ლორიამ ანორთოსისში პენალტი მოიგერია (ვიდეო)

BASEL, SWITZERLAND - SEPTEMBER 24: (BILD ZEITUNG OUT) goalkeeper Giorgi Loria of Anorthosis Famagusta FC looks on during the UEFA Europa League third qualifying round match between FC Basel and Anorthosis Famagusta at St. Jakob-Park on September 24, 2020 in Basel, Switzerland. (Photo by Daniela Porcelli/DeFodi Images via Getty Images)

კვიპროსის ჩემპიონატში ანორთოსისი ლარნაკას აეკს შეხვდა და მატჩი უგოლოდ დასრულდა. ეს დიდწილად გიორგი ლორიას დამსახურებაა, რომელმაც პენალტი მოიგერია. ლორიას მსგავსად ასევე ძირითად შემადგენლობაში იყო ავთო ებრალიძე, რომელიც 51-ე წუთზე შეცვალეს, ქართველმა მეკარემ კი ცხადია მატჩის ბოლომდე ითამაშა. ანორთოსისი 14 გუნდიან ჩემპიონატში 19 ქულით მე-10 ადგილზეა და შემდეგ ტურში აპოლონს შეხვდება. გუნდს ექვსეულამდე 9 ქულა აშორებს.… Continue reading ლორიამ ანორთოსისში პენალტი მოიგერია (ვიდეო)

ლორიამ კვიპროსზე პენალტი მოიგერია (ვიდეო)

BASEL, SWITZERLAND - SEPTEMBER 24: (BILD ZEITUNG OUT) goalkeeper Giorgi Loria of Anorthosis Famagusta FC looks on during the UEFA Europa League third qualifying round match between FC Basel and Anorthosis Famagusta at St. Jakob-Park on September 24, 2020 in Basel, Switzerland. (Photo by Daniela Porcelli/DeFodi Images via Getty Images)

კვიპროსის ჩემპიონატში ანორთოსისმა აპოელს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ფამაგუსტელთა მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც პენალტი და არაერთი რთული ბურთი მოიგერია. აპოელის რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და მატჩის ბოლომდე გაისარჯნენ გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი. ბუბა დაუშვილი სათადარიგოზე გახლდათ.

ვაი-ვიშს მოუკვდა პატრონი!

როგორ ატყობთ, ხვიჩა კვარაცხელიას რომელიმე მეტოქის ეშინია? პირიქით, მეტოქეებს ეშინიათ კვარაცხელიასი. მამარდას, რომელსაც საუკეთესო უცხოელი ვარსკვლავებით გაძლიერებული ესპანელები ყოველ დღე კარში ურტყამენ, ეშინია ვითომ ესპანელების? გამორიცხულია. პატარა აბრეზას, ზურიკო დავითაშვილს საერთოდ შიშისა ეტყობა რამე? სიხარულით შევარდება ხოლმე ნებისმიერ ბრძოლაში, ორომტრიალი სიამოვნებს. და არის ფეხბურთში ისეთი რაღაც რაც გურამ კაშიას კარიერაში არ უნახავს? — ნეტავ, რის… Continue reading ვაი-ვიშს მოუკვდა პატრონი!

ქეცბაიას ანორთოსისმა აპოელს დიდი ანგარიშით მოუგო – ქართველების ამბები (ვიდეო)

თემურ ქეცბაიას დამოძღვრილმა ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატში აპოელს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, აპოელიდან გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო მე-19 წუთზე შეცვალეს, თორნიკე ოქრიაშვილი პირველი ტაიმის მერე გამოცვალეს, ბუბა დაუშვილს კი ტრავმის გამო არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ ანორთოსისის ლიდერმა ვარდამ გოლი გიორგი ქვილითაიას სტილში აღნიშნა. ეს ის ვარდაა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ… Continue reading ქეცბაიას ანორთოსისმა აპოელს დიდი ანგარიშით მოუგო – ქართველების ამბები (ვიდეო)

ჩემი „სვარკა“!

იმ დღეს ახლობელმა მკითხა, დღეს ჩვენების „სვარკა“ რომელ საათზეაო. გულზე ცუდად მომხვდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მერე მკითხა, კვარაცხელია თუ ითამაშებსო. არა, მეთქი. აუ, აბა მაგას რა ნახავსო. ამაზე ვუთხარი, რომ მე საქართველოს ნაკრებს სანახაობის გამო არ ვუყურებ. საქართველოს ნაკრებს იმიტომ ვუყურებ, რომ ის ჩემი ქვეყნის გუნდია და ვგულშემატკივრობ. პათეტიკაში თუ არ ჩამომართმევთ, „სხვა სამშობლო ამაზე… Continue reading ჩემი „სვარკა“!

ანორთოსისმა ლორიას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კვიპროსულმა ანორთოსისმა გიორგი ლორიას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, 36 წლის მეკარე ფამაგუსტელთა ღირსებას 2024 წლის ზაფხულამდე დაიცავს. ინფორმაცია კლუბის ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა. ლორია ანორთოსისში 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს. შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას გუნდთან ერთად მან შარშან კვიპროსის თასი მოიგო. ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონატში 39 ქულით მე-5 ადგილზეა და უახლოეს შეხვედრას პაფოსთან გამართავს.

ქვილითაიამ აპოელს ანორთოსისთან მოაგებინა (ვიდეო)

კვიპროსის თასზე ერთგვარი ქართული დერბი გაიმართა. აპოელი ანორთოსისს შეხვდა და 2:1 დაამარცხა. 52-ე წუთზე როცა ანგარიში 1:1 იყო, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. არახალია, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 21 მატჩი და 13 გოლია. ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, ასევე ძირითადში იყო თორნიკე ოქრიაშვილი,… Continue reading ქვილითაიამ აპოელს ანორთოსისთან მოაგებინა (ვიდეო)

ლორია Whoscored.com-ის სიმბოლურში მოხვდა (ფოტო)

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია Whoscored.com-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. პოპულარულმა საიტმა თერთმეტეული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი  ციკლის 11-13 ნოემბრის მატჩების მიხედვით შეადგინა. ქართველ მეკარესთან ერთად თერთმეტეულში ისეთი ვარსკვლავები არიან როგორებიც კილიან მბაპე, ტომას მიულერი, ჰარი კეინი და სხვები გახლავთ. სიმბოლური გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება. ფოტო: სფფ

ანორთოსისის ქართველი გმირები – კაჭარავას გოლი და ლორიას ბრწყინვალე სეივები (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში, თასის მოქმედი გამარჯვებული ანორთოსისი მოქმედ ჩემპიონ ომონიას ესტუმრა. თემურ ქეცბაიას გუნდმა 1:0 გაიმარჯვა. ეს ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ გაიტანა. მოგეხსენებათ ნიკას ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და გოლი დახლოებით 1 წლიანი პაუზის შემდეგ შეაგდო. ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. ასევე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გიორგი ლორიამ, რომელმაც… Continue reading ანორთოსისის ქართველი გმირები – კაჭარავას გოლი და ლორიას ბრწყინვალე სეივები (ვიდეო)

ლორია VS ქვილითაია – სეივი, რომელიც გოლს უდრის (ვიდეო)

ანორთოსისმა აპოელი 2:1 დაამარცხა და ამის შესახებ უკვე მოგახსენეთ. ისიც გითხარით, რომ აპოელის მხრიდან გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ქართველ ფორვარდს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა გიორგი ლორიას ბრწყინვალე სეივმა ამაში ხელი შეუშალა. გამოცდილმა მეკარემ ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმული მოიგერია და ურთულესი სეივი შემოგვთავაზა.