ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება NBA-ს 2022/23 წლების სეზონი. დასავლეთ კონფერენციის ერთერთმა გამორჩეულმა გუნდმა – “კლიპერსმა” საკუთრ მოედანზე უმასპინძლა “ორლანდოს” და მოულოდნელად 108-113 დამარცხდა. “მეჯიქის” რიგებში 15 წუთი იასპარეზა გოგა ბითაძემ. ქართველი ცენტრი თამაშში მეორე ხუთეულიდან ჩაერთო და 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბითაძემ ორჯერ ესროლა ბურთი მეტოქის კალათისკენ, თუმცა ორივე ააცილა (0 ქულა).… Continue reading გოგა ბითაძის 15 წუთი “კლიპერსის” წინააღმდეგ
Tag: გოგა ბითაძე
გოგა ბითაძე პარკეტს დაუბრუნდა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ფინიქსმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ორლანდოს” და მეტოქე 116:113 დაამარცხა. ზედიზედ მეოთხე მატჩი გამოტოვა კევინ დურანტმა, რომელიც 1 კვირის წინ გახურებისას დაიმტვრა და ისევ ლაზარეთში იმყოფება. მის გარეშე დარჩენილ “სანზში” 20 ქულიან ზღვარსაც კი ვერცერთი კალათბურთელი შესწვდა, თუმცა გუნდური ასპარეზობის ფონზე მასპინძლებმა მაინც მოახერხეს მნიშვნელოვანი მატჩის მოგება. მარკელ ფულცის და პაოლო… Continue reading გოგა ბითაძე პარკეტს დაუბრუნდა
“ქართული” გუნდების დაპირისპირება NBA-ში
ქართული პუბლიკისთვის ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა NBA-ში. გოგა ბითაძის “ორლანდო”ტეხასში ესტუმრა სანდრო მამუკელაშვილის “სან ანტონიოს”. სამწუხაროდ ქართველთა დაპირისპირება უშუალოდ პარკეტზე არ შედგა, რადგან “მეჯიქის” სამწვრთნელო შტაბმა ბოლო წუთამდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა გოგა, სამაგიეროდ სოლიდური სათამაშო დრო მიიღო სანდრომ. “მამუმ” პარკეტზე 21 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 7 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა… Continue reading “ქართული” გუნდების დაპირისპირება NBA-ში
გოგა ბითაძის საუკეთსო მატჩი “ორლანდოში”
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “როლანდო” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა “მილუოკის”. “ბაქსი” ბრწყინვალე ფორმაშია – უკანასკნელი 18 მატჩიდან 17 ქონდა მოგებული. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილი გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა “მეჯიქთნ” დაპირისპირებას – იანის ანტეტენკუმპო კოვიდის გამო არ იყო, ხოლო ჯრუ ჰოლიდეის ისევ მუხლი აწუხებს. თავისმხრივ, პრობლემები ქონდა “ორლანდოსაც” – სხვადასხვა სახის დაზიანებების გამო არ იყვნენ მწყობრში გარი… Continue reading გოგა ბითაძის საუკეთსო მატჩი “ორლანდოში”
გოგა ბითაძის 6 ქულიანი დებიუტი “ორლანდოში”
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ორლანდომ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ინდიანას” და მძიმე ბრძოლაში 108-121 დამარცხდა. “მეჯიქის” რიგებში შედგა გოგა ბითაძის დებიუტი – ქართველმა ცენტრმა პირველივე მატჩში თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა. 23 წლის ბითაძემ პარკეტზე 9 წუთი გაატარა, ამ დროის განმავლობაში კი მის ანგარიშზე 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი იყო. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან… Continue reading გოგა ბითაძის 6 ქულიანი დებიუტი “ორლანდოში”
“ინდიანამ” გოგა ბითაძე შემადგენლობიდან გარიცხა
წუხელ, თბილისის დროით 23:59-ზე დაიხურა NBA-ს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა. ლიგის გუნდებმა არაერთი ტრანსფერი განახორციელეს და მოთამაშეები გაცვალეს ერთმანეთში. სამწუხაროდ, ბრუკლინს, მილუოკის და ინდიანას შორის განხორციელებული სამმაგი ტრეიდის შედეგად გოგა ბითაძე ლიგის მიღმა დარჩა. The Athletic-ის ინსაიდერის – შემს ჩარანიას ინფორმაციით, “ბაქსმა” ფორვარდი ჯეი კრაუდერი მიიღო, სამაგიეროდ კი დრაფტის მეორე რაუნდის 5 პიკი გასცა. “ინდიანამ” “მილუოკიდან”… Continue reading “ინდიანამ” გოგა ბითაძე შემადგენლობიდან გარიცხა
გოგა ბითაძის შანსი
2022 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ “ინდიანამ” გოგა ბითაძეს კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. 2023 წლის ზაფხულში ქართველ კალათბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით სატრანსფერო ბაზარზე მოუწევს გასვლა. იმისთვის, რომ გოგამ NBA-ს რომელიმე კლუბთან გააფორმოს ახალი ხელშეკრულება და ევროპაში არ მოუწიოს საასპარეზოდ დაბრუნება, სეზონის ბოლომდე დიდი სათამაშო დრო და კარგი სტატისტიკა ჭირდება(ამჟამად 3,4 ქულა+2,2 მოხსნა საშუალოდ მატჩში). “პეისერზში” ცენტრის… Continue reading გოგა ბითაძის შანსი
გამარჯვება მეორე შემადგენლობით
გუშინ “ბრუკლინმა” მძიმე ბრძოლაში “ატლანტა” 120-116 დაამარცხა, დღეს გამთენიისას კი ჟაკ ვონის შეგირდებს მორიგი მატჩის ჩატარება უწევდათ – ამჯერად “ინდიანას” წინააღმდეგ. “ნეთსის” სამწვრთნელო შტაბი იძულებული გახდა 9 წამყვანი კალათბურთელის გარეშე გამოსულიყო სათამაშოდ: 1. კევინ დურანტს მუხლის არეში მცირე ტკივილი ქონდა და დაასვენეს. 2. კაირი ირვინგს კუნთი აქვს დაჭიმული 3. ბენ სიმონსს საზარდულის მცირე ტრავმა აქვს.… Continue reading გამარჯვება მეორე შემადგენლობით
გოგა ბითაძის 8 წუთი “ბრუკლინთან”
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ბრუკლინმა” მძიმე ბრძოლაში 116-109 დაამარცხა “ინდიანა” და სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა. “პეისერზის” რიგებში 8 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ. ქართველმა ცენტრმა ამ მოკლე დროში 2 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა განახორციელა. გოგამ თამაშიდან სამჯერ შეუტია მეტოქის კალათს და მხოლოდ 1 ბურთი ჩააგდო, 3 შესრულებული მოხსნიდან 1 მეტოქის ფარზე… Continue reading გოგა ბითაძის 8 წუთი “ბრუკლინთან”
NBA ქართველების გარეშე
ოკეანის გაღმა ნელ-ნელა ხურდება NBA-ს 2022/23 წლების სეზონი. რეგულარული გათამაშების მორიგი მატჩები გამართეს “მილუოკიმ” და “ინდიანამ”, სამწუხაროდ ქართველი კალათბურთელები: სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ. დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში “მილუოკიმ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ბრუკლინს” და მეტოქე 110:99 დაამარცხა. მოგებულ შეხვედრაში ბენეფისი მოიწყო იანის ანტეტენკუმპომ – ბერძენმა კალათბურთელმა 43 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი… Continue reading NBA ქართველების გარეშე