ქინქლაძის მივიწყებული შედევრი საქართველოს ნაკრებში (ვიდეო)

2000 წლის 29 მარტს საქართველოს ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ქართველი ფეხბურთელები ისრაელის ეროვნულ გუნდს შეხვდნენ და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ამ შეხვედრაში ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა გიორგი ქინქლაძემ. ქინქის ეს გოლი ბევრს შეიძლება ნანახიც არ ჰქონდეს. ნახეთ და თავად შეაფასეთ რამდენად ლამაზია ქინქლაძის გოლი.

ქინქლაძე და კაჭკაჭები – გიოს წინააღმდეგ ნიუკასლსაც უჭირდა (ვიდეო)

1996 წლის 24 თებერვალს პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩი გაიმართა. მანჩესტერ სიტი ნიუკასლს შეხვდა და ამ თამაშის უდაოდ გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე გახლდათ. ჩვენებურმა შესანიშნავი დრიბლინგებით, ფინტებით და პასებით კაჭკაჭებს ბევრი პრობლემა შეუქმნა.     ქინქლაძე მანჩესტერ სიტიში 1995-98 წლებში თამაშობდა და 120 მატჩში 20 გოლი გაიტანა. ქალაქელთა რიგებიდან იგი აიაქსში გადავიდა. შემდეგ იყო დერბი ქაუნთი,… Continue reading ქინქლაძე და კაჭკაჭები – გიოს წინააღმდეგ ნიუკასლსაც უჭირდა (ვიდეო)

50 წლის – უბრალოდ, ჯამარა…

90-იანების სექტემბრის საღამო, თითქმის სავსეა დინამოს სტადიონი და ავსტრიის ტიროლთან მაგარი თამაში მიდის. პირველი ტაიმი მთავრდებოდა, დინამოს 8 ნომერმა ცენტრში მიიღო ბურთი და ლამის ნახევარი ავსტრია მოატყუა. და რომ უნდა დაერტყა, იმ დროს წააქციეს. პენალტი, რასაც რეზო არველაძის გოლი მოჰყვა.   დღეს ასეთ სოლოებს ხშირად ვერ ნახავთ… კარაქივით გაჭრა საყრდენი ზონა და დაცვის ხაზიც. ეს… Continue reading 50 წლის – უბრალოდ, ჯამარა…

იუბილარი ქინქლაძე – გიოს გამორჩეული გოლები და ლამაზი მომენტები (ვიდეოები)

დღეს 6 ივლისია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე იუბილარია. ქინქლაძე 48 წლის გახდა, იგი ქართველი გულშემატკივრების დიდი ნაწილისთვის საყვარელი ქართველი ფეხბურთელია და ვგონებ ამ სტატუსს კიდევ დიდხანს ატარებს. საქართველოს ნაკრები, მრეტები, თბილისის დინამო, ზაარბრიუკენი, მანჩესტერ სიტი, დერბი, ანორთოსისი, ყაზანის რუბინი. ამ გუნდებში გიომ გულშემატკივრებს უამრავი დაუვიწყარი მატჩი აჩუქა.… Continue reading იუბილარი ქინქლაძე – გიოს გამორჩეული გოლები და ლამაზი მომენტები (ვიდეოები)