“გაუმარჯოს!” – ჭიკაძე კატართან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს [VIDEO]

UFC-ს ქვემსუბუქი წონის კონტენდერები, გიგა ჭიკაძე და კელვინ კატარი ტექსასში, UFC Fight Night-ზე გადაიკვეთნენ. ამ ივენთზე კატარი მთავარ ბრძოლაში ასპარეზობდა, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. კატარის წინა მეტოქე სწორედ გიგა ჭიკაძე იყო – იანვარში გამართული 5 რაუნდიანი ომის შემდეგ, გამარჯვება ბოსტონელს დარჩა. მსგავსი ბრძოლები კი მებრძოლებს აახლოვებენ – ასე მოხდა გიგას და კატარის შემთხვევაშიც. ჭიკაძემ კელვინი… Continue reading “გაუმარჯოს!” – ჭიკაძე კატართან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს [VIDEO]

“ეს დიდებული შოუ იქნება ხალხისთვის” – ჭიკაძე კორეელ ზომბს იწვევს [VIDEO]

UFC-ს ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე, აღნიშნული ორგანიზაციის ლეგენდას, კორეელ ზომბს აქტიურად იწვევს. ზომბიმ ბოლო ბრძოლა ტიტულისთვის, ვოლკანოვსკის წინააღმდეგ გამართა, თუმცა ჩემპიონმა იგი უშანსოდ, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ, კორეელმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს მისთვის ბოლო ბრძოლა იყო. თუმცა ოფიციალურად კარიერა ჯერ არ დაუსრულებია. გიგა ჭიკაძესა და ზომბის შორის, სიტყვების გაცვლა და დაძაბულობა გიგას კატართან… Continue reading “ეს დიდებული შოუ იქნება ხალხისთვის” – ჭიკაძე კორეელ ზომბს იწვევს [VIDEO]

როგორ გამოეხმაურა გიგა ჭიკაძე თოფურიას საოცარ გამარჯვებას | ვიდეო

UFC London-ზე, ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, ინგლისელ ჯეი ჰერბერტს დაუპირისპირდა და მეორე რაუნდის დასაწყისშივე ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა. თოფურიასთვის ბრძოლა არც თუ ისე სახარბიელოდ დაიწყო. პირველი რაუნდის საწყის წუთებში ჯეისგან მძიმე დარტყმა მიიღო და ნოკდაუდში ჩავარდა, თუმცა ქართველმა მებრძოლმა მალევე მოახერხა გონს მოსვლა და ბრძოლის სათავისოდ შემოტრიალება. მეორე რაუნდის მეორე წუთზე კი ინგლისელი მეტოქე უძლიერესი დარტყმით… Continue reading როგორ გამოეხმაურა გიგა ჭიკაძე თოფურიას საოცარ გამარჯვებას | ვიდეო

გიგა ჭიკაძე UFC-ს ვიდეოთამაშში დაამატეს

EA Sports-ის ვიდეოთამაში UFC 4 2020 წლის აგვისტოში გამოვიდა და სპორტულ თამაშებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. აღნიშნული ნაწილი, ბევრი გულშემატკივრის აზრით მის 3 წინამორბედს ჯობს. UFC-ს ვიდეოთამაშები იმით განსხვავდება სხვა სპორტული ვიდეოთამაშებისგან, რომ აქ ორგანიზაციაში მყოფი ყველა სპორტსმენი არაა დამატებული. თამაშში მხოლოდ ტოპ კონტენდერებს, ლეგენდებსა და გამორჩეული მებრძოლებს შეხვდებით. ყოველ განახლებაზე UFC 4 იმ პერიოდისთვის… Continue reading გიგა ჭიკაძე UFC-ს ვიდეოთამაშში დაამატეს

“თრეშ-თოქი გიგას UFC-მ მოსთხოვა” – ზაზა ჭიკაძე

UFC Vegas 46-ზე, გიგა ჭიკაძის მარცხს კელვინ კატარის წინააღმდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც UFC-ს მებრძოლებისგან, ასევე ქართველი გულშემატკივრებისგანაც. ქართველი ნინძას ბრძოლამდე და ბრძოლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, გიგას მამა, ზაზა ჭიკაძეც გამოეხმაურა. მან ბრძოლის ტექნიკური ანალიზიც გააკეთა და სხვადასხვა გარემოებებზეც ვრცლად ისაუბრა ფეისბუქ პოსტის სახით. “მებრძოლი მით მეტად ფასობს რაც მეტი ფანი ყავს და მეტი მაყურებელი.… Continue reading “თრეშ-თოქი გიგას UFC-მ მოსთხოვა” – ზაზა ჭიკაძე

“Gigakick-ს გაუნეიტრალებ და ის დასარტყამი ტომარა ხდება” – ვოლკანოვსკი გიგაზე

მოგეხსენებათ, გასულ კვირას, გიგა ჭიკაძის მეორე მეინ ივენთი, კელვინ კატარის წინააღმდეგ, ქართველისთვის წარუმეატებლად დასრულდა. ბოსტონელმა მებრძოლმა ჭიკაძეს 5 რაუნდიანი ომის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო. ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, რომელასაც მაქს ჰოლოვეისთან ტიტული უნდა დაეცვა, მეტოქის გარეშე დარჩა. ვოლკანოვსკი ბევრმა კონტენდერმა გამოიწვია, მათ შორის იყო გიგა ჭიკაძეც. ვოლკანოვსკიმ მოწინააღმდეგედ კორეელი ზომბი… Continue reading “Gigakick-ს გაუნეიტრალებ და ის დასარტყამი ტომარა ხდება” – ვოლკანოვსკი გიგაზე

UFC-ს ვარსკვლავები გიგა ჭიკაძის ბრძოლას ეხმაურებიან

UFC Vegas 46-ის მთავარ ორთაბრძოლაში, ერთმანეთს გიგა ჭიკაძე და კელვინ კატარი დაუპირისპირდნენ. 5 რაუნდიანი უკომპრომისო ორთაბრძოლის შემდეგ გამარჯვება ბოსტონელ მებრძოლს დარჩა. ბრძოლა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი აღმოჩნდა, რაც როგორც გულშემატკივრებმა და ანალიტიკოსებმა, ასევე თავად UFC-ს ვარსკლავებმა აღნიშნეს. “რა ბრძოლა იყო!” – კამარუ უსმანი What a fight 🔥👏🏿👏🏿#UFCVegas46 — KAMARU USMAN (@USMAN84kg) January 16, 2022 “ამ… Continue reading UFC-ს ვარსკვლავები გიგა ჭიკაძის ბრძოლას ეხმაურებიან

გიგა ჭიკაძის ერთი ამერიკული დღე [VIDEO]

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე, უკვე წლებია რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კალიფორნიაში, თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. იგი ჰანთიგტონის სანაპიროზე, Kings MMA-ს დარბაზში ვარჯიშობს. ამჟამად გიგა თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადება, რომელიც 16 იანვარს, კელვინ კატარის წინააღმდეგ უნდა გამართოს. დღეს, იუთუბ არხზე SHOTBYSTARKS, გიგას მომზადების ამსახველი ვლოგების სერია დაიწყო სახელწოდებით – GIGA… Continue reading გიგა ჭიკაძის ერთი ამერიკული დღე [VIDEO]

“დრამის დედოფალო, შენს შოუში არ მოვალ” – ჭიკაძე არიელ ჰელვანის მიმართავს

მას შემდეგ, რაც მაქს ჰოლოვეი ალექსანდრ ვოლკანოვკისთან სატიტულო ბრძოლას გამოეთიშა, ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლის ბედი განხილვის საგანი გახდა. ჩემპიონი ბევრმა კონტენდერმა გამოიწვია, თუმცა ვოლკანოვსკიმ კორეელ ზომბს უხმო, რომელსაც არც თუ ისე მომხიბვლელი დოსიე აქვს და სატიტულო ბრძოლის პრეტენდენტად ხშირად არც განიხილებოდა. ვოლკანოვსკის მიერ ზომბის გამოწვევის ფაქტი, ცნობილმა MMA-ს ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმ გააშუქა. ჰელვანის პოსტს გიგა… Continue reading “დრამის დედოფალო, შენს შოუში არ მოვალ” – ჭიკაძე არიელ ჰელვანის მიმართავს

“პატარა კაცო, ჩემს საქმეს მოვრჩები და უკან სახლში დაგაბრუნებ” – ჭიკაძე ვოლკანოვსკის

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 6 მარტს გასამართ ქვემსუბუქი წონის სატიტულო ორთაბრძოლას, მაქს ჰოლოვეი ტრავმის გამო გამოეთიშა. ბუნებრივია, ჩემპიონი მაშინვე არაერთმა კონტენდერმა გამოიწვია. მართალია, ჩემპიონი ვოლკანოვსკის ბევრი ალტერნატივა ჰქონდა, იგი ყოფილმა ორმაგმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ და რეიტინგში მოწინავე კონტენდერებმაც გამოიწვიეს, თუმცა თავად ვოლკანოვსკიმ არჩევანი კორეელ ზომბზე შეაჩერა. სწორედ ამ გადწყვეტილებაზე მიუთითა ჭიკაძემ გამოწვევის დროს: “ვოლკანოვსკიმ ყველაზე… Continue reading “პატარა კაცო, ჩემს საქმეს მოვრჩები და უკან სახლში დაგაბრუნებ” – ჭიკაძე ვოლკანოვსკის