გოლდენ სტეიტი NBA-ს ჩემპიონია

Jun 16, 2022; Boston, Massachusetts, USA; Golden State Warriors guard Stephen Curry (30) holds up the Larry O'Brien Trophy after defeating the Boston Celtics in game six of the 2022 NBA Finals at TD Garden. Mandatory Credit: Bob DeChiara-USA TODAY Sports

NBA-ს სუპერ ფინალური სერიის მეექვსე მატჩში გოლდენ სტეიტმა სტუმრად 103-90 დაამარცხა ბოსტონი და კლუბის ფრენჩაიზ ისტორიაში მეშვიდე ჩემპიონობა იზეიმა. საპლეიოფო სერიის მეექვსე შეხვედრას ბოსტონის TD GARDEN მასპინძლობდა და ფავორიტად ადგილობრივი “სელტიქსი’ მიიჩნეოდა. ემე უდოკას გაწვრთნილმა გუნდმა მატჩი 14-2 გაქცევით გახსნა და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა. გოლდენ სტეიტი დროულად “გამოფხიზლდა” – ენდრიუ ვიგინსის და სტეფ კარის ზუსტი… Continue reading გოლდენ სტეიტი NBA-ს ჩემპიონია

გოლდენ სტეიტი ჩემპიონობას მიუახლოვდა

NBA-ს სუპერ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში გოლდენ სტეიტმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ბოსტონს და მეტოქე 104:94 დაამარცხა. საპლეიოფო სერიაში ვორიორზი 3:2 დაწინაურდა და სტივ კერის გაწვრთნილ გუნდს ერთი მოგებაღა სჭირდება, რათა ჩემპიონობა იზეიმოს. “ოქროს შტატელებს” შეხვედრის სტარტი იდეალური გამოუვიდათ – დრაიმონდ გრინის და ენდრიუ ვიგინსის დუეტი ბრწყინვალედ ასპარეზობდა როგორც შეტევაში ასევე დაცვაში. გოლდენ სტეიტი 24-8 გაიქცა… Continue reading გოლდენ სტეიტი ჩემპიონობას მიუახლოვდა

ფენომენალური სტეფ კარი

NBA-ს სუპერ ფინალური სერიის მეოთხე მატჩში გოლდენ სტეიტმა სტეფ კარის 43 ქულის წყალობით სტუმრად 107-97 დაამარცხა ბოსტონი და საპლეიოფო სერიაში ანგარიში გაათანაბრა 2:2. სერიის წინა შეხვედრებისგან განსხვავებით გოლდენ სტეიტის მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა სასტარტო ხუთეული – კევინ ლუნის ნაცვლად ოტო პორტერს დააწყებინა პირველივე წუთიდან. ამ გადანაცვლებით ვორიორზი უფრო “მსუბუქ და სწრაფ” კალათბურთს თამაშობდა, თუმცა  “საჭადრაკო ცვლილებამ”… Continue reading ფენომენალური სტეფ კარი

NBA-ს სუპერ ფინალში ბოსტონმა ლიდერობა დაიბრუნა

NBA-ს სუპერ ფინალების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ – როდესაც სერიაში ანგარიში 1:1-ია, მესამე მატჩის მომგები გუნდი 83%-იანი ალბათობით საბოლოოდ ჩემპიონიც ხდება. მესამე მატჩი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ სერიაში პირველად ხდება მოედნის ცვლილება. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ბოსტონურ პუბლიკას არ ქონია საშუალება NBA-ს ფინალისთვის ემასპინძლა, შესაბამისად პირველ საშინაო მატჩზე ადგილობრივი “სელებრითებით” გაივსო პირველი რიგი. გოლდენ სტეიტისთვის… Continue reading NBA-ს სუპერ ფინალში ბოსტონმა ლიდერობა დაიბრუნა

გოლდენ სტეიტმა ბოსტონი გაანადგურა

Golden State Warriors guard Stephen Curry, right, celebrates with forward Draymond Green (23) during the first half of Game 1 of basketball's NBA Finals against the Boston Celtics in San Francisco, Thursday, June 2, 2022. (AP Photo/Jed Jacobsohn)

NBA-ში გრძელდება სუპერ ფინალი. სერიის მეორე შეხვედრაში “გოლდენ სტეიტმა” საკუთარ არენაზე უმასპინძლა “ბოსტონს” და მეტოქე 107-88 გაანადგურა. მატჩის სტარტზე “სელტიქსი” უკეთესად გამოიყურებოდა – ჯეილენ ბრაუნმა პირველ მეოთხედში 3 სამქულიანი ჩააგდო და სტუმრები ანგარიშში დაწინაურდნენ. მასპინძელთა რიგებში ბრწყინვალედ ასპარეზობდა სტეფ კარი, რომელიც საშუალო და შორი დისტანციებიდან ბომბავდა მეტოქის კალათს. “ვორიორზის” ოქროს ბიჭუნამ დირიჟორის ფუნქციაც კარგად შეასრულა… Continue reading გოლდენ სტეიტმა ბოსტონი გაანადგურა

“ბოსტონმა” სუპერ ფინალი გამარჯვებით გახსნა

NBA-ს სუპერ ფინალი – განსაკუთრებული საკალათბურთო მოვლენაა, რომელიც არ ექვემდებარება არც ლოგიკას და არც სხვა რაიმე წესებს. სერიის პირველ მატჩის წინ ბევრი სტატისტიკოსი თვლიდა, რომ “გოლდენ სტეიტი” საკმაოდ მარტივად მოუგებდა “ბოსტონს”, ლოგიკა კი ბევრ ფაქტორს ემყარებოდა. 2022 წლების პლეიოფში “გოლდენ სტეიტს” ყველა საშინაო მატჩი მოგებული ქონდა 8-დან 8.   “ბოსტონმა” კონფერენციის 1/2 ფინალსა და ფინალში… Continue reading “ბოსტონმა” სუპერ ფინალი გამარჯვებით გახსნა

“ბოსტონის” ჩემპიონობის შანსი 86%-ია

3 ივნისს, გამთენიისას, დილის 5 საათზე სტარტს აიღებს NBA-ს სუპერ ფინალური სერია. ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდებიან  ბოსტონი vs გოლდენ სტეიტი. აღმოსავლეთ კონფერენცია “ბოსტონ სელტიქსმა” მოიგო. ემე უდოკას გაწვრთნილმა გუნდმა რეგულარულ გათამაშები მძიმე სტარტი აიღო და 50 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მოგება წაგების თანაბარი ბალანსი ქონდა 25/25. სეზონის მეორე ნახევარში “სელტიქსმა” ძალიან მოუმატა,… Continue reading “ბოსტონის” ჩემპიონობის შანსი 86%-ია

“გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონია

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეხუთე მატჩში “გოლდენ სტეიტმა” საკუთარ არენაზე 120-110 დაამარცხა “დალასი”, სერია 4-1 მოუგო და სუპერ ფინალის საგზური მოიპოვა. მეხუთე შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო – სტეფ კარის(15 ქულა+9 პასი) და ენდრიუ ვიგინსის(18 ქულა+10 მოხსნა) ზუსტი სროლების შედეგად 14-5 დაწინაურდა. “მავერიქსი” დროულად გამოფხიზლდა – პირველი მეოთხედის უკანასკნელ წუთზე სპენსერ დინვიდიმ ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო… Continue reading “გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონია

“დალასმა” პრესტიჟის მატჩი მოიგო

დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში “დალასმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “გოლდენ სტეიტს” და მეტოქე 119-109 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა დონჩიჩი გახდა – სლოვენიელ გამთამაშებელს 1 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე – 30 ქულა, 14 მოხსნა, 9 პასი. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით ანგარიშში წინ გასვლას. რამდენჯერმე შეიცვალა ლიდერი. “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელები… Continue reading “დალასმა” პრესტიჟის მატჩი მოიგო

“გოლდენ სტეიტი” სუპერ ფინალს მიუახლოვდა

სტეფ კარის და ენდრიუ ვიგინსის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე “გოლდენ სტეიტმა” სტუმრად 109-100 დაამარცხა “დალასი” და საპლეიოფო სერიაში 3-0 დაწინაურდა. პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა – ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით წინ გასვლას, თუმცა “იგრძნობოდა” რომ “ვორიორზი” უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს. მისი ლიდერები სტაბილურად აგროვებდნენ ქულებს, “მავერიქსიდან” კი მაღალ დონეზე ერთადერთი კაცი თამაშობდა – ლუკა… Continue reading “გოლდენ სტეიტი” სუპერ ფინალს მიუახლოვდა