ილიას ზუროსი: დილას ვიგრძენი, რომ მოვიგებდით, როცა დავინახე ქართველი კალათბურთელების თვალები

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა 82-76 დაამარცხა ესპანეთის ნაკრები და ქართული სპორტის ისტორიაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა და კიდევ ერთი ნათელი ფურცელი მიამატა ქართული სპორტის მატიანეს. არანაკლებ ემოციური და საამაყო იყო მატჩის შემდეგ გამართული პრესკონფერენცია. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი „მადლობა ყველა ჩემს… Continue reading ილიას ზუროსი: დილას ვიგრძენი, რომ მოვიგებდით, როცა დავინახე ქართველი კალათბურთელების თვალები

ისტორიული გამარჯვება ქართული სპორტის ისტორიაში

2023 წლის საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ახალ სპორტის სასახლეში პირველი ოფიციალური მატჩი გამართა და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი –  ესპანეთის უძლიერესი ნაკრები დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დაპირისპირებას დიდი დანაკლისით შეხვდა – სხვადასხვა მიზეზების გამო გვაკლდა 3 წამყვანი მოთამაშე: გოგა ბითაძე (მუხლის ტრავმა), სანდრო მამუკელაშვილი (NBA-ს ზაფხულის ლიგას თამაშობს) და გიორგი ცინცაძე (ფეხის ტრავმა).… Continue reading ისტორიული გამარჯვება ქართული სპორტის ისტორიაში

შერმადინმა და მისმა “ტენერიფემ” სეზონი დაასრულეს

წარუმატებელი გამოდგა 2022 წლის პლეიოფის სტადია გიორგი შერმადინის “ტენერიფესთვის”. კლუბი ესპანეთის ჩემპიონატის პლეიოფს პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა, წააგო რა სერია 1:2 “ხუვენტუდთან”. ორი გამართული შეხვედრის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო – ორივე შემთხვევაში მასპინძელმა გუნდმა შეძლო გამარჯვების მოპოვება. სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი კი “ხუვენტუდის” საშნაო არენაზე იმართებოდა. “ტენერიფემ” პირველი მეოთხედი კატასტროფულად ჩაატარა – თრუს ვიდორეტას გაწვრთნილმა გუნდმა… Continue reading შერმადინმა და მისმა “ტენერიფემ” სეზონი დაასრულეს

საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვება ჩრდილოეთ მაკედონიასთან

2023 წლის საკალათბურთო მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის,G ჯგუფის მესამე ტურის მატჩის რანგში საქართველომ თბილისის სპორტის სასახლეში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 91:70 დაამარცხა. ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა დღევანდელ მატჩს – საქართველოს 3 ლიდერი არ ყავდა: თორნიკე შენგელია (ც.ს.კ.ა-მ არ გამოუშვა), გოგა ბითაძე(NBA-მ არ გამოუშვა) და სანდრო მამუკელაშვილი(NBA-მ არ გამოუშვა),ჩრდილოეთ მაკედონიას კი საუკეთესო კალათბურთელი… Continue reading საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვება ჩრდილოეთ მაკედონიასთან

„ტენერიფე“ დებიუტანტთან განადგურდა

წარუმატებელი გამოდგა ესპანეთის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა გიორგი შერმადინისთვის და მისი „ტენერიფესთვის“. თრუს ვიდორეტას გაწვრთნილი გუნდი ACB ლიგის დებიუტანტ – „ბრეოგანს“ ესტუმრა და 19 ქულიანი სხვაობით განადგურდა 73:92. გიორგი შერმადინი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ, პარკეტზე 24:14 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში საკუთარ გუნდს 9 ქულა (10-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო) და 8 მოხსნა (3 მეტოქის… Continue reading „ტენერიფე“ დებიუტანტთან განადგურდა

გიორგი შერმადინის 21 ქულა „მადრიდის რეალის“ წინააღმდეგ

ესპანეთში სტარტი აიღო საკალათბურთო სუპერთასის გათამაშებამ. ნახევარფინალურ სტადიაზე „ტენერიფე“ „მადრიდის რეალს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა 70:72. მიუხედავად წაგებული მატჩისა, პარკეტზე გაიბრწყინა „ტენერიფეს“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი შერმადინმა, რომლის ანგარიშზეც 21 ქულა+3 მოხსნა და 1 დაფარება იყო. შერმამ 25:15 წუთი დაყო პარკეტზე, თამაშიდან 8-ჯერ ესრილა ბურთი და 7 ჩააგდო, გიომ ტრადიციულად მაღალი პროცენტით შეასრულა საჯარიმოები –… Continue reading გიორგი შერმადინის 21 ქულა „მადრიდის რეალის“ წინააღმდეგ