გარდაიცვალა გლაზგო რეინჯერსის ლეგენდა

გლაზგო რეინჯერსის ლეგენდა, მეკარე ენდი გორამი გარდაიცვალა. 58 წლის გორამს სიმსივნე აწუხებდა. ამის შესახებ სამი თვის წინ გაიგო… საყლაპავი მილის სიმსივნე. უჭირდა ჭამა, დალევა, წონაში დაიკლო და ამის მერე ექიმს გაესინჯა. კვლევამ აჩვენა, რომ სიტუაცია უკვე ძალიან გართულებული იყო. გორამმა ქიმიოთერაპიაზე უარი განაცხადა, რადგან გაიგო, რომ მაქსიმუმ ექვსი თვე უნდა ეცოცხლა. „წინ ბრძოლა მელის. ექიმმა… Continue reading გარდაიცვალა გლაზგო რეინჯერსის ლეგენდა

დალეწეს: სკამი, თავი და პირი

გლაზგო რეინჯერსისა და აინტრახტის ფანებმა მაგრად იჩხუბეს. ერთმანეთს თავ-პირი, კაფე-ბარებს სკამები და სხვადასხვა ნივთები დაულეწეს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა გვარიანად ანერვიულეს. იყო ასეთი სურათიც: გერმანელი გულშემატკივრებით მჭიდროდ გარშემორტყმული საპატრულო ეკიპაჟი ვერაფერს აკეთებდა ორიოდ ნაბიჯში ამტყდარი ჯგუფური მუშტი-კრივის წინააღმდეგ. შეიზღუდა მოძრაობა. როგორც ჩანს, სევილიის პოლიცია მაინც ვერ იყო კარგად მომზადებული, რადგან ერთ-ერთ ვიდეოზე გადაღებულია, როგორ ცდილობს ორი… Continue reading დალეწეს: სკამი, თავი და პირი

უატილოდ

ფრანკფურტის აინტრახტი ოთხშაბათს ევროპა ლიგის ფინალში გლაზგო რეინჯერსს დაუპირისპირდება. მატჩის წინ გერმანელებს ერთი ეკზოტიკური პრობლემა შეექმნათ. ისინი ცნობილ თილისმას, არწივ ატილას ვერ იახლებენ. საქმე ის არის, რომ ესპანური კანონმდებლობით, ქვეყანში ცხოველისა თუ ფრინველის შეყვანისას, 15-დღიანი კარანტინის გავლაა საჭირო. ატილას დოიჩე ბანკის სტადიონზე, აინტრახტის ყოველი საშინაო მატჩის წინ ააფრენენ ხოლმე, გაწვრთნილი ფრინველი სარბიელს ერთ წრეს შემოუფრენს… Continue reading უატილოდ