ვალენსიამ ოსასუნას მოუგო – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?

ლა ლიგის 25-ე ტურში ვალენსიამ ოსასუნას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე ჯასტინ კლუივერტმა გაიტანა. ღამურებს გატანის კიდევ ერთი რეალური მომენტი ჰქონდათ, თუმცა უგო დურომ პენალტი ვერ გაიტანა, მისი დარტყმული ბურთი მეკარე სერხიო ერერამ მოიგერია. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ის ცხადია ძირითად შემადგენლობაში იყო და თავიდან ბოლომდე ითამაშა. გიორგიმ Whoscored.com-ზე 6.4 შეფასება… Continue reading ვალენსიამ ოსასუნას მოუგო – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?

მამარდაშვილი სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს

Giorgi Mamardashvili of Valencia CF looks on during the LaLiga Santander match between Valencia CF and Real Sociedad at Mestalla stadium, February 25, 2023, Valencia, Spain. (Photo by David Aliaga/NurPhoto via Getty Images)

პოპულარულმა უცხოურმა გამოცემა Sofascor.com-მა გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 23-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. ვალენსია სოსიედადს შეხვდა, 1:0 დაამარცხა და ქართველმა ფეხბურთელმაც კარგი მატჩი ჩაატარა. 22 წლის მეკარე გუნდს 3 სეივით დაეხმარა. ვალენსია ლა ლიგაში 23 ქულით მე-18 ადგილზეა და უახლოეს ტურში ბარსელონას შეხვდება.

ვალენსიამ ლა ლიგაში დიდი პაუზის შემდეგ მოიგო – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?

GETAFE, SPAIN - FEBRUARY 20: Giorgi Mamardashvili of Valencia CF looks on during the LaLiga Santander match between Getafe CF and Valencia CF at Coliseum Alfonso Perez on February 20, 2023 in Getafe, Spain. (Photo by Diego Souto/Quality Sport Images/Getty Images)

ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ვალენსიამ სოსიედადს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ღამურებმა ლა ლიგაში 10 ნოემბრის შემდეგ პირველად მოიგეს. მათ ესპანეთის ჩემპიონატში 8 მატჩიანი პაუზა გამოუვიდათ. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მან თავიდან ბოლომდე ითამაშ, 3 სეივი გააკეთა და ყვითელი ბარათი მიიღო. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მამარდაშვილმა კარი მშრალად მეოთხედ შეინახა. ქართველმა მეკარემ Whoscored.com-ზე 7.3… Continue reading ვალენსიამ ლა ლიგაში დიდი პაუზის შემდეგ მოიგო – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?

აი, აურზაური!

კაცი მიიყვანეს 30 იანვარს და 14 თებერვალს გაუშვეს. ამ ორი კვირის განმავლობაში ეუბნებოდნენ, ჩვენი მხსნელი ხარო. რა ამბავი ჰქონდათ, ეს რა ბაჯაღლო ვინმეა, ზის სახლში და ელოდება მისი ქალაქის გუნდს როდის გაუჭირდება; თუ არ გაუჭირდა, ჯდომას განაგრძობს, მაგრამ საკმარისია რაღაც ისე არ წავიდეს, რომ მაშველ რგოლს ხელს ავლებს (ეტყობა სადღაც ახლოს უდევს, საწოლის ქვეშ ან… Continue reading აი, აურზაური!

ვალენსიას ახალი მწვრთნელი ჰყავს

ვალენსიას ახალი მწვრთნელი ესპანელი სპეციალისტი რუბენ ბარახაა. ინფორმაცია ღამურების ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. ბარახა ვალენსიასთვის უცხო კაცი არ არის. იგი 10 წლის განმავლობაში ამ გუნდში თამაშობდა და ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. ბარახამ საფეხბურთო კარიერა სწორედ ვალენსიაში დაასრულა. რუბენ ბარახამ სამწვრთნელო კარიერა მადრიდის ატლეტიკოში დაიწყო, სადაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ, შემდეგ იყო ვალენსიას ახალგაზრდული გუნდი, ელჩე, რაიო ვალეკანო,… Continue reading ვალენსიას ახალი მწვრთნელი ჰყავს

ვინ იყო მატჩის საუკეთესო?

ნაპოლი მართლა ძალიან ძლიერი გუნდია, მე კი ნამდვილად არ ვარ იმდენად მიამიტი, რომ ხვიჩას მეტს ვერავის ვხედავდე, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ მატჩის გმირი ჩვენი ბიჭია, ისინი კი სხვას ასახელებენ. არ იფიქროთ, რომ ურა-პატრიოტიზმით შეპყრობილი მთელი მსოფლიოსგან კვარას ოცდაოთხსაათიან ქებას ვითხოვ, ბიჭს ქება-დიდება ნამდვილად არ აკლია. უბრალოდ სხვა რამის თქმა მინდა. ვალენსია მართლა დაძაბუნებული გუნდია, მე… Continue reading ვინ იყო მატჩის საუკეთესო?

ემანდ მამარდას არაფერი აურიონ და

რა ჯანდაბა ხდება ამ ვალენსიას თავს? რა კარგი იყო შარშან: გუნდს წვრთნიდა კაცი, რომელმაც მკაფიოდ იცოდა, რომ ჯერ თავი უნდა დაეცვა და შემდეგ, როდესაც მეტოქეს თავის ნახევარზე გადმოიტყუებდა, გრძელი პასებით მისთვის სწრაფად უნდა ჩაესო მახვილი. საამისოდ ჰყავდა მასირებული დაცვა, პლუს გონსალო გედეში და კარლოს სოლერი. ჰოდა, გავიდა თასის ფინალში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ პენალტებით წააგო.… Continue reading ემანდ მამარდას არაფერი აურიონ და

გიორგი მამარდაშვილი: მადლობა და წარმატებები მისტერ! (ფოტო)

VALENCIA, SPAIN - SEPTEMBER 19: Giorgi Mamardashvili of Valencia looks on during the La Liga Santander match between Valencia CF and Real Madrid CF at Estadio Mestalla on September 19, 2021 in Valencia, Spain. (Photo by Aitor Alcalde Colomer/Getty Images)

ჯენარო გატუზო ვალენსიას მთავარი მწვრთნელი აღარ არის. იტალიელის გუნდიდან წასვლას სოციალურ ქსელში პოსტი გიორგი მამარდაშვილმა მიუძღვნა. „მადლობა ყველაფრისთვის, წარმატებები მწვრთნელო! გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს.“ – დაწერა მამარდაშვილმა ინსტაგრამის სთორიში. იტალიელმა მწვრთნელმა ღამურები შარშან ზაფხულში ჩაიბარა, თუმცა როგორც ხედავთ მისმა დანიშვნამ არ გაამართლა. გატუზომ ვალენსიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხორხე ბორდალასი შეცვალა. ვალენსია არასასიამოვნო სიტუაციაშია. გუნდი, რომლის ძირითადი მეკარე… Continue reading გიორგი მამარდაშვილი: მადლობა და წარმატებები მისტერ! (ფოტო)

გატუზო ვალენსიას აღარ გაწვრთნის

ჯენარო გატუზო ვალენსიას მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაწერა. წყაროს ცნობით, გატუზომ გუნდი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა. იტალიელმა მწვრთნელმა ღამურები შარშან ზაფხულში ჩაიბარა, თუმცა როგორც ხედავთ მისმა დანიშვნამ არ გაამართლა. გატუზომ ვალენსიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხორხე ბორდალასი შეცვალა. ვალენსია არასასიამოვნო სიტუაციაშია. გუნდი, რომლის ძირითადი მეკარე გიორგი მამარდაშვილია, ლა ლიგაში 20 ქულით მე-14… Continue reading გატუზო ვალენსიას აღარ გაწვრთნის

მამარდაშვილმა ვალიადოლიდთან წააგო – რა შეფასება მიიღო გიორგიმ?

ლა ლიგის მორიგ ტურში ვალენსია, რომლის რიგებშიც გიორგი მამარდაშვილი გამოდის, ვალიადოლიდს ესტუმრა და 89-ე წუთზე გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა. ქართველი მეკარე ძირითდ შემადგენლობაში იყო და სტუმართაგან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ. მამარდაშვილის ანგარიშზე 5 სევია და Whoscored.com-ზე მან 7.0 შეფასება მიიღო, რითიც მხოლოდ 2 თანაგუნდელს ჩამორჩა. ვალენსია ლა ლიგაში 20 ქულით მე-4 ადგილზეა და შემდეგ ტურში მადრიდის… Continue reading მამარდაშვილმა ვალიადოლიდთან წააგო – რა შეფასება მიიღო გიორგიმ?