ბითაძის 21 წუთი “ფილადელფიასთნ”

NBA-ს ჩემპიონობის ერთერთ კანდიდატად შერაცხულმა “ფილადელფიამ” სეზონის სტარტზე საშნელი შედეგები აჩვენა. დოკ რივერსის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ “ბოსტონთან” წააგო, შემდეგ “მილუოკისთან”, პიკი კი “სან ანტონიოსთან” განცდილი მარცხი იყო… “ინდიანასთან” გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც ბოდიში მოიხადა ცუდი შედეგებისთვის და თქვა, რომ გუნდში ისეთი განწყობაა, თითქოს მოგება/წაგების ბალანსი 0-82-ზე გვქონდესო. “ფილამ” პირველივე მეოთხედში “დაბომბა”… Continue reading ბითაძის 21 წუთი “ფილადელფიასთნ”

გოგა ბითაძის 14 ქულა და 15 მოხსნა “დეტროიტთან”

NBA-ს 2022/23 წლების სეზონის მატჩში “ინდიანამ” საკუთარ Gainbridge Fieldhouse-ზე უმასპინძლა “დეტროიტს” და მეტოქე 124-115 დაამარცხა. “პეისერზმა” შეწყვიტა 12 მატჩიანი წაგებათა სერია, რომელიც გუნდს წინა რეგულარული გათამაშებიდან მოყვებოდა. მოგებულ მატჩში დიდი წვლილი შეიტანა გოგა ბითაძემ – ქართველი ცენტრი პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და 25 წუთში სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა: 14 ქულა + 15 მოხსნა. “სუპერ გოგამ”… Continue reading გოგა ბითაძის 14 ქულა და 15 მოხსნა “დეტროიტთან”

გოგა ბითაძის 8 ქულა “სან ანტონიოსთან”

“ინდიანა” აგრძელებს წარუმატებელ ასპარეზობას NBA-ს 2022/23 წლების სეზონში. რიკ კარლაილის გაწვრთნილი გუნდი დასავლეთ კონფერენციის ერთერთ უსუსტეს გუნდ “სან ანტონიოს” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 134:137 დამარცხდა. მატჩი ინდიანაპოლისში, “პეისერზის” საშანო არენაზე იმართებოდა და Gainbridge Fieldhouse-ში მისული გულშემატკივარი საკუთარი გუნდის გამარჯვებას ელოდა, თუმცა მასპინძლებმა საშინელი დაცვა ითამაშეს და სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი დათმეს. კარლაილმა ბითაძე 18… Continue reading გოგა ბითაძის 8 ქულა “სან ანტონიოსთან”

გოგა ბითაძის 10 წუთი “ვაშინგტონთან”

NBA-ს 2022/23 წლების სეზონში სადებიუტო შეხვედრა გამართა “ინდიანა პეისერზმა”. რიკ კარლაილის გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ვაშინგტონს” და დაძაბულ ბრძოლაში 107:114 დამარცხდა. გოგა ბითაძე პარკეტზე მეორე ხუთეულიდან შემოვიდა და 10 წუთი ითამაშა(მაილს ტერნერია ტრავმირებული). ამ დროის განმავლობაში ქართველი ცენტრი საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა – 0 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება. გოგამ თამაშიდან… Continue reading გოგა ბითაძის 10 წუთი “ვაშინგტონთან”

გოგა ბითაძის 15 წუთი “ჰიუსტონ როკეტსთან”

“ინდიანა პეისერზმა” დაასრულა მოსამზადებელი ეტაპი NBA-ს მოახლოვებული სეზონის წინ. რიკ კარლაილის გაწვრთნილმა გუნდმა 4 საგამოფენო მატჩი გამართა, საიდანაც 2 მოიგო და ორშიც დამარცხდა. უკანასკნელი ამხანაგური შეხვედრა “პეისერზმა” საკთარ Gainbridge Coliseum-ზე გამართა, სადაც მისი მეტოქე “ჰიუსტონ როკეტსი” გახლდათ. მატჩის პირველი ტაიმი სტუმრებმა იდეალურად ჩაატარეს და მეტოქეს 81 ქულა ჩაუგდეს (პირველ მეოთხედში 39, მეორეში 42). მოედანზე გაიბრწყინა… Continue reading გოგა ბითაძის 15 წუთი “ჰიუსტონ როკეტსთან”

გოგა ბითაძემ “ნიუ იორკ ნიქსთან” ითამაშა

“ინდიანა” აგრძელებს მზადებას NBA-ს მოახლოვებული სეზონისთვის. “პეისერსზმა” მეორე საგამოფენო შეხვედრა ჩაატარა და პირველი მარცხი იწვნია. რიკ კარლაილის გაწვრთნილმა გუნდმა “მედისონ სქვერ გარდენში” 114-131 წააგო “ნიუ იორკ ნიქსთან”. წინა მატჩისგან განსხვავებით, “ინდიანას” სამწვრთნელო შტაბი ენდო გოგა ბითაძეს და პარკეტზე 16 წუთით შემოუშვა სათამაშოდ, რითაც ნამდვილად არ უნანიათ. ქართველმა ცენტრმა ამ დროის განმავლობაში 5 ქულა+8 მოხსნა+4პასი+2 დაფარება… Continue reading გოგა ბითაძემ “ნიუ იორკ ნიქსთან” ითამაშა

გოგა ბითაძეს არ ენდობიან

NBA-ს ახალი სეზონის დაწყებამდე 2 კვირაზე ნაკლები რჩება. ლიგის გუნდები უკვე აქტიურად ემზადებიან და საგამოფენო მატჩებში იღებენ მონაწილეობას. “ინდიანა” Spectrum Center-ში ესტუმრა “შარლოტს” და მეტოქე 122-97 დაამარცხა. გასაოცარი იყო “პეისერზის” მთავარი მწვრთნელის რიკ კარლაილის გადაწყვეტილება – საერთოდ არ მიეცა სათამაშო დრო გოგა ბითაძესთვის. ქართველი ცენტრი მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა გუნდის ახალწვეულ დანიელ ტაისთან ერთად.… Continue reading გოგა ბითაძეს არ ენდობიან

“ლეიკერსი” და “ინდიანა” დიდ “ტრეიდს” ამზადებენ

ამერიკულ პრესაში არ წყდება ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ “ლეიკერსის” ხელმძღვანელებმა NBA-ს 2022/23 წლების რეგულარული სეზონის წინ გადაწყვიტეს რამენაირად თავიდან მოიშორონ რასელ ვესტბრუკი. ამ მომენტისთვის ვესტბრუკის გაცვლა ყველაზე რეალური “ინდიანაშია”. კალიფორნიული კლუბი რასელის გარდა პირველი რაუნდის 2 დრაფტ პიკს მისცემს “პეისერზს”, სანაცვლოდ კი მაილს თერნერს და ბადი ჰილდს მიიღებს. თუ ეს გაცვლა განხორციელდა, ორივე გუნდი მოგებული… Continue reading “ლეიკერსი” და “ინდიანა” დიდ “ტრეიდს” ამზადებენ

ისმაელ სენიოლი: “კორკმაზი ბითაძემ, შენგელიამ და სანაძემ სცემეს”

თურქეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჰაკან დემირმა ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის დროს (83:88 2OT) მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. „დღეს ქართველმა კალათბურთელებმა და დერეფანში მყოფმა რამდენიმე პოლიციელმა უპატივცემულობა გამოხატეს ჩვენს მიმართ. აქ კალათბურთის სათამაშოდ მოვედით და არა სხვა რამისთვის. ყველაფერი მოედანზე უნდა დარჩეს, მაგრამ სამწუხაროდ მოვლენები სამარცხვინოდ განვითარდა. ასეთი რაღაცები სპორტს არ შეეფერება. დღეს კალათბურთის… Continue reading ისმაელ სენიოლი: “კორკმაზი ბითაძემ, შენგელიამ და სანაძემ სცემეს”

თორნიკე შენგელია 2 თვეს გამოტოვებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო ევრობასკეტ 2022. “თბილისი არენაზე” გამართულ პირველი ტურის მატჩში ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 76:79 დამარცხდა ბელგიასთან. მტკივნეულ წაგებასთან ერთად, საქართველოს ნაკრებმა ტრავმის გამო დაკარგა გოგა ბითაძე, რომელმაც მეოთხე მეოთხედის ბოლოს ფეხი დაიზიანა და კოჭლობით დატოვა მოედანი. უკანასკნელი ინფორმაციით, გოგას თამაში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ საეჭვოა (მატჩი 3 სექტემბერს, 21:00 ზე იწყება). დიდი… Continue reading თორნიკე შენგელია 2 თვეს გამოტოვებს