სულის სიძლიერე!

იცით, როგორები არიან ქართველი ჩემპიონები? მოდი, ერთი ამბავი გავიხსენოთ. ის დღევანდელობასთან თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ იმას, რაზეც გვიამბობს დროის ფუნქცია არა გააჩნია. ამბავი ასეთია: ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადის წინ ჩვენს ძალოსანს გიორგი ასანიძეს მხარი ტკიოდა. სამი თვე იმკურნალა მოსკოვში, იქაურ ნაქებ ექიმებთან მაგრამ ვაგლახ, მაინც დასჭირდა ოპერაცია. როდესაც მოშუშდა, პოლონეთს გაემგზავრა, ქართული ძალოსნობის ლეგენდარულ მწვრთნელ… Continue reading სულის სიძლიერე!

ნაბახუსევს

1997 წლის აგვისტოში ათენს გავემგზავრე, სადაც მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდებოდა. მაშინ „სარბიელში“ ვმუშაობდი, „სარბიელი“ კი ამბიციური გაზეთი იყო და ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ცოცხალი რეპორტაჟი ჰქონოდა. მოკლედ, მივლინებები ხშირი იყო. იმ ხალხისთვის, ვისაც კითხვა სიამოვნებს, ადგილიდან გამოგზავნილ ტექსტს სხვა ეშხი და გემო აქვს. რეპორტიორისთვისაც დიდი გასაქანია. მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ თუ ქვემოთ, სულ რაღაც ხდება. ათას… Continue reading ნაბახუსევს

რა ქნას მეტი ამ ქვეყანამ?!

ვისაც არხილოსკალო გაგონილი არ ჰქონდა, ახლა ხომ გაიგო? იქ, საქართველო მთავრდება. ჰოდა, მაგ არხილოსკალოში, მანქანაში რომ ჩაჯდე და საათში 80 კილომეტრით იარო, 6 საათში ფოთში ჩახვალ, ზღვასთან. საქართველო იქაც მთავრდება. აი, სულ ეს არის ჩვენი სამშობლო. ოლიმპიადას კი, ცხადია უყურებთ. (ამასწინათ, საქმეში ჩახედულმა მეგობარმა მითხრა, რომ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს ნაკლები რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე პარალელურად, სხვა… Continue reading რა ქნას მეტი ამ ქვეყანამ?!