გოგა ბითაძის ისტორიული მატჩი – 38 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი (ვიდეო)

INDIANAPOLIS, IN - NOVEMBER 1: Goga Bitadze #88 of the Indiana Pacers celebrates during a game against the Cleveland Cavaliers on November 1, 2019 at Bankers Life Fieldhouse in Indianapolis, Indiana. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this Photograph, user is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2019 NBAE (Photo by Ron Hoskins/NBAE via Getty Images)

„ინდიანას“ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას „პეისერზის“ ფარმ კლუბ – „ფორტ ვეინ მედ ენტსში“. NBA-ს G ლიგის მორიგ ტურში გოგა ბითაძის ფენომენალური თამაშის წყალობით „მედ ენტსმა“ 131:127 დაამარცხა „დენვერის“ ფარმკლუბი „გრანდ რაპიდს გოლდი“ და სეზონში მე-8 გამარჯვება მოიპოვა. ბითაძემ პარკეტზე 36 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 38 ქულა, 14 მოხსნა,… Continue reading გოგა ბითაძის ისტორიული მატჩი – 38 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი (ვიდეო)

გოგა ბითაძის 19 ქულა, 7 მოხსნა და 3 დაფარება ბეჟანიშვილის “გრანდ რაპიდს გოლდთან”

გუშინ საღამოს უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა – გოგა ბითაძე „ინდიანამ“ თავის ფარმკლუბში – „ფორტ ვეინ მედ ანტსში“ გაუშვა, რომელიც G -განვითარების ლიგაში ასპარეზობს. რათქმაუნდა ერთის მხრივ ეს ცუდია – გოგა NBA-ში მეოთხე სეზონს ატარებს და მისი ნიჭის მქონე კალათბურთელს ფარმ კლუბებში არ უნდა უწევდეს თამაში, თუმცა ამ გადაწყვეტილებას თავისი პლიუსებიც გააჩნია – ბითაძე „ინდიანას“ რიგებში პარკეტზე… Continue reading გოგა ბითაძის 19 ქულა, 7 მოხსნა და 3 დაფარება ბეჟანიშვილის “გრანდ რაპიდს გოლდთან”

სანდრო მამუკელაშვილის 20 ქულა „დენვერთან“

ამერიკაში დასასრულს უახლოვდება ნბა-ს საზაფხულო ლიგა. Summer League-ს ფინალურ რაუნდში „ქართული“ დაპირისპირება შედგა – სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი“ გიორგი ბეჟანიშვილის „დენვერის“ წინააღმდეგ. მატჩი უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. სანდრო „ბაქსის“ სასტარტო ხუთეულში იყო და შეხვედრა საკმაოდ აქტიურადაც დაიწყო – ცდილობდა „შავი“ სამუშაო შეესრულებინა და შეტევაშიც აქტიურად ერთვებოდა. მამუკელაშვილმა ჯერ Tip shot-ით ჩააგდო ბურთი მეტოქის კალათში, რასაც… Continue reading სანდრო მამუკელაშვილის 20 ქულა „დენვერთან“

სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი „ვაშინგტონთან“

ლას ვეგასში გრძელდება ნბა-ს საზაფხულო ლიგა. სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკიმ“ Summer League-ზე მეოთხე მატჩი ჩაატარა და მესამე მარცხი განიცადა. „ბაქსმა“ ამჯერად „ვაშინგტონთან“ წააგო 83:93. შეხვედრის სტარტზე ნბა-ს მოქმედი ჩემპიონები ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ და 25:18 დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედი „ვაშინგტონმა“ 15:0 გაქცევით დაიწყო – ტოდმა და ჰოლინსმა ზუსტად გაისროლეს პერიმეტრიდან, რასაც მეისონ ჯოუნსის „აფეთქება“ მოყვა და „ვიზარდსი“ 33:25… Continue reading სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი „ვაშინგტონთან“

„დენვერმა“ ბეჟანიშვილი ისევ არ ათამაშა

ამერიკაში გრძელდება ნბა-ს საზაფხულო ლიგა. ლას ვეგასში, „დენვერმა“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა „დალასი“ 89:85 და Summer League-ზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. სამწუხაროდ „ნაგეთსის“ გამარჯვებაში წვლილი არ შეუტანია ავსტრიის სახელით მოასპარეზე ქართველ კალათბურთელს – გიორგი ბეჟანიშვილს, რომელმაც მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. პირველი მეოთხედი „მავერიქსმა“ მაღალ დონზე ჩაატარა და ომორუის ზუსტი სროლების ფონზე 22:15 დაწინაურდა. მეორე პერიოდში „დენვერმა“… Continue reading „დენვერმა“ ბეჟანიშვილი ისევ არ ათამაშა

ბეჟანიშვილის უქულო მატჩი Summer League-ზე

გიორგი ბეჟანიშვილის „დენვერი“ აგრძელებს ასპარეზობას ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე. ლას ვეგასში მიმდინარე Summer League -ს სტარტზე „ნაგეთსმა“ ჯერ „მაიამისთან“ წააგო უშანსოდ 77:97, ხოლო დღეს გამთენიისას „ბოსტონთან“ 82:107. განსხვავებით „ჰიტთან“ შეხვედრისას, „სელტიქსთან“ მატჩში ბეჟანიშვილი „დენვერის“ სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა და მხოლოდ 4 წუთით შევიდა პარკეტზე სათამაშოდ, რა დროის განმავლობაშიც 2 მოხსნა, 1 დაკარგვა და 1 პერსონალური ფოლის… Continue reading ბეჟანიშვილის უქულო მატჩი Summer League-ზე

ბეჟანიშვილის 4 ქულა ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე

ლას ვეგასში სტარტი აიღო ნბა-ს საზაფხულო ლიგამ, რომელშც მონაწილეობას 30 გუნდი იღებს. Summer League-ზე კლუბები ძირითადად ახალბედა მოთამაშეებს ცდიან და ხშირ შემთხვევაში ეს არის ნბა-ში მოხვედრის შანსი, იმ კალათბურთელებისთვის რომლებიც დრაფტზე არ აირჩიეს. პირველივე სათამაშო დღეს ბევრი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. გიორგი ბეჟანიშვილის „დენვერი“ „მაიამის“ დაუპირისპირდა და შეხვედრა უშანსოდ 77:97 დათმო. ავსტრიის სახელით მოასპარეზე ქართველი კალათბურთელი… Continue reading ბეჟანიშვილის 4 ქულა ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე