონს ატარებს. ჰოლანდის დიდი თვისებაა ის, რომ არასოდეს კარგავს თავის… Continue reading გვარდიოლა – თან ჯერ მარტია…
გვარდიოლა ბოლომდე გადის…
მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, არსენალთან ინგლისის პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლაზე ისაუბრა. კარგა ხნის შემდეგ ლონდონელებმა პირველობა დათმეს – 22 მატჩიდან 51 ქულით უკვე მეორე ადგილზე არიან, ხოლო 23 მატჩის შემდეგ პრემიერლიგას მანჩესტერ სიტი 51 ქულით ლიდერობს. „ტიტულს ბოლო დღემდე დავიცავთ. თუ არსენალი გვაჯობებს, პირველი ვიქნები, ვინც მათ მიულოცავს. ამას ყოველთვის ვაკეთებდი კარიერაში. გვსურს ბოლომდე… Continue reading გვარდიოლა ბოლომდე გადის…
“ჯერარდი რომ მაშინ წაიქცა, სიტის ბრალია?..”
პეპ გვარდიოლამ მანჩესტერ სიტის მიმართ ბოლოდოინდელ ბრალდებებზე ილაპარაკა. როგორც დავწერეთ, სიტის ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ, 100-ზე მეტი ბრალდება. გაირკვა ისიც, რომ პრემიერლიგის კლუბების უმრავლესობას სიტის ჩემპიონატიდან მოკვეთა სურს. „რა სასჯელიც არ უნდა იყოს, ბოლო წლების ემოციებს ვერავინ წაგვართმევს. აგუეროს საჩემპიონო გოლი, ბალოტელის შემთხვევა, კომპანის გოლი, სხვა ბევრიც. არ ვიცი, მანჩესტერ სიტი რამდენად არის დამნაშავე, რომ 2014… Continue reading “ჯერარდი რომ მაშინ წაიქცა, სიტის ბრალია?..”
პეპი სიტიდან წავა, თუ…
პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტიდან წავა იმ შემთხვევაში, თუ კლუბს ფინანსური ფეარ-ფლეის დარღვევებს დაუმტკიცებენ და დასჯიან. „თუ მომატყუებთ, აქ არ დავრჩები“. პირველი შემთხვევა არაა, როცა სიტის ფინანსურ საკითხებზე ემუქრებიან. სამი წლის წინ მაქინაციების გამო ევროტურნირებიდან ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, მაგრამ კლუბმა აპელაცია შეიტანა და მოიგო. გვარდიოლა მაშინაც ამბობდა, თუ დაგვსჯიან, კლუბიდან წავალო. ახლაც იმავე აზრზეა… „ხელმძვანელობას ვუთხარი,… Continue reading პეპი სიტიდან წავა, თუ…
ანჩელოტი: ყველა გავუთავისუფლებივართ, გარდა გვარდიოლასი…
კარლო ანჩელოტიმ მწვრთნელების ბედზე ისაუბრა. ეს საკითხი ვალენსიასთან შეხვედრის წინ წამოიჭრა, რომლის მწვრთნელიც – ჯენარო გატუზო გაათავისუფლეს: “ეს არის მწვრთნელის გზა. ყველა გავუთავისუფლებივართ, გარდა გვარდიოლასი. პეპს ერთ დღესაც გაათავისუფლებენ, თუ ამ საქმეს გააგრძელებს. ეს ჩემს კარიერაშიც მომხდარა, თუმცა ჯერ კიდევ აქ ვარ,” – თქვა ანჩელოტიმ.
პეპი: ბარსელონა დამიძახებს? წავალ!
პეპ გვარდიოლამ საინტერესო რამ თქვა… ისეთი, პრესა ასჯერ რომ დაატრიალებს. არსენალის მწვრთნელ მიკელ არტეტაზე ისაუბრა და ბარსელონას შეეხო: “არტეტას არსენალთან ურთიერთობა ისეთივეა, როგორიც ჩემი ბარსელონასთან. დიახ, შემიძლია სიტიში მუშაობა, სხვაგანაც, მაგრამ ბარსელონა თუ დამიძახებს, წავალ. იქ ჩემი სახლია. …არტეტა არსენალის გულშემატკივარი იყო, მანამდე ფეხბურთელი და კაპიტანი. მახოვს, სიტიში როცა ჩემი თანაშემწე იყო, ნებისმიერ გატანილ გოლზე… Continue reading პეპი: ბარსელონა დამიძახებს? წავალ!
პეპი: დატვირთეთ!..
მაგარი ფოტოა, არა? როგორ საცობში ჰყავთ ნორვეგიელი… ერლინგ ჰოლანდმა ზედიზედ სამი მატჩი ჩაატარა უგოლოდ და ამან უკვე კითხვები დაბადა: ნორვეგიელს ისე აქვს აწეული თამასა, რომ მცირე სერიაც შესამჩნევი ხდება. პეპ გვარდიოლას ჰკითხეს და მანაც ასე უპასუხა: „უფრო ხშირად უნდა მოამარაგონ პასებით. იუნაიტედთან ჩვენი ფეხბურთელები ცდილობდნენ ჰოლანდზე თამაშს, მაგრამ შოუმ და ვარანმა ბევრ მომენტში მშვენივრად იმოქმედეს.… Continue reading პეპი: დატვირთეთ!..
“მაგრამ მე მესი მყავდა…”
პეპ გვარდიოლამ ჩელსის მწვრთნელი გრემ პოტერი დაიცვა – ძალიან კარგი სპეციალისტია და ზედმეტად აკრიტიკებენო… გვარდიოლას მანჩესტერ სიტიიმ მოკლე პერიოდში ორჯერ მოუგო ჩელსის, 1:0 და 4:0. პოტერის გაშვებაზეც აქტიურად იწერება. „ჩელსის მფლობელ ტოდი ბიოლის ვეტყოდი, რომ პოტერს დრო სჭირდება. ყველას სჭირდება დრო და ეს ნორმალური პროცესია. ბარსელონაში პირველივე სეზონში მოვიგე ტიტულები, მაგრამ იქ ლეო მესი მყავდა.… Continue reading “მაგრამ მე მესი მყავდა…”